თვალების მიერ აღქმული და გონების მიერ ინტერპრეტირებული მოვლენები საყურადღებოა, ამ დროს რთულია ცნობიერი გადაწყვეტილების დაფიქსირება, ვინაიდან ყველაფერს ტვინის ფარული ნაწილი წყვეტს. კვლევის თანახმად, საჭიროა 13 მილიწამი იმისთვის, რომ ტვინმა თვალის მიერ დანახულ მოვლენას ინტერპრეტირება გაუკეთოს და ინფორმაციის სახით გადაამუშაოს. ჩვენ ბევრნაირად განვსხვავდებით ერთმანეთისგან და ჯერ კარგად არ გვესმის, თუ რას ირჩევს ჩვენი ქვეცნობიერი ჩვენ პიროვნებასთან დაკავშირებით.
ჩვენ შევქმენით მარტივი ქვიზი, რათა დაგეხმაროთ პიროვნული თვისებების უკეთ იდენტიფიცირებაში. შეხედეთ ინგლისური ანბანის ასოებს, დაიმახსოვრეთ ბგერა, რომელსაც პირველად დაინახავთ და წაიკითხეთ პასუხები.
1. ასო A
თუ პირველად A დაინახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მარტივად გამოსაცნობი ხართ. თქვენ არ გიყვართ თამაში და ხართ პირდაპირი. ადამიანები გაფასებენ, რადგან ერთგულებით გამოირჩევით.
ადამიანებს თქვენს საუკეთესო ვერსიას აჩვენებთ და მაქსიმალურად ეხმარებით მათ. თუ ვინმე გიღალატებთ, სამუდამოდ აძევებთ თქვენი ცხოვრებიდან.
2. ასო O
თუ პირველად O დაინახეთ, ესე იგი, პრობლემების გადამჭრელად ხართ მოვლენილი. შეგიძლიათ მათი მარტივად იდენტიფიცირება და ჩანასახშივე პოულობთ საჭირო გადაწყვეტილებებს. ეს თვისება იწვევს პატივისცემასა და აღიარებას, რაც გეამაყებათ.
თქვენ დიდად არ ხართ სიურპრიზების მოყვარული, მათ შორის, არც პოზიტიურის, გირჩევნიათ წინასწარ იცოდეთ რა ხდება. ზუსტად იცით, როგორ მიაღწიოთ მიზანს, რადგან ყოველთვის პატარა ნაბიჯებით იწყებთ მოქმედებას.
ასო R
თუ პირველად R დაინახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხართ ძალიან პერფექციონისტი და ყურადღებიანი. გიყვართ დეტალები, რადგან თვლით, რომ ისინი ქმნიან უნაკლო სურათს. პატარა დეტალების გარეშე ყველაფერი არასრულფასოვანი და უფერული ჩანს. არასდროს არაფერში ხარჯავთ მცირე ძალისხმევას, ყველგან მაქსიმუმს დებთ, ეს კი ნიშნავს, რომ ცოტა გძინავთ. გიყვართ ყველაფრის ორგანიზება.
ასო S
თუ პირველად S დაინახეთ, ესე იგი, მშვიდი ადამიანი ხართ, არ გიყვართ კონფლიქტები და გძულთ კამათი. როცა ასეთი სიტუაცია დგება, გირჩევნიათ წყნარად გაეცალოთ იქაურობას. ზოგჯერ ჰგონიათ, რომ სუსტი ხართ, მაგრამ სინამდვილეში თქვენი ძალა სიმშვიდესა და ფოკუსირებაშია.
ხართ ინტელექტუალი და მარტივად იმსახურებთ ადამიანების პატივისცემას, რადგან არავის აძლევთ უფლებას დაარღვიოს თქვენი შინაგანი სიმშვიდე. გიყვართ ემოციების დამალვა და თავად გირჩევნიათ საკუთარი პრობლემების ანალიზი, ნაცვლად გაზიარებისა.
ასო T
თუ პირველად T დაინახეთ, თქვენ ბუნებით ლიდერი ხართ. გიყვართ დისციპლინა და კონტროლი. გაქვთ პოზიტიური დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ და მეგობრებისთვის ინტელექტუალი ადამიანი ხართ.
გიყვართ სხვების შთაგონება ახალი პროექტებით, ცდილობთ ყველაფერი კარგად დააორგანიზოთ და გააკონტროლოთ, წინაღობების გაჩენისას კი ხშირად იმედი გიცრუვდებათ.
ასო E
თუ პირველი ასო E დაინახეთ, ესე იგი, ხართ ძალიან კრეატიული და არტისტული. გაქვთ უზარმაზარი წარმოსახვა და ხანდახან გიჭირთ ყველაფრის თავმოყრა. მოგწონთ, როცა ბოლომდე განიცდით რაღაცას და ემოციებით ივსებით. ბედნიერებას სრულად უშვებთ თქვენს ცხოვრებაში.
იცით, როგორ გამოხატოთ საკუთარი თავი და ეს ერთ-ერთი წამყვანი ნიუანსია თქვენი ხელოვნების. გაქვთ ნიჭი, სხვებს გადასცეთ საკუთარი ემოციები, ეს კი ზოგჯერ ნეგატიურადაც აღიქმება. თუმცა ნაცნობი ადამიანები გაფასებენ და თვლიან, რომ გულწრფელი და კომფორტული პიროვნება ხართ.
თქვენ რომელი ასო დაინახეთ პირველ შეხედვაზე? დაემთხვა პასუხები თქვენს თვისებებს? გაგვიზიარეთ ტესტის შედეგები კომენტარებში!