ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვაგვარად ცდილობენ გაუმკლავდნენ პრობლემას. განსხვავდება მათი ბრძოლის მეთოდები. თუმცა შეგვიძლია სამ ჯგუფად დავყოთ ნიშნები და მაგის მიხედვით ვნახოთ, თუ როგორ ცდილობენ პრობლემიდან თავის დაღწევას.
პირველი ჯგუფის წარმომადგენლები გამუდმებით წუწუნებენ მათ პრობლემაზე, თუმცა არ იწყებენ მის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ზოდიაქოს შემდეგი ნიშნები: ქალწული, სასწორი, მშვილდოსანი, თევზები.
მეორე ჯგუფის წარმომადგენლები პრობლემის იდენტიფიკაციისთანავე იწყებენ მასთან ბრძოლას და არ ნებდებიან, სანამ ბოლომდე არ აღმოფხვრიან. ამ ჯგუფს განეკუთვნება კურო, ტყუპები, ლომი, მერწყული და კირჩხიბი.
მესამე ჯგუფში ერთიანდება მორიელი, ვერძი, თხის რქა. ზოდიქოს ეს ნიშნები საერთოდ არ ღელავენ პრობლემებზე. ცხოვრებას ადვილად უყურებენ. გასაოცარია, რომ პრობლემის მიმართ მათი ასეთი დამოკიდებულება შედეგიანია და, როგორც წესი, ბოლოს პრობლემა გვარდება. ზოდიაქოს ამ ნიშნებს კოსმოსური ძალები ეხმარება პრობლემის მოგვარებაში.