ზოდიაქოს ყველა ნიშანს აქვს თავისი ძლიერი მხარე. ყველა მათგანი ფლობს როგორც გარკვეულ უპირატესობას, ასევე ნაკლს. თუმცა როცა საქმე ინტელექტს ეხება, ამ სფეროში მხოლოდ 3 ნიშანია გამორჩეული. მათ იციან საკუთარი შესაძლებლობები და ხელს ვერაფერი უშლით მიზნის მიღწევაში.
1. მერწყული
მერწყული პრინციპული და ჭკვიანი ნიშანია, ის მუდმივად ფლობს ორიგინალურ იდეებს, რომლებსაც ვერავინ უწევს წინააღმდეგობას. მერწყულებს გადაწყვეტილების მიღების დროს უყვართ კარგად ფიქრი – თუ მათ წინ რთული ამოცანაა, ისინი ამას მოულოდნელი და არასტანდარტული გზით გადაჭრიან. შედეგად მერწყულები, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, თავიანთ შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებენ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ხშირად ხდებიან პოლიტიკოსები, მოაზროვნეები და ორატორები.
2. მორიელი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ხშირად ვერ აფასებენ თავიანთ დაფარულ უნარებს, რომლებიც მათი შინაგანი სამყაროდან მოდის. მიუხედავად იმისა, რომ მორიელებს ხშირად სჩვევიათ ირაციონალური გადაწყვეტილებების მიღება, ისინი ყოველთვის დროულად ხვდებიან თავიანთ შეცდომას და სწორ გზას უბრუნდებიან. მათ აქვთ მიმღებლობა და ემპათია ახლობლების მიმართ. არიან მომხიბვლელები და ქარიზმატულები, რაც მორიელებს გამორჩეულად აქცევს თავიანთ სოციალურ წრეში.
3. ტყუპები
ტყუპის ნიშნის ქვეშ დაბადებული ყველა ადამიანი ფლობს კომუნიკაციურ უნარებს უმაღლეს დონეზე: მათგან არაჩვეულებრივი ორატორები გამოდიან. აგრეთვე ტყუპებს აქვთ ადამიანების გამხიარულების უნარი, ამიტომ ისინი სასურველები არიან ყველა გარემოსა და კომპანიაში. ინტელექტის მხრივ ტყუპებისთვის წამყვანია ლოგიკა, ისინი ყველაფერს სწრაფად ითვისებენ, რაც სჭირდებათ, და მალევე იწყებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. ისინი ფაქტობრივად ყველა სფეროში ძლიერები არიან: ახალი ენების შესწავლით დაწყებული გლობალური პრობლემების გადაჭრით დასრულებული.