მთავარი ტესტები ტესტი პიროვნულობაზე: თქვენი არჩევანი ახალ აღმოჩენებს გაგაკეთებინებთ

ტესტი პიროვნულობაზე: თქვენი არჩევანი ახალ აღმოჩენებს გაგაკეთებინებთ

by Keti

ოდესმე გიფიქრიათ, თუ რატომ უყვართ ადამიანებს ქუიზებისა და პერსონალური ტესტების შესრულება? მეცნიერებს სჯერათ, როცა ჩვენ საკუთარ ცხოვრებაზე ვფიქრობთ, ჩნდება სამი ძირითადი კითხვა: ვინ ვარ მე? სხვები რას ფიქრობენ ჩემზე? და ვინ მინდა, რომ ვიყო? პიროვნების ტესტები გვეხმარება პასუხი გავცეთ ამ ფუნდამენტურ შეკითხვებს, თანაც სახალისო გზით.

ჩვენ გვიყვარს სიახლეები, მით უმეტეს, თუ ეს ჩვენი ხასიათის დეტალების აღმოჩენას ეხება. ამიტომ გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ მოკლე ტესტი პერსონალურობაზე.

მაშ ასე, შეხედეთ ძირითად ფოტოს და მოიფიქრეთ, რომელი ადამიანი იქცევა ყველაზე სულელურად?

ადამიანი #1

თუ პირველი ადამიანი აირჩიეთ, ეს ნიშნავს, რომ ფატალისტი ხართ. გირჩევნიათ დაიჯეროთ, რომ სიტუაციები არ იცვლება და არ სწორდება. გაწყობთ, რომ მიიღოთ კონკრეტული მოვლენები ისე, როგორც არის. არასდროს იწყებთ კამათს და ხართ სულ მშვიდად, რადგან დაძაბულობა ძალიან გაღიზიანებთ. თქვენ გაქვთ დიდი და კეთილი გული და ყველაზე მეტად აფასებთ გულწრფელობას. არ იფიქროთ, რომ ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული, გახსოვდეთ – თქვენს ბედს თავად ქმნით.

ადამიანი #2

თუ არჩევანი მეორე ადამიანზე შეაჩერეთ, თქვენ დიდი ალბათობით ხართ პიროვნება, რომელიც იღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. ამიტომ, როცა შემდგომში რაიმეს გადაწყვეტთ, დაფიქრდით და გააანალიზეთ მთლიანი სიტუაცია. თქვენ ხართ ჯიუტი და არასდროს ნანობთ წარსულში მომხდარს. სრულ პასუხისმგებლობას იღებთ თქვენს გადაწყვეტილებებზე და მხოლოდ საუთარ თავს ენდობით.

ადამიანი #3

თქვენ აირჩიეთ მესამე ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ ნამდვილი მებრძოლი ხართ და ზოგჯერ იმპულსურად მოქმედებთ, თუმცა არასდროს ნებდებით. გაქვთ კარგი უნარი – ბოლომდე იბრძოლოთ, როცა საქმე თქვენი პოზიციისა და ინტერესების დაცვას ეხება. ახალი სტრატეგიებისა და მიდგომების აღმოჩენა თქვენი საქმეა, ამიტომ ხშირად გამოგდით ლიდერობა და საქმეების მართვა.

ადამიანი #4

მეოთხე ადამიანის არჩევა მეტყველებს იმაზე, რომ მეამბოხე სულის პატრონი ხართ. თქვენ არაკონფორმისტული დამოკიდებულებებით გამოირჩევით და მუდამ მზად ხართ საკუთარი ინტერესებიც კი შესწიროთ ვიღაცის ან რაღაცის დაცვას. გწამთ თქვენი პრინციპების და თვლით, რომ ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს იღებთ. გახსოვდეთ – აზრთა სხვადასხვაობა სიტუაციებს უკეთესს და უფრო საინტერესოს ხდის, ამიტომ როცა კამათს დაიწყებთ, მაქსიმალურად გაითვალისწინეთ რაციონალობა და ზრდილობა.

თქვენ თუ გიყვართ ქუიზებისა და ტესტების გაკეთება? დაემთხვა ეს ოთხი აღწერა თქვენს ხასიათს? გაგვიზიარეთ თქვენი ფიქრები და გამოცდილება კომენტარებში და არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის ჩვენება თქვენი მეგობრებისთვის!