მთავარი ტესტები თუ ეს უნარები გაქვთ, გილოცავთ, თქვენ ადამიანების უმეტესობაზე ჭკვიანი ხართ

თუ ეს უნარები გაქვთ, გილოცავთ, თქვენ ადამიანების უმეტესობაზე ჭკვიანი ხართ

by Keti

არსებობს რამდენიმე ჩვევა, რაც ხალხს გამოარჩევს. ერთი შეხედვით, ისინი შეიძლება ცუდიც იყოს: ხშირად საღეჭი რეზინის ღეჭვა ან ხმამაღლა წუწუნი. თუმცა, არსებობს რამდენიმე რამ, რაც ამბობს, რომ შენ უფრო ჭკვიანი ხარ, ვიდრე ადამიანთა უმეტესობა. მაშ ასე, რა ნიშნები აქვს მაღალ ინტელექტს?

მაღალი ინტელექტის ნიშნები

ჭკვიანი ადამიანებისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი თვისება მათ დანარჩენებისგან გამოარჩევს. თუ ზოგჯერ საკუთარ თავს ესაუბრებით, ნუ შეგაშინებთ ეს და ნუ იფიქრებთ, რომ ეს ცუდია ან არანორმალური. ეს არის ერთ-ერთი თვისება, რომელიც მაღალი ინტელექტს ახასიათებს. მეცნიერები თვლიან, რომ საკუთარი საუბრის მოსმენა ძალიან სასარგებლოა. ფსიქოთერაპევტები ამბობენ, რომ ეს ჯანსაღი პრაქტიკაა და მოწმობს განვითარებულ ემოციურ ინტელექტზე.

წუწუნი

ბევრს არ მოსწონს ადამიანები, რომლებიც ხშირად ჩივიან და წუწუნებენ. მაგრამ პრეტენზიულობა ემოციური ინტელექტის კიდევ ერთი ნიშანია. ეს ქცევა ნიშნავს, რომ თქვენ ყურადღებიანი ხართ გარემოს მიმართ და იცით რა და როგორ უნდა მოხდეს.

საკუთარი თავის კონტროლის უნარი

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჭკვიან ადამიანებს ხშირად აქვთ მაღალი თვითკონტროლის დონე. ეს ეხება ცხოვრების მრავალ სფეროს. საკუთარი თავის კონტროლი ჯანმრთელი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება. რაც უფრო ადრე გაიგებს ამას ადამიანი, მით უკეთესი.

საღეჭი რეზინის ღეჭვა და ფრჩხილების კვნეტა

ყველამ ვიცით, რომ ეს არ არის საუკეთესო ჩვევები. მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ საღეჭი რეზინი აუმჯობესებს მეხსიერებას და ფრჩხილების კვნეტა ხშირად პერფექციონისტული ჩვევაა. პერფექციონიზმი კი მაღალ ინტელექტთან ასოცირდება.

კომფორტულობის განცდა მარტოობისას

ზოგადად ნორმალურია, რომ მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები მარტო იყვნენ თავიანთ აზრებთან და იდეებთან. მათ არ სჭირდებათ მუდმივი კომუნიკაცია იმისთვის, რომ ბედნიერები იყვნენ. ხშირად ისინი ძალიან გატაცებულები არიან საკუთარ საქმეებით და არ ეშინიათ ხელიდან გამოტოვონ რამე, თუ არ დაესწრებიან სოციალურ ღონისძიებებს. მათ მხოლოდ რამდენიმე ახლო მეგობარი ჰყავთ და დროს მათთან ატარებენ.

მცირე სოციალური წრე

ეს თვისება მჭიდრო კავშირშია წინა თვისებასთან. ითვლება, რომ ჭკვიან ადამიანებს ნაკლები მეგობრები ჰყავთ, რადგან ისინი უფრო დამოუკიდებლები არიან. მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი პრობლემების მოგვარება და გართობა. თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ თუ ბევრი ამხანაგი გყავთ, მაშინ ინტელექტით არ ბრწყინავთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ზოგადი აღწერილობაა.

შეგიმჩნევიათ მსგავსი ნიშნები და თვისებები საკუთარ თავში ან თქვენს მეგობრებში? როგორ ფიქრობთ, ისინი დაკავშირებულია ინტელექტის დონესთან? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში!