როგორც ასტროლოგები ირწმუნებიან, ვეფხვის წელი ზოდიაქოს ამ 3 ნიშნისთვის განსაკუთრებული იქნება, ვინაიდან ისინი გიჟურ სასიყვარულო რომანებში გაებმევიან. ეს კი 2022 წლის გაზაფხულის თვეებშივე მოხდება.
ვერძი
ვერძი მიხვდება, რომ ის ადამიანი მოსწონს, ვისთანაც დიდ დროს ატარებს – მაგალითად, კოლეგა, მეგობარი ან მეზობელი. ვერძს აქამდე ვერც წარმოედგინა, რომ ამ ადამიანს შეყვარებულის ადგილზე განიხილავდა, თუმცა გაზაფხული ახალი აღმოჩენების პერიოდია.
ამ ადამიანს, თავის მხრივ, დიდი ხანია ვერძის მიმართ გრძნობები აქვს – ის უბრალოდ თავის დროს ელოდა. და მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულის ობიექტი ვერძის იდეალებს ვერ აკმაყოფილებს, მისი ქმედებები და დამოკიდებულება თავის სათქმელს მაინც იტყვის.
ასტროლოგები ვერძებს ურჩევენ, რომ არ შეეწინააღმდეგონ ახალ გრძნობებს. ეს ნამდვილი ბედნიერების პოვნის შანსია.
მორიელი
მორიელთან წარსულის ადამიანი გამოჩნდება. შესაძლოა ეს მისი პირველი სიყვარული იყოს, რომელიც ჯერ კიდევ ახსოვს. მორიელს ამ ქვეყნად ყველაფერი დაავიწყდება და თავს კვლავ ახალგაზრდად და ვნებებით სავსედ იგრძნობს.
მორიელი ვერ შეეწინააღმდეგება ახალ გრძნობებს, მაინც არ გამოუვათ ეს. მთავარია მოდუნდნენ და მიჰყვნენ დინებას, ბედი ხომ ამ საჩუქარს დიდხანს უმზადებდათ.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი მარტში შესაძლოა სასიყვარულო თავგადასავალში აღმოჩნდეს, ამ ურთიერთობას კი ოჯახურ ცხოვრებაში გადაზრდის დიდი შანსი ექნება. მშვილდოსანი რომანტიკულია და ყოველთვის ადვილად იწყებს რომანებს, თუმცა შესაძლოა ეს აღმოჩნდეს განსაკუთრებული.
ამ ნიშნის წარმომადგენელი არ ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ნამდვილ სიყვარულს იპოვის. ეს დიდად არც სჭირდება, მას ხომ უამრავი საქმე აქვს, სამსახურშიც ძალიან იღლება და ურთიერთობებისთვის ძალა არ აქვს. თუმცა ერთი შეხვედრა ყველაფერს შეცვლის.
მშვილდოსანმა უბრალოდ უნდა შემოუშვას სიყვარული თავის ცხოვრებაში და შემდეგ მიხვდება, რომ სწორედ ეს აკლდა სრულ ბედნიერებამდე.
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!