ბევრ სკოლის მოსწავლეს არ უყვარს მათემატიკა, რადგან ამ საგანს ბევრი მკაცრი და რთული წესი აქვს. მაგრამ დღეს ჩვენ მიერ შემოთავაზებული ტესტი ყველა მათემატიკურ კანონს დაარღვევს. მთავარია რთულად არ შეხედოთ! აბა, როგორ ფიქრობთ, შეძლებთ მის ამოხსნას?
ეცადეთ იპოვოთ კავშირი ამ მაგალითებს შორის:
გინდათ მინიშნება?
ეცადეთ არ ფოკუსირდეთ ,,პასუხებში” მოცემულ დიდ რიცხვებზე. მაგალითი უფრო გამარტივდება, თუ ამ დიდ რიცხვებს აღიქვამთ, როგორც პატარა ციფრებისა თუ რიცხვებისგან შემდგარ ერთობას.
პასუხი:
ტესტი რეალურად ძალიან მარტივია: ტოლობის შემდეგ თითოეული რიცხვი წარმოადგენს შესაკრებებში არსებული ციფრების ნამრავლს, ჯამს და სხვაობას.
მაგალითად, 8 + 2 = 16106
8 x 2 = 16
8 + 2 = 10
8 – 2 = 6
იგივე პრინციპი ვრცელდება სხვა მაგალითებზეც. ახლა უკვე იცით პასუხები, იმედია ამოხსნის პროცესი რთული არ იყო. გაუზიარეთ ეს სახალისო ტესტი თქვენს მეგობრებსაც!