მთავარი საკითხავი როდესაც შვილებს ასე დალოცავთ, ნახავთ ოჯახში როგორი სიყვარული და სიმშვიდე შემოვა

როდესაც შვილებს ასე დალოცავთ, ნახავთ ოჯახში როგორი სიყვარული და სიმშვიდე შემოვა

by guramus

დღესდღეობით ყველა ისე ვართ მატერიალურ სამყაროში ჩაფლული და ყოველდღიური მიწიერი სურვილების თუ საჭიროებების დაკმაყოფილების მდგომარეობაში, რომ ხშირად გვავიწყდება სულიერი სამყარო.

მშობლები მუდმივად ვცდილობთ ჩვენს შვილებს არაფერი მოვაკლოთ, ვუყიდოთ ახალი ტანსაცმელი, საკვები, ვატაროთ სხვადასხვა წრეებზე. თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ მხოლოდ მატერიალური საზრუნავი არაა საკმარისი. საჭიროა ვილოცოთ მათთვის. სულიერი სამყარო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური.

მშობელსა და შვილს შორის განსაკუთრებული სულიერი კავშირი არსებობს. შესაბამისად, მშობლის მიერ წარმოთქმულ ლოცვას შეუძლია შვილს ბევრი განსაცდელი აარიდოს. აუცილებელია, რომ ყველა მშობელმა დილაობით წარმოთქვას უძლიერესი ლოცვები.

ეს ორი ლოცვა განსაკუთრებით ძლიერია და თუ ნამდვილად გულით ილოცებთ, თქვენი შვილები დაცულები იქნებიან ღმერთისგან.

ლოცვა შვილთათვის ღირსისა ამბროსი ოპტინელისა

უფალო, შენ მხოლომან ყოველივე უწყი, ყოველივე ძალ გიძს და გნებავს ყოველთა ცხოურება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა. განაბრძუნე შვილნი ჩუენნი (სახელები) შემეცნებითა ჭეშმარიტებისა შენისა და წმიდისა ნებისა შენისა და განამტკიცენ იგინი სლვად მცნებათა შინა შენთა და მეცა ცოდვილი შემიწყალე.

ლოცვა შვილთა მფარველი ანგელოსისადმი

წმიდაო მფარველო ანგელოზო შვილთა ჩემთაო (სახელები) დაიფარენ ისინი საფარველითა შენითა ისართაგან ეშმაკისათა, თუალისაგან მაცდუნებელისა და დაიცევ გულთა შინა მათთა ანგელოსებრივი სიწმიდე. ამინ.

მეტი სასარგებლო რჩევებისთვის გთხოვთ გაწევრიანდეთ ჩვენს ოფიციალურ ტელეგრამ ჯგუფში  გაწევრიანება