519
ჩვენ ვიპოვეთ საინტერესო ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც მხოლოდ ერთი კითხვისგან შედგება. შესაძლოა ამ ტესტის გაკეთების შემდეგ საკუთარ თავზე რაღაც ახალი გაიგოთ.
მაშ ასე, ტესტის გასაკეთებლად თქვენ დაგჭირდებათ, რომ ერთდროულად 5 მოქმედება შეასრულოთ:
- დააწყნაროთ მტირალი ბავშვი.
- ჩამოხსნათ აივნიდან მშრალი თეთრეული (ვინაიდან წვიმა იწყება).
- სამზარეულოში დაკეტოთ ონკანი (წყალი ცოტა ხანში ნიჟარის ნაპირებიდან დაიწყებს გადმოსვლას).
- გააღოთ სახლის კარი, რომელზეც ვიღაც აკაკუნებს.
- აიღოთ ტელეფონი, რომელზეც ვიღაც რეკავს.
რა თანმიმდევრობით გააკეთებდით ამ ყველაფერს?
პასუხები:
- თუ პირველად ბავშვს დაამშვიდებთ, ესე იგი, თქვენთვის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი არის ოჯახი.
- თუ ჯერ თეთრეულის ჩამოსახსნელად გაიქცეოდით – ესე იგი, ძალიან აფასებთ ინტიმურ ურთიერთობებს.
- პირველად ონკანის გამორთვა გულისხმობს ფულისადმი დამოკიდებულებას.
- კარის გაღება კი მეტყველებს მეგობრებთან ურთიერთობაზე.
- ტელეფონის ზარზე პასუხი კი – კარიერასა და სამსახურს გულისხმობს.
თქვენი შედეგები როგორი იყო? რომელ მოქმედებად გააკეთებდით პირველად? გაგვიზიარეთ კომენტარებში!