ისურვებდით პარანორმალური მოვლენებით სავსე სახლში შესვლას? ალბათ არა. ან იქნებ იმ ტიპის ადამიანი ხართ, ვინც ამას გააკეთებდა. ნუთუ ისეთი მამაცი ხართ, რომ ჰელოუინის პერიოდშიც არ შეგეშინდებათ იქ შესვლის?
ჰელოუინი ძალიან სახალისო დღეა მათთვის, ვისაც სისხლიანი მოვლენები მოსწონს. თქვენ გიყვართ ეს დღე? ძალიან კარგი! მაშინ ასეთ ტესტს შემოგთავაზებთ: დააკვირდით ილუსტრაციაზე განლაგებულ სახლებს და აირჩიეთ რომელიმე მათგანი. აბა, გამოტყდით, რომელს ესტუმრებოდით თქვენი შიშების მიუხედავად?
აირჩიეთ? მაშ ასე, ჩვენ ახლა გაგიმხელთ თქვენს მთავარ შიშებს, რაც ჯერ თავადაც არ იცით!
პასუხები:
სახლი 1
თუ ერთი შეხედვით მშვიდი სახლი აირჩიეთ, ალბათ სავსე მთვარის გეშინიათ. მაქცია ხომ არ ხართ? ვინაიდან მხოლოდ ამ საბრალო არსებებს ეშინიათ სავსე მთვარის. გახსოვთ, პროფესორი რემუს ლუპინი, რომელიც გვხვდება სერიაში – ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე? მას ეშინოდა დიდი და ყვითელი წრის.
სახლი 2
ლამაზი სახლი აგირჩევიათ. ალბათ ღამურების გეშინიათ. ფიქრობთ, რომ მათ თქვენი სისხლი სწყურიათ? ნუ ღელავთ, ისინი ამას არ იზამენ, თან არც ვამპირები არიან. ნუ დაუჯერებთ დრაკულას, ამ პატარა არსებებს თქვენთვის არაფრის დაშავება არ სურთ.
სახლი 3
თუ ეს სახლი აირჩიეთ, ესე იგი, ჯეკ ლანტერნის დიდად არ გეშინიათ. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ მხოლოდ გოგრაა. მაგრამ ღამე რომ დაინახოთ თქვენს ფანჯარასთან? იქნებ ეს სახლი ფილმს გაგონებთ, სახელად სახლი პარანორმალური მოვლენებით? ეს საშიში ფილმია, მაგრამ თან სასაცილო. მაგრამ მგონი თქვენ დიდად არ მოგწონთ ჰელოვინის დეკორაციები.
სახლი 4
ფანჯარაში ვიღაც დგას? თუ ეს სახლი აირჩიეთ, მგონი ყველაზე მეტად ცარიელი სახლების გეშინიათ. არ გეშინიათ იმის, ვინც შიგნით დაგხვდებათ? მაგრამ ალბათ იმედოვნებთ, რომ დამეგობრდებით.
სახლი 5
თუ ეს სახლი აირჩიეთ, შესაძლოა ფიქრობთ, რომ წელს ჰელოუინი სახალისო არ იქნება. არ ელოდებით შემზარავ მოვლენებს? იქნებ პანდემიამ დაგთრგუნათ? როცა 31 ოქტომბერს სავსე მთვარე ამოვა, თქვენ შესაძლოა მოწყენილი იჯდეთ. მაგრამ თავადაც ხომ შეგიძლიათ ეს დღე შემზარავად აქციოთ?!
თქვენ რომელმა სახლმა შეგაშინათ ყველაზე მეტად?