საკმარისად გძინავთ დღის განმავლობაში? ჩაძინება ხომ არ გიჭირთ? ან იქნებ გაღვიძებისთანავე ენერგიულად ხართ? მარტო არ იგრძნოთ თავი. ყველა ჩვენგანს იგივე პრობლემები აქვს, როცა საქმე ძილს ეხება.
ექსპერტების თანახმად, ეს ჩვენი შინაგანი ბიოლოგიური საათის ბრალია. თითოეულ ჩვენგანს ძილის განსხვავებული ქრონოტიპი აქვს, ამის ცოდნა კი დაგვეხმარება უფრო პროდუქტიული დღე გვქონდეს.
ძილის ქოუჩის – ევა კოჰენის თქმით, ,,ქრონოტიპის ცოდნა გვეხმარება შინაგანი ბიოლოგიური საათის დადგენაში, რის მიხედვითაც ვსაზღვრავთ, დღის რომელ ნაწილში ვართ ყველაზე აქტიურები.”
ამერიკელი ძილის ექსპერტი მიშელ ბრუსი თავის ბლოგში ამბობს, რომ ,,ჩვენი ბიოლოგიური საათი განპირობებულია დღის სინათლით და უფრო კონკრეტულად მელატონინის წარმოებით, მაგრამ ყველა ვერ იძინებს მზის ჩასვლიდან მალევე. სწორედ ქრონოტიპები ხსნის ამ განსხვავებებს.
ექიმი ბრუსის თქმით, არსებობს ძილის 4 ქრონოტიპი ცხოველების დღის რეჟიმის მიხედვით. გაეცანით მათ.
1. დათვი
ადამიანთა 50% იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომლებიც მზის ჩასვლა-ამოსვლის მიხედვით ადგენენ ძილის რეჟიმს. მათ როგორც წესი არ უჭირთ ჩაძინება და გაღვიძება. ისინი დილის სინათლეზე აქტიურები არიან და შუადღის შემდეგ ცოტათი ითენთებიან.
რჩევა: არ მიიღოთ კოფეინი ლანჩის შემდეგ, რადგან ეს ხელს შეგიშლით ჩაძინებაში. ავარჯიშეთ სხეული დილაობით და გააუმჯობეთ ძილის ხარისხი.
2. ლომი
ეს ადამიანები ადრე დგებიან, ეს ქრონოტიპი მხოლოდ 15-20%ს ახასიათებს. ისინი დილით ენერგიულები არიან და საღამოს იღლებიან. ადრე იღვიძებენ და ასევე ადრე ურჩევნიათ დაძინება.
რჩევა: წაუძინეთ 20 წუთით შუადღის 3 საათამდე, რათა დარჩენილი დღეც პროდუქტიულად გაატაროთ.
3. დელფინი
დელფინის ქრონოტიპის მქონე ადამიანებს უჭირთ ძილის რეჟიმის დაცვა. მათ ადვილად ეღვიძებათ და აქვთ ფხიზელი ძილი. ჩაძინება და გამოფხიზლება მათთვის რთულია. ყველაზე პროდუქტიულები დილის 10დან დღის 2მდე არიან. ამ კატეგორიას ადამიანთა 10% ეკუთვნის.
რჩევა: არ გამოიყენოთ ტექნიკა ძილის წინ, რათა სხეული უფრო ადვილად მოდუნდეს და ჩასაძინებლად განეწყოს. ჩამოაფარეთ ფარდები, რათა სინათლემ არ შეგაწუხოთ, იხმარეთ თვალის ნიღაბი და ყურის საცობები. არ მიიღოთ ძილამდე კოფეინი და ალკოჰოლი.
4. მგელი
ეს ადამიანები ღამის ქრონოტიპით არიან დაჯილდოებული. გვიან იძინებენ და გვიან იღვიძებენ. შესაბამისად დღე ნაკლებად ენერგიულები არიან და ღამით უფრო მეტად აქტიურდებიან. ადამიანთა 15-20% საღამოს 6ის შემდეგ ენერგიაზე მოდის.
რჩევა: მიიღეთ კოფეინის შემცველი სასმელი დილით, მაგრამ მოერიდეთ საღამოობით. ბუნებრივი სინათლეც აღვიძებს სხეულს. გაანათეთ ოთახი და გაღვიძებისას გაივარჯიშეთ.
ძილის რომელ ქრონოტიპს ეკუთვნით თქვენ? გაგვიზიარეთ კომენტარებში!