მოზრდილებისა და ბავშვების უმეტესობა თანხმდება, რომ ვარჯიში აუცილებელია ჯანმრთელი სხეულის ფლობისთვის. მაგრამ გავარჯიშებები ტვინსაც სჭირდება! მაშ ასე, ჩვენ გეპატიჟებით საინტერესო პრობლემების გადასაჭრელად, ეს კი ტვინის ვარჯიშებს გულისხმობს. დავალებების უმეტესობა აწუხებს ბავშვებსაც და მოზარდებსაც.
ეს ამოცანები მირჩია მეგობარმა, რომელიც მუშაობს სკოლის მასწავლებლად. მისივე თქმით, კლასში ამ უჩვეულო დავალებებს ბავშვები წყვეტენ, ხოლო არდადეგების დროს მათ ამოხსნაზე მასწავლებლები წვალობენ. მე და ჩემი მეგობრები დიდი ხანი სერიოზულად არ ვუყურებდით მათ, მაგრამ ახლა ჩვენ მუდმივად ვწყვეტთ ასეთ პრობლემებს. სცადე შენც!
საინტერესო ლოგიკური ამოცანები
ლოგიკური პრობლემები ხშირად გამოიყენება მსხვილ კომპანიებში ახალი თანამშრომლების დაქირავებისას. ასეთი პრობლემები ბევრად უკეთესად აჩვენებს გამოსავლის პოვნის შესაძლებლობას, რომელიც სამსახურში გვჭირდება.
ამოცანა 1
ამ ამოცანის ამოხსნა არ შეუძლია ადამიანთა 90%-ს. ჰარვარდის კურსდამთავრებული წყვეტს მას 40 წამში, ხოლო მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეიტსი სულ რაღაც 20 წამში. თუ გამოსავალი იპოვნეთ 10 წამში ან ნაკლებში, მაშინ გენიოსი ხართ!
ყურადღებით დააკვირდით სურათს და უპასუხეთ, რომელი ციფრია ზედმეტი? მთავარია არ შეხედოთ პასუხს!
ახსნა: პირველ რიგში, მწვანე კვადრატი იპყრობს თვალს. ეს შეიძლება ყოფილიყო სწორი პასუხი, რომ არა წრის ფორმა. ის ასევე განსხვავდება, უბრალოდ არა ფერის, არამედ ფორმის მიხედვით.
ბოლო ფიგურა ასევე განსხვავდება სხვა ფიგურებისგან მისი ზომით – ის გაცილებით მცირეა. ეს ნიშნავს, რომ ეს შეიძლება იყოს ამ პრობლემის პასუხი.
მაგრამ ყურადღება მიაქციეთ მეორე ფიგურას. წითელი კვადრატი არ არის ხაზით გაფორმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ასევე განსხვავებულია! რა გამოვიდა?
პასუხი: სავარაუდოდ, თქვენ უკვე მიხვდით, რომ სწორი პასუხი არის ფიგურა ნომერი 1, რადგან მხოლოდ მას არ აქვს განსხვავებები.
ამოცანა 2
ბავშვებს სთხოვენ გაუმკლავდნენ ამ ამოცანას, როდესაც ისინი ჰონგ კონგის სკოლის პირველ კლასში შედიან. მათ ეძლევათ 20 წამი, რომ იპოვონ სწორი პასუხი. შეამოწმეთ თქვენი თავი, შეძლებთ ჩინურ სკოლაში შესვლას?
პასუხი: ავტოსადგომის ნომერი არის 87.
განმარტება: შეეცადეთ სურათი ისე მოატრიალოთ, თითქოს მძღოლი ხართ და შეხვიდეთ ავტოსადგომზე, ანუ თავდაყირა. როგორც ხედავთ, ყველა პარკინგის ადგილი დანომრილია: 86, 88, 89, 90, 91.
ამოცანა 3
ჩემმა შვიდი წლის შვილმა ასეთი მარტივი ამოცანა 15 წამში ამოხსნა, მაგრამ ჩემი ქმარი იჯდა და მასზე ერთი საათის განმავლობაში ფიქრობდა. შენ რომელ ბანაკს ეკუთვნი?
პასუხი: ავტობუსი მოძრაობს მარცხნივ.
განმარტება: კარები არ ჩანს სურათზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მეორე მხარეს არის. მძღოლი ყოველთვის ზის გვერდითა მხარეს, კარების მოპირდაპირედ. ასე რომ, მძღოლი არის მარცხენა მხარეს და ავტობუსიც მოძრაობს იმ მიმართულებით.
გახსოვდეთ, რომ ტვინი ნაყოფიერად იმუშავებს, თუ ის მუდმივად იქნება ვარჯიშის ქვეშ. ამაში კი დაგეხმარებათ არა მხოლოდ ლოგიკური ამოცანები, არამედ მაღალი ხარისხის მუსიკა, კარგი ფილმები და წიგნები. ეს ყველაფერი ტვინის აქტივობას კარგ ფორმაში ჩააყენებს.
გაუზიარეთ ეს ტესტები თქვენს მეგობრებსაც!