მთავარი ტესტები ინგლისელი ფსიქოლოგების შედგენილი ტესტი, რომელიც გეტყვით რა იმალება თქვენს არაცნობიერში

ინგლისელი ფსიქოლოგების შედგენილი ტესტი, რომელიც გეტყვით რა იმალება თქვენს არაცნობიერში

by Keti

დაკარგული ასოების ეფექტი არის ერთგვარი ინსტრუმენტი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში. ადამიანს სთხოვენ ჩასვას ასო სიტყვაში, რომელსაც აკლია ხმოვნები ან თანხმოვნები. საინტერესოა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წაიკითხავს ადამიანი სიტყვას.

არის სიტყვები, რომელთა მნიშვნელობა იცვლება სიტყვის შუაში ასოების შეცვლით. მეცნიერები ამბობენ, რომ ბგერის არჩევაზე გავლენას ახდენს ასაკი, წიგნების კითხვის გამოცდილება და სიტყვასთან ასოციაცია. ასე რომ, ფსიქოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შედგენილ სიტყვას შეუძლია ბევრი რამ თქვას ადამიანის არაცნობიერ მდგომარეობაზე.

ასოციაციები სიტყვაზე

ახალი სიტყვების დამახსოვრების ერთ-ერთი ხერხია ასოციაცია. ამ დროს ხდება სიტყვის სურათთან დაკავშირება ან სიტყვის აღქმა წინადადების კონტექსტში. მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანს ახსოვს ის, რამაც რაღაც მომენტში გაახარა, მასზე შთაბეჭდილება მოახდინა ან გააკვირვა. ანუ როცა მას ჰქონდა ემოციური შოკი.

ყოველ ღამე, ძილის დროს, ტვინი აწესრიგებს და ფილტრავს არასაჭირო ინფორმაციას. გრძნობებს და ემოციებს კი შეუძლია მეხსიერების გაღვიძება. არსებობს ორი თეორია გამოტოვებული ასოს ეფექტის ასახსნელად. პირველ რიგში, ტექსტის კითხვისას ვცდილობთ ჩავწვდეთ მის შინაარსს და მნიშვნელობას. წინადადებაში, რომელსაც სიტყვა ან ფრაზა აკლია, ჩვენ ვიყენებთ ასოციაციებს წინადადების დასასრულებლად, რათა გავიგოთ მისი მნიშვნელობა.

დაკარგული ასოს ეფექტი ასევე შეიძლება აიხსნას იმით, რომ რასაც უფრო ხშირად ისმენს, კითხულობს ან წარმოთქვამს ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში, უფრო სავარაუდოა, რომ ეს კონკრეტული სიტყვა გაახსენდება.

დღეს გთავაზობთ მოკლე ფსიქოლოგიურ ტესტს. შეხედეთ სურათს ქვემოთ და შეეცადეთ დაუყოვნებლივ წარმოთქვათ სიტყვა, რომელიც თავში მოგივიდათ. ეს ახსნის თქვენს ემოციურ მდგომარეობას ამ მომენტისთვის.

LOVER
თუ სიტყვა „შეყვარებული“ წაიკითხეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ხშირად გრძნობებით ხელმძღვანელობთ. ეს ყოველთვის არ არის კარგი. ადამიანებს ადვილად ენდობით და მასზე ამყარებთ იმედებს, რომლებიც ყოველთვის არ არის გამართლებული. თქვენთან კონტაქტის დამყარება ადვილია, რადგან საინტერესო მოსაუბრე ხართ. ამავდროულად რომანტიკოსიც. მაგრამ მაინც გირჩევნიათ არავის აჩვენოთ თქვენი გრძნობები, და გულგრილი ცინიკოსის ნიღბით შეიმოსოთ. თქვენთან ვერავინ მოიწყენს, რადგან ადამიანები თქვენ სიახლოვეს ყოველთვის კომფორტულად გრძნობენ თავს.

LOWER
“ქვედა” არის სიტყვა, რომელიც ახსენდება მათ, ვინც ყოველთვის აკონტროლებს ყველაფერს. თქვენ მაშინვე სტრესი გივითარდებათ, როცა რაიმეს ვერ აკონტროლებთ. გაქვთ ლიდერული თვისებები და მარტივად შეგიძლიათ განაცხადოთ პრეტენზია ლიდერის პოზიციებზე. ურთიერთობაში ეჭვიანი ხართ და ზოგჯერ ეს ჩხუბის საფუძველი ხდება. უნდა ისწავლოთ ადამიანების ნდობა და არ ეცადოთ ყველაფრის ერთდროულად გაკონტროლებას. მაშინ იპოვით ჰარმონიას.

LOSER
„ხელმოცარული“ – ასეთ სიტყვას ხედავენ პატიოსანი ადამიანები. თქვენთვის უფრო ადვილია მწარე სიმართლესთან შეგუება, ვიდრე ვარაუდებით ტანჯვა, როცა გატყუებენ. ურთიერთობებში გულწრფელი და სამსახურში მიზანდასახული ხართ. სასიამოვნოა თქვენთან ურთიერთობა – სხვები ადვილად გენდობიან, თქვენი პირდაპირობა იზიდავთ და ამავე დროს განიზიდავთ. რას იზამთ, ყველას არ შეუძლია ადვილად მიიღოს ჭეშმარიტება, რომელსაც თქვენ ჩვეულებრივ ამბად თვლიდით. გულთან ახლოს ნუ მიიღებთ თვალთმაქცი ადამიანების ქცევებს, რომლებიც შენზე ცუდად საუბრობენ. თქვენ სწორ გზაზე დგახართ.

რჩევა
ცნობიერება იცავს ადამიანს უსიამოვნო ემოციების, მოგონებებისა და სიტუაციებისგან. და თავად არაცნობიერში კი არის უამრავი პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც რეალურად გვაწუხებს. თუ რამეზე შფოთავთ, თუ ამ მომენტში თავს ბედნიერად არ გრძნობთ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. რადგან  ჩვენ ყოველთვის არ შეგვიძლია დამოუკიდებლად გავუმკლავდეთ რთულ შინაგან გამოცდილებებს. გახსოვდეთ, რომ ჩვენი მეორე „მე“, ანუ არაცნობიერი, ყოველთვის ახდენს გავლენას ცხოვრების ხარისხზე.

თქვენ რა სიტყვა დაინახეთ პირველი წაკითხვისას? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი შედეგები, ეს ტესტი კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!