593
,,ლოცვა საუბარია ღმერთთან. გულისნადების მის წინაშე განფენა, საკუთარი თავის მის შვილად შეცნობა და ღვთის მადლისა და შეწევნის მოპოვება. თუმცა სულიერი შრომა მარტო ლოცვას არ გულისხმობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს, რა თქმა უნდა, აგრეთვე არის სწორი სულიერი აზროვნება და სულიერი ცხოვრება. ეს რომ შევძლოთ უფლის მხსნელ მარჯვენას ხელი უნდა ჩავჭიდოთ და მასთან ვიყოთ განუშორებლად.
არ შევუშინდეთ დაბრკოლებებს, არ შევწყვიტოთ ბრძოლა განწმენდისათვის და ვიცოდეთ, რომ როგორი დაცემულიც არ უნდა ვიყოთ, უფალს ვუყვარვართ და გველოდება. ელოდება ჩვენს სინანულს.
ნაბიჯის გადადგმა არ უნდა გადავდოთ ხვალისათვის, რადგან ეს ხვალე შეიძლება აღარ დადგეს. “
– უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ეპისტოლედან.