მთავარი ტესტები ტიბეტური პერსონალური ტესტი: გულწრფელად გაეცით მათ პასუხი და არ ითვალთმაქცოთ პასუხების ყურების დროს

ტიბეტური პერსონალური ტესტი: გულწრფელად გაეცით მათ პასუხი და არ ითვალთმაქცოთ პასუხების ყურების დროს

by Keti

უპასუხეთ მხოლოდ 3 შეკითხვას.

გულწრფელად გაეცით მათ პასუხი და არ ითვალთმაქცოთ პასუხების ყურების დროს. ადამიანის ტვინი პარაშუტს ჰგავს – კარგად მუშაობს, როცა გახსნილია.

ამრიგად, აიღეთ ფანქარი და ქაღალდი და ჩაიწერეთ თქვენი პასუხები. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ბოლოსკენ შედეგები შეაჯამოთ. ტესტი დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რეალურად როგორი ადამიანი ხართ.

საუკეთესო პასუხი – ეს პირველივე რამ არის, რაც თავში მოგივათ. იყავით გულწრფელები!

შეკითხვები:

1. განალაგეთ შემდეგი 5 ცხოველი იმ წესით, რომელიც მოგწონთ:

ძროხა, ვეფხვი, თხა, ცხენი, გოჭი.

2. დაწერეთ თითო სიტყვა, რომლითაც აღწერთ ქვემოთ მოცემულ სიტყვებს:

კატა – …

ძაღლი – …

ვირთხა – …

ყავა – …

ზღვა – …

3. იფიქრეთ 5 ადამიანზე, რომლებიც თქვენც გიცნობენ და მნიშვნელოვნები არიან თქვენს ცხოვრებაში. ეცადეთ ყოველი მათგანი რომელიმე ფერს მიუსადაგოთ. 

ყვითელი – …

ნარინჯისფერი – …

წითელი – …

თეთრი – …

მწვანე – …

ახლა კი ნახეთ ტესტის პასუხები:

1. ამ პუნქტით თქვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტები განისაზღვრება:

ძროხა – კარიერული წინსვლის სიმბოლოა.

ვეფხვი – საკუთარი ღირსების შეგრძნების სიმბოლოა.

თხა – სიყვარულის სიმბოლოა.

ცხენი – ოჯახს განასახიერებს.

გოჭი – ფულის სიმბოლოა.

2. თქვენ მიერ ძაღლის აღწერა გულისხმობს თქვენ საკუთარ პიროვნებას.

თქვენი აღწერილი კატა – გულისხმობს თქვენი პარტნიორის ყურადღებას.

ვირთხის აღწერა კი გულისხმობს თქვენს მტრებს.

ყავის აღწერა ნიშნავს თქვენ დამოკიდებულებას სექსის მიმართ.

თქვენ მიერ აღწერილი ზღვა გულისხმობს თქვენს საკუთარ ცხოვრებას.

3. ნარინჯისფერი – არის ადამიანი, რომელსაც თვლით ნამდვილ მეგობრად.

წითელი – ადამიანი, ვინც ნამდვილად გიყვართ.

ყვითელი – ადამიანი, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებთ.

თეთრი – თქვენი მონათესავე სული.

მწვანე – ადამიანი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გემახსოვრებათ.

გაუზიარეთ ეს ტესტი თქვენს მეგობრებსაც!