ბევრი თვლის, რომ მათემატიკა რთული და მოსაწყენი მეცნიერებაა, სადაც უამრავი ფორმულა და თეორემა გვხვდება. სინამდვილეში კი იგი გასართობი საშუალებაც არის და ბევრ ჰუმანიტარსაც შეუძლია სახალისო ამოცანებით თავის გართობა.
დღეს გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო დავალებას, თუ გაინტერესებთ თქვენი ცოდნის შემოწმება მათემატიკაში, შეგიძლიათ შეუდგეთ საქმეს.
გასართობი მათემატიკა
1. უამრავ ადამიანს ეშლება არითმეტიკული ოპერაციების თანმიმდევრობა. თქვენ როგორ ამოხსნიდით შემდეგ მაგალითს სწორი პასუხის მისაღებად?
2. მეორე დავალებად გთავაზობთ ე. წ. მუსიკალურ ამოცანას. აქ მათემატიკის გარდა დაგჭირდებათ გამჭრიახობა და ყურადღება, რათა სწორი პასუხი მიიღოთ.
3. მესამე დავალება ერთი შეხედვით რთული ჩანს, თუმცა თუ პირველი ორი ამოხსენით, მაშინ არც ეს გაგიძნელდებათ. სცადეთ გამოიცნოთ რა მნიშვნელობები იფარება სხვადასხვა ფიგურის ქვეშ
დავალებების შესრულება
1. პირველ რიგში შეასრულეთ გაყოფა და გამრავლება, ხოლო შემდეგ მიმატება და გამოკლება. მაშინ ამოხსნა მიიღებს ასეთ სახეს:
7 + 1 + 49 – 7 = 1 + 49 = 50
2. აქ მარტივად გამოვთვლით, რომ საყვირის უკან იმალება ციფრი 8 (24/3=8). წყვილი საყვირი კი იქნება 16. თუ გიტარას აღვნიშნავთ X-ით, მეორე ხაზი მიიღებს ასეთ სახეს: 2x * 2x + 16 = 80, საიდანაც 4x² = 80 – 16 = 64, აქედან კი x² = 64 / 4 = 16. ხოლო გიტარის უკან იმალება კვადრატული ფესვი 16-დან, ეს კი არის 4.
მაშინ მუსიკალური სიმბოლო ტოლი იქნება: 26 – 4 * 4 = 10. ამიტომ ბოლო მაგალითი ასე გამოიყურება: 2 * 4 + 8 * 2 * 10 = 8 + 160 = 168
3. წრის უკან იმალება 10 / 2 = 5. თუ კვადრატს აღვნიშნავთ X-ით, მაშინ მივიღებთ ასეთ განტოლებას: 5x + x = 12. ამიტომ 6x = 12, სადაც x = 12 / 6 = 2. ახლა მივხედოთ ბოლო სტრიქონს: სამკუთხედი აღვნიშნოთ Y-ით.
5 * 2 – 5 * y = 5. აქედან 10 – 5y = 5. ამიტომ 5y = 10 – 5 = 5. ესე იგი, სამკუთხედის უკან გვაქვს ციფრი 1.
აი, ასეთი საინტერესო დავალებები გამოვიდა. როგორ გაუმკლავდით მათ? გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები კომენტარებში!