როგორც პირველი სატელევიზიო ომი, ვიეტნამის კონფლიქტი ბევრმა ადამიანმა ნახა ახალ ამბებსა და ჟურნალ Life-ის გვერდებზე. სწორედ მაშინ გაიაზრეს ომის სისასტიკე და რეალური მძიმე კადრები.
ბრიტანელი ფოტოგრაფი ლარი ბაროუსი პასუხისმგებელი იყო ომის გულწრფელი და რეალისტური კადრების გადაღებაზე. ამისთვის ის ყველაფერს აკეთებდა და ხშირად თავს რეალურ საფრთხეშიც იგდებდა. ბაროუსის სურათებმა, რომლებიც ჟურნალ Life-ში გამოქვეყნდა, ამერიკელების სახლებში ომის რეალობა შეიტანა და ისტორიისთვის ამ ბნელი და რთული პერიოდის ჩანაწერის შექმნა მოახერხა.
1971 წელს ლარი ბაროუსი მოკლეს ოპერაცია Lam Son 719-ის დოკუმენტაციის დროს, მის სამ თანამემამულე ფოტოჟურნალისტთან ერთად – ჰენრი ჰუეტთან, კენტ პოტერთან და კეისაბურო შიმამოტოსთან ერთად, როდესაც ლაოსის თავზე ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
ომის დასრულების შემდეგ, ბაროუს კადრებს დიდ პატივს სცემდნენ ვიეტნამის ომის არაადამიანური და მძაფრი ასახვის გამო, ასევე ომის ნამდვილი ფასის სასტიკად შეხსენებისთვის.
აქ მოცემულია რამდენიმე ყველაზე ემოციური და მძიმე სურათი, რომელიც ლარი ბაროუსმა გადაიღო ვიეტნამის ომის გაშუქების დროს.
გაფრთხილება: ფოტომასალა შეიცავს მძიმე კადრებს
1. თანამებრძოლი ცდილობს დაეხმაროს სასტიკი შეტაკების შემდეგ დაჭრილ საზღვაო მსროლელ სერჟანტს
2. აშშ-ს არმიის ჯარისკაცებმა დაწვეს ჩალის ქოხები ,,ხე სანჰის” ოპერაციის დროს, 1968 წლის აპრილი
3. საზღვაო ქვეითებს დაღუპული თანამებრძოლი მიჰყავთ. კადრის დაფიქსირებას ცდილობს ფოტოგრაფი ქეთრინ ლეროისი (მარჯვნივ)
4. მარცხნივ: გენერალი პოლ დ. ჰარკინსი ჯარების ინსპექტირების ტურის დროს. მარჯვნივ: აშშ-ს თვითმფრინავი ნაპალმისა და ფოსფორის ბომბებს ყრის პატარა სოფელში
5. გამოფიტული ამერიკელი ქვეითი ჯარისკაცი წევს მიწაზე, თანამებრძოლებს შორის და სვამს წყალს. კამბოჯა-ვიეტნამის საზღვარი, 1970 წელი
6. ქვრივი ქალი დასტირის პლასტმასის ჩანთას, რომელშიც მოთავსებულია მისი მეუღლის ცხედარი. ეს უკანასკნელი იპოვეს 1968 წლის თებერვალში, ტეტის შეტევის დროს დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ საფლავში.
7. ვიეტკონგის სოფელში სროლის შემდეგ, ჯარს ტერიტორიიდან გაჰყავს „მხიარული გოგონები“, ანუ სექსმუშაკები
8. მარცხნივ: ამერიკელი ჯარისკაცი ამოწმებს ვიეტნამელი ჯარისკაცის ცხედარს, რომელიც დაიღუპა 1966 წელს, დემილიტარიზებული ზონის სამხრეთით. მარჯვნივ: იგივე ჯარისკაცი ვიეტნამის ომის პირველ წლებში პატრულირებას ხელმძღვანელობს.
9. ამერიკულმა თვითმფრინავებმა ნაპალმი ჩამოაგდეს ვიეტკონგის პოზიციებზე, 1962 წელი
10. ცეცხლი ანათებს ღამის ცას, როდესაც ამერიკელი ჯარისკაცები, სამხრეთ ვიეტნამის ჯარებთან ერთად, ატარებენ უსაფრთხოების შემოწმებას
11. მარცხნივ: ამერიკელი ჯარისკაცი ძაღლს იხუტებს, როცა ის ,,ხე სანსის” ალყაში მოექცა, 1968 წელს. მარჯვნივ: სამხრეთ ვიეტნამელი მედესანტე ემუქრება დატყვევებულ ვიეტკონგელ ეჭვმიტანილს
12. სამხრეთ ვიეტნამელი ჯარისკაცი დაშავებული ქალის გვერდით სამედიცინო დახმარებას ელოდება ვიეტკონგზე თავდასხმის დროს
13. მე-9 ქვეითი დივიზიის ნახევრად ჩაცმული ამერიკელი ჯარისკაცები ცეცხლი უხსნიან მტრის ჯარებს, სამხრეთ ვიეტნამ-კამბოჯის საზღვრის გასწვრივ
14. მარცხნივ: ჭურვებით დაშავებულ ამერიკელ საზღვაო ქვეითს ჭრილობებს უხვევენ, პარალწლურად აშშ-ს სამხედროების მიერ ხდება ტერიტორიის გაწმენდა დემილიტარიზებული ზონის სამხრეთით. მარჯვნივ: ახალგაზრდა ვიეტნამელი გოგონა – ნგუენ თი ტრონი, რომელმაც ფეხი დაკარგა აშშ-ს ვერტმფრენის შემთხვევითი თავდასხმის დროს მის სოფელთან ახლოს, უყურებს თავის ახალ ხელოვნურ ფეხს
15. სამხედრო სამსახურის წევრები დგანან კუბოებთან და სამხედრო საჰაერო ტრანსპორტის მახლობლად. ისინი ტან სონ ნჰუტის საჰაერო ბაზაზე დაღუპულ თანამებრძოლებს გლოვობენ
ვიეტნამის, იგივე ინდოჩინეთის ომი არის ერთ-ერთი ფართომაშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მე-20 საუკუნეში. ომში დაიღუპა 2 მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის 56 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.