მთავარი ტესტები ტესტი, რომლის შესრულებაც მხოლოდ ღრმად ინტელექტუალ ადამიანებს გამოსდით

ტესტი, რომლის შესრულებაც მხოლოდ ღრმად ინტელექტუალ ადამიანებს გამოსდით

by Keti

გონების განვითარებაზე ზრუნვა, კერძოდ, ყურადღებისა და ლოგიკის სავარჯიშოების შესრულება, ძალიან სასარგებლოა. თავსატეხები, ამოცანები, კროსვორდები ან ტესტები ამისთვის ძალიან შესაფერისია. ამ სტატიაში ჩვენ გიწვევთ შეასრულოთ ყურადღების გასავარჯიშებელი სახალისო ტესტი.

ყურადღების ტესტი
მართალი გითხრათ, ჩვენ თვითონაც რთულად მოვახერხეთ ამ თავსატეხების ამოხსნა. სწორედ ამიტომ გვეჩვენა ტესტი საინტერესოდ. ყურადღებით დააკვირდით სურათებს და შეეცადეთ გაარკვიოთ რა არის აქ არასწორი. ეცადეთ არ იჩქაროთ და დაძაბოთ გონება სწორი პასუხის მოსაძებნად.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე სურათი, რომელშიც თავსატეხები იმალება. სტატიის მეორე ნაწილში სწორი პასუხებიც დაგხვდებათ: თუ ტესტში ვერ გაერკვევით, შეგიძლიათ ნახოთ ისინი. თუმცა, ნუ იჩქარებთ დანებებას, იყავით დაკვირვებული და მომთმენი. წარმატებებს გისურვებთ!

1. ვინ არის მატყუარა?
ბიჭი სნოუბორდის შემდეგ მთის ბანაკში დაბრუნდა. მან გადაწყვიტა თავისი ნივთების შემოწმება და უცებ შენიშნა, რომ მის საკვებს მნიშვნელოვანი ნაწილი აკლდა. ბიჭმა მეგობრებს ჰკითხა: ხომ არ უნახავთ მისი ჩანთა, სადაც ის საკვებს ინახავდა? ერთმა გოგონამ უპასუხა, რომ მთელი დღე იქ ტრიალებდა და უჩვეულო არაფერი შეუმჩნევია. მეორე გოგონამ კი თქვა, რომ მთელი დღე ცეცხლთან იჯდა და ერთსა და იმავე წვენს სვამდა. ბიჭმა გაიცინა: ის მიხვდა, რომელი გოგო იტყუებოდა, მაგრამ როგორ?

2. რომელია ორსულად?
ამ სურათზე სამი გოგონაა. შეეცადეთ დაადგინოთ რომელია ორსულად? საჭიროა, ყურადღებით დააკვირდეთ სურათს.

3. რამდენი ასანთია სურათზე?
რა არის უფრო მოსახერხებელი გამოსაყენებლად – ასანთი თუ სანთებელა? ამ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი აქვს. ამ სურათზე ვიღაცამ ასანთის ღერები მიმოფანტა: დათვალეთ მათი ზუსტი რაოდენობა. პასუხი, ისევე როგორც წინა ტესტების შემთხვევაში, იქნება სტატიის ბოლოს იქნება.

4. საიდან მიხვდა პოლიციელი, რომ კაცმა მოატყუა?
მამაკაცმა პირველ იანვარს პოლიცია გამოიძახა და ქურდობის შემთხვევაზე შეატყობინა. მისი თქმით, ვიღაცამ მნიშვნელოვანი ნივთები მოჰპარა, როცა მეზობლებთან ერთად ახალ წელს აღნიშნავდა. მან ასევე თქვა, რომ წვეულება საოცარი იყო, ხოლო საახალწლო განათება ყველაზე კაშკაშა, რაც კი ოდესმე უნახავს. მამაკაცი ეჭვობს თავის მეზობელზე, რომელმაც ეს წვეულება მოაწყო. როცა პოლიციელი მასთან მივიდა, მაშინვე მიხვდა, რომ კაცი ტყუილს ამბობდა. როგორ გამოიცნო მან?

5. დააკავშირეთ წერტილები სურათზე
სკოლის მასალიდან გემახსოვრება გეომეტრიის წესი, რომლის მიხედვითაც „ორი პარალელური წრფე ვერ გადაიკვეთება“, ეს ალბათ სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩვენს მეხსიერებაში. მოდით, ცოტათი გავაუმჯობესოთ სკოლის ცოდნა. ამ სურათზე თქვენ უნდა დააკავშიროთ წრეები მხოლოდ სამი ხაზის გამოყენებით ისე, რომ თითი არ აიღოთ. შეძლებთ ამას?

პასუხები
ქვემოთ ნახავთ ტესტის პასუხებს. ნუ დაგწყდებათ გული, თუ პირველად ვერ მოახერხეთ ამ ერთი შეხედვით მარტივი გამოცანების ამოხსნა.

1. როგორ გამოიცნო ახალგაზრდა ბიჭმა, რომელი გოგო იტყუებოდა? ეს იყო გოგონა, რომელსაც ხელში წვენის ჭიქა ეჭირა. მის ჭიქაში ყინული დიდი ხნის წინ გადნებოდა, მთელი დღე რომ ცეცხლთან მჯდარიყო და წვენი დაელია.

2. სწორი პასუხია: გოგონა შეხსნილი ფეხსაცმლის თასმებით. იმის გამო, რომ ის ორსულადაა, ძნელია მისთვის სპორტულ ფეხსაცმელზე არსებული თასმები შეიკრას.

3. რამდენი ასანთია სურათზე? თუ კარგად დააკვირდებით, მაშინ სურათზე ნახავთ მხოლოდ 8 ასანთის ღერს.

4. საიდან მიხვდა პოლიციელი, რომ კაცმა იტყუებოდა? ეს შესამჩნევია ნაძვის ხეზე გირლანდებში, სადაც აშკარად ორი ნათურა აკლია, ამიტომ ის ვერ გაანათებდა ისე, როგორც მან აღუწერა პოლიციელს.

5. წერტილების სწორად დასაკავშირებლად, თქვენ უნდა დახაზოთ სამკუთხედი, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

რთული იყო ამ გონების სავარჯიშო ტესტების ამოხსნა? დაგვიწერეთ კომენტარებში რომელი თავსატეხები მოგეწონათ ყველაზე მეტად. და ასევე გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!