ლოცვა ამოღებულია წმიდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)
წაიკითხეთ ეს ლოცვა დასაოჯახებელმა ვაჟებმა ბედნიერი ქორწინებისათვის. ასევე წაუკითხეთ მათ ვისაც დახმარება ესაჭიროება ოჯახის შესაქმნელად. უფალი დაგეხმარებათ მტკიცე ოჯახის შექმნაში ა შემდგომ მის შენარჩუნებაში. დიდება უფალს.
“წმიდაო დიდებულო და ყოვლადქებულო მოციქულო ქრისტეო სვიმონ, რომელი ღირსიქმენ მიღებად სახლშა შინა შენსა კანას გალილეასა უფლისა ჩუენია ისუ ქრისტესა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისა, დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და თუალითა შენითა მხილველიქმენ ყოვლადდიდებულისა სასწაულისა ქრისტესა, ქორწილსა შინა შენსა აღსრულებულსა, წყლისა ღვინოდ გადაქცევისა! გვერდით შენ სარწმუნოებითა და სიყვარულითა:
ევედრე ქრისტესა უფალსა, რაითა სულნი ჩუენნი ცოდვილის მოყვარული გადააქციოს ღმრთის მოყუარულად; გადავიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ ლოცვითა შენითა განსაცდწელთაგან საეშმაკოთა და დაცემათაგან ცოდვისათა და გარდამოგვივლინე ჩუენ ზეგარდმო შეწევნაი მოწყენილობათა შინა ჩუენთა და უძლურებათა, რაითა არა შემიბრკუნეს სვლანი ლოდსა ზედა საცდურისასა, არამედ უცვალებელად ვიარებოდეთ მაცხოვნებელსა გზასა მცნებათა ქრისტეთა, ვიდრეღარა მივიწეოდეთ ნეტართა მათ სავანეთა სამოთხისათა, სადაცა შენ განსვენებულ ხარ და სიხარულს ეძლევი მოციქულო მაცხოვრისაო!
ნუ გაურცხვენ ჩუენ, რომელთა სასოებაი მტკიცე დაგვიც შენზედა, არამედ შემწე და მფარველ გუექმენ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა, რაითა ღმრთისმოსაობასა და ღმრთისსათნოებასა შინა განვლოდ საწურთოი ცხოვრებაი ესე, კეთილსა და მშვიდობითსა ქრისტიანულსა აღსასრულსა მივემთხვივნეთ და წრფელსა პასუხისგებასა ღირს ვიქმენთ საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესა;
განრომითა საზვერეთა ჰაერის მცუელთასა და ხუელმწიფებისაგან ბოროტისა სამის სოფლისა თავადისათა, დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათაი და ვადიდებდეთ დიდადშუენიერსა სახელისა მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა უკუნითი-უკუნისამდე. ამინ”