წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ახალშეძენილი ბინა, რომელსაც რემონტი სჭირდება. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, თუ რომელი ოთახიდან დაიწყებთ სამუშაოს. ოთახი, რომელსაც პირველ რიგში შეარჩევთ, მოგითხრობთ თქვენს როლზე ოჯახში.
მისაღები ოთახი
ეს არის მთავარი ოთახი, სადაც მთელი ოჯახი და სამეგობრო იკრიბება, თქვენ კი ამ შეხვედრების ორგანიზატორი ხართ. ნაღველი და მოწყენილობა იშვიათად ჩნდება თქვენს სახეზე. რაც არ უნდა ცუდად იყოთ, გარშემომყოფები ამას ვერ შენიშნავენ, ახლობლები გთვლიან ოპტიმისტ და გულკეთილ ადამიანად.
სამზარეულო
თუ თქვენ პირველ რიგში სამზარეულოს გარემონტება არჩიეთ, ეს ნიშნავს, რომ მთელ ოჯახზე ზრუნვა თქვენს კისერზეა. თქვენი მიზანია მათი გემრიელად და ნოყიერად გამოკვება. თქვენ შესანიშნავი და გულღია დიასახლისი ხართ, არავინ არასდროს წავა თქვენგან მშიერი, ოჯახი ნამდვილად ბედნიერია ასეთი მზრუნველით.
როგორც არ უნდა გიყვარდეთ თქვენი ოჯახი, არ დაივიწყოთ საკუთარი თავი და გახსოვდეთ თქვენი ინტერესები.
აბაზანა
სწორედ აბაზანით უნდა დაიწყოთ რემონტი. პრიალა ფილები და სარკე, თაროებზე კი აუცილებელი კოსმეტიკაა განლაგებული. თქვენ ყოველთვის ანებივრებთ საკუთარ თავს. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გარშემომყოფები აღფრთოვანებულები იყვნენ თქვენი გარეგნობით, ამიტომ საკუთარ თავს ცოტა დროს არ უთმობთ. თქვენ დაკვირვებით არჩევთ მეგობრებს, რადგან დიდი მოთხოვნები გაქვთ მათ მიმართ. ამ საკითხს თქვენი ოჯახი ზოგჯერ განიცდის.
საძინებელი
საძინებელი ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია ყველასგან განმარტოება, თუნდაც ცოტა ხნით. ამ დროს საკუთარ პრობლემებზე ფიქრობთ, შეგიძლიათ შემოქმედებითად დაკავდეთ, მთავარია ამ დროს არავინ შეგაწუხოთ. ოჯახის წევრები იღებენ თქვენ ამ სურვილს, რადგან განმარტოება თქვენთვის დასვენების ფორმაა. თქვენ გიყვართ სპორტის აქტიური სახეობები, სამუშაოც საკმაოდ გღლით, ასე რომ, განტვირთვა და დასვენება თქვენთვის აუცილებელია.
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!