მთავარი ტესტები ტესტი: გაქვთ თუ არა ძლიერი ნერვები?

ტესტი: გაქვთ თუ არა ძლიერი ნერვები?

by Keti

თუ ადამიანი ხდება უფრო გაღიზიანებული და ფეთქებადი, ეს ნეგატიურად მოქმედებს მის ნერვულ სისტემაზე და შემდეგ მთელ ჯანმრთელობაზე.

რამდენად შეგიძლიათ იყოთ თავშეკავებული და აკონტროლოთ კონფლიქტური სიტუაციები? ამას ეს ტესტი გიჩვენებთ.

უპასუხეთ შეგითხვებზე ,,კი” ან ,,არა”. ყოველ ,,კი”-ზე დასვით 1 ქულა, ,,არაზე” – 0.

კითხვები:

  1. ადვილას გამოდიხართ წყობიდან?
  2. გიჭირთ მოდუნება?
  3. ხშირად გაწუხებთ უძილობა?
  4. იყენებთ საძილე საშუალებებს?
  5. გაქვთ ისეთი დაავადება, რომელიც სტრესით მწვავდება?
  6. გაქვთ პანიკის შეტევები?
  7. განიცდით თუ არა იმას, რას ფიქრობენ თქვენზე გარშემომყოფები?
  8. ნერვიულობთ ფულის შესახებ?
  9. ხშირად მორცხვობთ ხოლმე?
  10. თვლით თავს შებოჭილად?
  11. ხშირად შეხტებით ხოლმე, როცა ტელეფონი რეკავს?
  12. ნერვიულობთ თქვენს ჯანმრთელობაზე?
  13. თვლით, რომ ბევრი ვალდებულება გაქვთ?
  14. ნერვიულობთ წვრილმანებზე?
  15. გაღიზიანებთ საცობები?
  16. გეშინიათ სიბნელის?
  17. როცა ნერვიულობთ, ხმა გიკანკალებთ?
  18. გამოგიყენებიათ დამამშვიდებელი საშუალებები?
  19. გქონიათ ყველაფრის მიტოვების სურვილი?
  20. გახასიათებთ მოუსვენრობა?
  21. ხშირად ნერვიულობთ?
  22. ადვილად წითლდებით?
  23. როცა რამე არ გამოგდით, ძლიერად განიცდით ამას?
  24. ღელავთ სტუმრად, მეგობრებთან ან წვეულებაზე წასვლის წინ?
  25. ბრაზდებით, როცა დაგცინიან?
  26. გაღიზიანებთ ხმაური?
  27. მოგწონთ ახალი ადამიანების გაცნობა?
  28. გაღიზიანებთ სხვადასხვა მოთხოვნები?
  29. ძილის წინ რამდენჯერმე ამოწმებთ დაკეტილია თუ არა შემოსასვლელი კარი?
  30. ბევრ დროს კარგავთ რაიმე წვეულების ან დღესასწაულის მომზადებაზე?

დათვალეთ ქულები და წაიკითხეთ შედეგები

20-30 ქულა. თქვენ გაუწონასწორებელი და ადვილად აგზნებადი ადამიანი ხართ. ვაკეთებთ დასკვნებს და ვცდილობთ თავის ხელში აყვანას.

10-20 ქულა. თქვენ მსუბუქად გაუწონასწორებელი ხართ, თუმცა ხშირად აჩერებთ საკუთარ თავს, როცა გრძნობთ, რომ ბრაზი გიპყრობთ.

5-10 ქულა. საერთოდ არ გახასიათებთ გაღიზიანებადობა, შეგიძლიათ საკუთარი გრძნობების კონტროლი.

5 ქულაზე ნაკლები. თქვენი სიმშვიდის მხოლოდ უნდა გვშურდეს!

გაუზიარეთ ტესტი თქვენს მეგობრებსაც!