მთავარი ასტროლოგია როგორი ქალები მოსწონთ მამაკაცებს – ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორი ქალები მოსწონთ მამაკაცებს – ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

by guramus

არ არსებობს ერთი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც მამაკაცები ქალს აფასებენ. აღნიშნული შესაძლებელია მამაკაცის ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე განვსაზღვროთ.

Genius.Ge გთავაზობთ ინფორმაციას, თუ როგორი ქალები მოსწონთ მამაკაცებს მათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

ვერძ მამაკაცს იზიდავს ათლეტური ქალბატონები. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცს ულტრა მგრძნობიარე და მორცხვი ქალბატონები თავს ვერასდროს მოაწონებენ.

კუროს ძალიან მოსწონს ნაზი, ბუნებრივი ქალბატონები. მას ასევე ძალაინ იზიდავს ტრადიციული ქალბატონები.

ტყუპებისთვის ძალიან დიდ როლს განათლება თამაშობს. ტყუპებისთვის თითქმის წარმოუდგენელია გაუნათლებელ ქალთან ურთიერთობა. გარეგნულად ტყუპ მამაკაცებს გამხდარი ქალები იზიდავს.

კირჩხიბის გემოვნებაში თბილი, მოსიყვარულე ქალები ხვდებიან. კირჩხიბ მამაკაც არ უყვარს გადაპრანჭული ქალები, ურჩევნია მდედორბითი სქესის წარმომადგენელი სადად იყოს გამოწყობილი.

ლომ მამაკაცებს ძლიერი, შემდგარი ქალები იზიდავს. ლომი ქალში ყველაზე მეტად თვითდაჯერებულობას აფასებს. ლომს უყვარს, როდესაც მის სიყვარელ ქალს ლამაზი კაბა აცვია და კარგი მაკიაჟი აქვს.

მსგავსად ტყუპებისა, ქალწულ მამაკაცებს განათლებული ქალები იზიდავს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცების აზრით, ქალის სილამაზე მის გონებასა და სისადავეშია.

სასწორებს შარმიანია, კარგი მანერების მქონე ქალები იზიდავს. მოსწონთ სადა, მაგრამ ლამაზი ნაკვთების მქონე ქალბატონები. აღიზიანებთ უხეში ქალები.

მორიელის ყურადღებას მისტიური და ამოუცნობი ქალები იპყრობენ. თუ ქალს მაგნიტური აურა აქვს, ის აუცილებლად ჩაიგდებს ხელში მორიელ მამაკაცს.

რაც შეეხება მშვილდოსანს, ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცებს მოსწონთ მხიარული, პოზიტიური ქალები. მშვილდოსნისთვის არ არის აუცილებელი მისი ფავორიტი ქალი მოდელივით გამოიყურებოდეს, ის შინაგან სილამაზეს უფრო აქცვეს ყურადღებას.

თხის რქას შემდგარი ქალბატონები მოსწონს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები ანგრევენ სტერეოტიპს “ქალი უნდა იყოს სამზარეულოში”.

მერწყულებს არასტანდარტული ქალები მოსწონთ. თუ ქალი ძალიან ლამაზია, მაგრამ, ამავე დროს, არის მოსაწყენი და უინტერესო, მერწყული მისით არასდროს დაინტერესდება.

თევზებს მოეწონება ქალი, თუ დაინახავს, რომ მათ ერთმანეთი სჭირდებათ. გარეგნობასთან ერთად, თევზები შინაგან სამყაროს აქცევენ ყურადღებას. მხოლოდ სილამაზითა და ლამაზი სამოსით თევზების გულს ვერ მოიგებთ.