მთავარი საკითხავი ლოცვა მოწევისაგან თავის დასანებებლად

ლოცვა მოწევისაგან თავის დასანებებლად

by guramus

ლოცვა ამოღებულია წმიდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)

წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველდღე. უფალი დაგეხმარებათ თუ გულით მოინდომებთ მავნებლური ჩვევებისგან თავის დაღწევას. დიდება უფალს, ამინ.

ღირსნო მამანო – ნიკოდიმოს, ამბროსი და სილოვანე, რომელთა გაქუს კადნიერებაჲ წინაშე უფლისა, ევედრენით დიდთა ნიჭთა მომცემელსა მეუფესა, რაჲთა მსწრაფლ მომცეს შეწევნაჲ ბრძოლასა მას შინა, რომელი მაქუს მას ვნებისა მიმართ უწმინდურისა.

უფალო! ლოცვითა სათნო-მყოფელთა შენთათა – ნიკოდიმოს, ამბროსი და სილოვანესითა განწმინდე ბაგენი ჩემნი, უბიწო-ყავ გული ჩემი და განაძღე იგი სულნელებითა სულისა შენისა წმინდისათა, რაჲთა შორს ივლტოდეს ჩემგან ბოროტი ვნებაჲ გლარჯის ხუმევისაჲ (თამბაქოს წევისა), მუნ, სადაჲთ მოსრულ არს, წიაღსა მას შინა ჯოჯოხეთისასა.