მთავარი ასტროლოგია რომელი კრისტალი გჭირდებათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

რომელი კრისტალი გჭირდებათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

by Keti

ზოგ ადამიანს კრისტალების სამკურნალო თვისებების სწამს. მიუხედავად იმისა, გჯერათ თუ არა თქვენ ამის, ვერ უარყოფთ, რომ ისინი ძალიან ლამაზებია და რომელიმე მათგანის ქონას ალბათ ყველა ჩვენგანი ისურვებდა.

ჩვენ დღეს შემოგთავზებთ აღწერებს, თუ რომელი კრისტალი შეეფერება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს.

მერწყული 

თქვენი დამოუკიდებელი ბუნების მიუხედავად, შეგიძლიათ ისევე სწრაფად დააღწიოთ სხვებს თავი, როგორ სწრაფადაც უკავშირდებით. გიყვართ იდეების გაზიარება და ფიქრის გამომწვევი საუბრების წამოწყება ადამიანებთან. გეშინიათ ინტიმურობის, ვინაიდან არ გსურთ პროცესში საკუთარი თავი დაკარგოთ. ვარდისფერი კვარცი (უპირობო სიყვარულის ქვა) თქვენთვის შესანიშნავი იქნებოდა და დაგეხმარებოდათ მეტი სიყვარულის მიღება-გაცემაში.

თევზები

ზოგჯერ გირჩევნიათ რეალობას გაექცეთ. თუ არსებული სიტუაცია არ მოგწონთ, მის შეცვლაში ცუდი არაფერია, თუმცა ზოგჯერ აწმყოში ყოფნის უნარს კარგავთ. შავი ტურმალინი შესაძლოა მიწაზე დაშვებაში დაგეხმაროთ და გაგათავისუფლოთ ნეგატიური ემოციებისგან.

ვერძი

თქვენ ცეცხლოვანი, გამბედავი და თავდაჯერებული ხართ. გიყვართ პირველ ადგილზე ყოფნა, რაც ლიდერობის უნარითაა გამოწვეული. თუმცა ზოგჯერ უკანდახევა და სხვებისთვის სივრცის დათმობაც მნიშვნელოვანია. სოდალიტი – იგივე ლურჯი კრისტალი – თქვენი სენსიტიურობის გასაზრდელად ძალიან სასარგებლო იქნება.

კურო

თქვენ ოჯახის სტაბილიზატორი ხართ, გიყვართ, როცა ყველაფერი რიგზეა. მიილტვით დაცულობის შეგრძნებისკენ, მუდამ მზად ხართ დაიცვათ ახლობელი ადამიანები, თუმცა ზოგჯერ ძალიან ჯიუტი და შეუდრეკელი ხართ. ლაგუნა აქატი შესაძლოა სასარგებლო იყოს თქვენთვის და შეგამზადოთ ცვლილებებისთვის.

ტყუპები

თქვენ მუდმივად მზად ხართ რაღაც ახალი წამოიწყოთ, ამის გამო ზოგჯერ გიჭირთ არსებულზე კონცენტრაცია. გამჭვირვალე კვარცი მენტალურ მკაფიოობას შეგძენთ და დაგეხმარებათ ყურადღების მობილიზებაში. მრავალამოცანიანი რეჟიმი ძალიან საჭირო რამ არის, თუმცა ხანდახან უნდა მოდუნდეთ!

კიბო

თქვენი ცვალებადი ემოციhumility ები ხშირად რთული ასატანია – უმეტესად იმის გამო, რომ მათ თქვენთვის იტოვებთ. ლაპის ლაზური (ყელის ჩაკრას მკურნალი კრისტალი) შესაძლოა დაგეხმაროთ, რომ უკეთ გამოხატოთ თქვენი ემოციები და მარტივად იკონტაქტოთ საყვარელ ადამიანებთან.

ლომი

თქვენ გიყვართ სხვებისგან რაღაცების მიღება და ყურადღების ცენტრში ყოფნა – ბოლოს და ბოლოს, ჯუნგლების მეფე/დედოფალი ხართ. მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ სხვებიც ბრწყინავენ. ყველაფრის შმცველი ქვა ამეთვისტო ხელს უწყობს თავმდაბლობისა და გულწრფელობის გამომუშავებას, თან ისე, რომ თქვენი ძალაუფლება არ შეილახოს.

ქალწული

თქვენი უდიდესი ძალა ასევე ფატალურია – პერფექციონიზმი. დეტალებზე ორიენტირებულობა კარგია, თუმცა საკუთარ თავს ნუ გაანადგურებთ. ამაში წითელი ლაბრადორიტი დაგეხმარებათ, რაც საკუთარ თავში დაურწმუნებლობას ებრძვის.

სასწორი

ბალანსი თქვენთვის წამყვანი თვისებაა – შეგიძლიათ ყველა სიტუაცია სხვადასხვა მხრიდან შეაფასოთ, მიუხედავად სირთულისა, ეს კი ხშირად იწვევს თქვენში გაურკვევლობას. ყვითელი იასპი აძლიერებს სიმტკიცეს გადამწყვეტ მომენტებში!

მორიელი

თქვენ ჩაკეტილი და მისტიკური სული გაქვთ, ხართ სხვა ადამიანებთან მოწყვლადი და სულ გგონიათ, რომ სხვები თქვენს გამოყენებას ეცდებიან. შავი ობსიდიანი სასარგებლო იქნება თქვენს შიშებთან საბრძოლველად.

მშვილდოსანი 

როგორც ზოდიაქოს თავისუფალი სულის ნიშანს, არ გიყვართ წესები და რუტინა. სიამოვნებას მრავალფეროვანი აქტივობებით იღებთ, გიყვართ ახალი მეგობრები, ახალი თავგადასავლები. მაგრამ ეცადეთ ყოველთვის დაასრულოთ ის, რასაც დაიწყებთ. ოქროსფერი კვარცი მოგცემთ მოტივაციას, რომ მიჰყვეთ დასახულ მიზნებს.

თხის რქა

თქვენთვის გეგმის დასახვა მისი შესრულების წინაპირობაცაა. მაგრამ ზოგჯერ გიჭირთ ამ გეგმიდან გადახვევა და სპონტანურად მოქმედება. ნუ შეგეშინდებათ კონტროლის დაკარგვის, სიტუაციის შემოტრიალება ყოველთვის შეიძლება. თქვენ იმსახურებთ სირმის აქატს, ეს დაგეხმარებათ რისკების შეყვარებაში.

თქვენ რომელი კრისტალი შეგხვდათ? მოგვიყევით კომენტარებში! ეს სტატია კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!