მთავარი საკითხავი გვითხარი რა ფერის ტანსაცმელს ანიჭებ უპირატესობას და ჩვენ გეტყვით შენს შინაგან ფიქრებს და პიროვნულობას

გვითხარი რა ფერის ტანსაცმელს ანიჭებ უპირატესობას და ჩვენ გეტყვით შენს შინაგან ფიქრებს და პიროვნულობას

by Keti

შეიხედეთ თქვენს გარდერობში, ალბათ შეამჩნევთ, რომ ერთი კონკრეტული ფერი სხვებს ჭარბობს. ამის მიზეზი მარტივია: თქვენი ფავორიტი ფერი თქვენს შინაგან ფიქრებსა და პიროვნულობას ირეკლავს. რა თქმა უნდა, ამის გარდამავალი საფუძველი არის ასაკი, ხასიათი, სეზონი, ამინდი, ჯანმრთელობა, მოდა – ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ჩვენს არჩევანზე. მაგრამ ყველა ადამიანს აქვს გამორჩეული ფერი, რომელსაც ყველაზე მეტად იხდენს.

ჩვენ დღეს განვიხილავთ ფსიქოლოგის – მაქს ლიუშერის – კვლევას და მიმოვიხილავთ, თუ რას ამბობს კონკრეტული ფერები ჩვენ შესახებ

წითელი

წითელი გამომწვევი ფერია, გავლენას ახდენს ტვინზე, რის შედეგადაც იზრდება სისხლის წნევა და ჩქარდება პულსი. წითელი ფერის სიყვარული იმაზე მეტყველებს, რომ ხართ მიზანდასახული, ხანდახან აგრესიული ადამიანიც კი. არ გეშინიათ წინსვლის და წინაღობების, მზად ხართ ყველაზე უცნაური სიახლეებისთვისაც კი. ძალიან რთულია თქვენთვის ხელის შეშლა, რადგან ხართ ცეცხლოვანი, ჯიუტი, მაღალი ტემპერამენტის მქონე და ემოციური.

ლურჯი

თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც იშვიათად იღიმის. წლები გჭირდებათ, რომ ადამიანს ენდოთ. ამავე დროს, ხართ ძალიან მშვიდი, რომელსაც სხვები ადვილად ენდობიან. ლურჯი ფერი სხვა ადამიანებში იწვევს სისხლის წნევის, გულისცემისა და სუნთქვის შენელებას, ამიტომ თქვენ გარშემო ჰარმონიული აურაა. ხართ თავდაჯერებული და მშვენივრად გამოგდით სხვებთან თანამშრომლობა.

თეთრი

თეთრი არის იმ ადამიანის ფერი, რომელიც აბსოლუტურ თავისუფლებას ასხივებს, სჯერა, რომ არ არსებობს ბარიერები, რომელიც მიზნის მიღწევაში ხელს შეუშლის და სამყარო სავსეა შესაძლებლობებით. თეთრი გამოხატავს ოპტიმიზმს და ბევრი ადამიანისთვის ძალიან მიმზიდველი ფერია.

იისფერი

იისფერი წითლისა და ლურჯის ნაზავია. ანუ იმ ადამიანის ფერი, რომელიც თან მძვინვარეა და თან მშვიდი, ემოციური და ზომიერი. ის განასახიერებს ადამიანის განსხვავებულობას, არაპროგნოზირებას პერსონალობას. თუ გიყვართ იისფერი, დიდი შანსია, რომ სულ ეძებდეთ სხვებთან საინტერესო და კომპლექსურ ინტერაქციებს.

ვარდისფერი

ვარდისფერი ნაზი და სათუთი ფერია. ის ქმნის სიკეთის, მყუფროების, სენტიმენტალობის განცდას. ვარდისფერი თეთრისა და წითლის ნაზავია – ანუ ადამიანის, რომელიც განასახიერებს თავისუფლებას და სიმშვიდეს, ასევე ცეცხლოვანებას და სიძლიერეს. ვარდისფერის მოყვარე ადამიანი ვერ ითმენს ბოროტებას ან ძალადობას. მათთვის სიკეთე და კომფორტი უპირატესია.

მწვანე

მწვანე ფერის მოყვარე ადამიანი თავისი შარმის დამსახურებით ქმნის მისტიკურობის აურას. ბევრი ადამიანისთვის თქვენ გამოცანა ხართ. მწვანე ფერის სიყვარული ხშირად არის უპირატესობის, უფლებამოსილებისა და სიძლიერის კრიტერიუმი. თქვენ გსურთ, რომ სხვებს მოსწონდეთ, ეძებთ აღიარებას და ცდილობთ არ მოექცეთ სხვების გავლენის ქვეშ. მუდამ ცდილობთ თვითდამკვიდრებას.

ყვითელი

თქვენ ხართ მშვიდი, სიცოცხლის მოყვარული ადამიანი და გაქვთ იუმორის შესანიშნავი გრძნობა. ყვითელი რელაქსაციის ფერია, გამოხატავს თავისუფლებისა და შეუბოჭავი ბედნიერების წყურვილს. ყვითელი ფერის მოყვარე ადამიანი იმ ურთიერთობებს ეძებს, რომელშიც მიიღებს სასურველ სიმშვიდეს და შინაგანი სისავსის განცდას. ვისაც ყვითელი ფერი არ უყვარს, იმ ადამიანთა დიდი ნაწილი, განიცდის შინაგან სიცარიელეს, თავს გრძნობს იზოლირებულად და ხშირად ძალიან ღიზიანდება.

ცისფერი

ცისფერი გამოხატავს უზრუნველობას და მხიარულებას. ის ადამიანები, ვისი რჩეული ფერიც ცისფერია, არ აწესებენ სერიოზულ მოთხვნებს სხვებისთვის და არც იმავეს ელოდებიან. თქვენ არ ხართ ის ადამიანი, ვინც სხვებს აბრაზებს ან აღიზიანებს, თქვენ ყველა ტიპის ადამიანთან შეგიძლიათ ნორმალური ურთიერთობის ქონა.

ყავისფერი

ყავისფერის სიყვარული გამოხატავს იმას, რომ ადამიანი რაციონალური და კეთილგონიერია. ცდილობთ არ იჩქაროთ და ისე მიიღოთ გადაწყვეტილებები. მოგწონთ ფიზიკური ვარჯიში და სიწყნარე. აფასებთ მათ, ვინც ეძებს სტაბილურობას და ვინც შრომისმოყვარეა. ყავისფერი ხშირად გამოხატავს ნამდვილი ინდივიდუალურობის ძიების პროცესს.

ნაცრისფერი

ნაცრისფერს ხშირად ისინი ირჩევენ, ვისაც ეშინია ყურადღების ცენტრში ყოფნის ან ვინც ცდილობს ისეე მიაღწიოს მიზნებს, რომ შეუმჩნეველი დარჩეს სხვებისთვის. ნაცრისფერი ყველაზე ნეიტრალური ფერია, არც კაშკაშა, არც მუქი და არც ნათელი. ის შესანიშნავი ფონია სხვა ფერებისთვის – და სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური მანიპულაციებისთვის.

შავი

შავი არის შეჯიბრობითობის, გადაწყვეტილების მიღების უნარისა და მოწიფულობის ფერი. ის გამოხატავს ,,არარაობის” იდეას. ასევე არის ფუფუნებისა და ელეგანტურობის ფერი. შავ ფერში ყველა ადამიანი საოცრად გამოიყურება. მაგრამ ხშირად მისი ჭარბი რაოდენობა იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს ბევრი საიდუმლო აქვს, რისი გაზიარებაც სხვებისთვის არ სურს – არც ახლო ადამიანებისთვის. ხშირად ეს პროტესტის ფერიც არის.

თქვენი საყვარელი ფერი რომელია? გთხოვთ გაგვიზიარეთ კომენტარებში!