ჭარბი წონა – პრობლემა, რომელიც უამრავ დაავადებას იწევს და ორგანიზმში მავნე ნივთიერებების გააქტიურებას უწყობს ხელს. მართალია, ყველას აქვს უფლება ისე გამოიყურებოდეს, როგორც სურს, მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ, რამდენად დიდი საფრთხის შემცველია წონის ნორმიდან გადახრა. პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ რისკები, რომელსაც ჭარბი წონა ორგანიზმს უქმნის.
1. ვისაც წონაში დაკლება სურს – რა რჩევებს მისცემდით?
პირველ რიგში, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას; მოუსმინეთ ორგანიზმს; სწრაფად დაკლების მიზნით, არ დაიცვათ თვითნებური დიეტები; შეძლებისდაგვარად, იკვებეთ სწორად და დაიცავით ზომიერება; არ აქვს მნიშვნელობა დაკლება გჭირდებათ, მომატება, თუ შენარჩუნება, გამოიკვლიეთ ორგანიზმი და შემდეგ დაიცავით სწორი კვება; აუცილებლად აკონტროლეთ წყლის ბალანსი, რომ მოწესრიგდეს მეტაბოლიზმი…
2. რაზეა დამოკიდებული წონაში კლება?
ყველაფერი დამოკიდებულია მეტაბოლიზმსა და ნივთიერებათა ცვლაზე. პირველ რიგში, ადამიანმა უნდა მოუსმინოს თავის ორგანიზმს. მაგალითად, თუ ადამიანს ფარისებრი ჯირკვლის დაზიანება აქვს, არ უნდა გაამკაცროს რაციონი, რადგან ამ დროს, ორგანიზმს ისედაც აქვს პრობლემა და იწვევს კუჭ-ნაწლავისა და ციკლის ფუნქციის დარღვევას.
არავის არ ვურჩევ ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის გაკეთებას, თუკი არ არის სიმსივნური. მქონია შემთხვევა, მომხმარებელს ჰქონია ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა და სწორი კვების შემდეგ, ანალიზების შედეგები გასაოცრად პოზიტიური ყოფილა. შეიძლება ითქვას, სწორი კვება, არის გზა ჯანმრთელობისკენ, რადგან არაერთი ქრონიკული დაავადება შეგვიძლია შევამსუბუქოთ და უკეთეს შემთხვევაში, საერთოდ გავაქროთ ორგანიზმიდან.
3. რა განსხვავებაა დიეტასა და სწორ კვებას შორის?
– სწორ კვებაში არ არის აკრძალვები, ხოლო დიეტაში უამრავი აკრძალვა გვაქვს. პირობითად, ტკბილეულის, ცომეულის მიმართ. სწორი კვების პრინციპი, რომელსაც მე ვადგენ, ეს არის ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ბალანსი. აქ, არ ხდება არც დროში და არც პროდუქტებში შეზღუდვა. პროდუქტები რეგულირდება თითოეული ორგანიზმის ფუნქციონირებიდან გამომდინარე.
თუკი, რომელიმე კონკრეტული დიეტა, იმ კონკრეტულ დროს, ორგანიზმიდან სითხის გამოდევნის შედეგად, წონაში აკლებინებს, მაგრამ მას არ აქვს ხანგრძლივი პერსპექტივა, რადგან შესაძლოა წონა 1 კვირაში “გაიყინოს” და ვერც დაკლებულის შენარჩუნება მოხერხდება, რადგან ასეთი დიეტების დროს, პრობლემური ზონიდან ცხიმის განდევნა არ ხდება. ყველა დიეტის დროს, სხეულის კლება ხდება სახიდან დაბლა.
შესაძლოა, ადამიანმა დიეტის დროს დაიკლოს წონაში და სასწორზეც აისახოს, თუმცა, ვიზუალურად, ვერ შეატყობს სამოსზე. ახლა ავიღოთ სწორი კვების ვარიანტი, როცა ადამიანი იკლებს, ვიზუალურად საკმაოდ შესამჩნევიცაა მისი შედეგი და 2-3 ზომით ნაკლები ტანსაცმელიც აცვია, თუმცა სასწორზე შესაძლოა ის შედეგი არ აისახოს, რაც გარეგნულად ეტყობა.
ანუ, სწორი კვება ბევრად ეფექტურია, ვიდრე, დიეტა. ვიზუალური მოცულობა არის მნიშვნელოვანი და სხეულის ფორმირებაც აშკარად, შესამჩნევი ხდება.
4.დიეტით უფრო შევინარჩუნებთ წონას თუ სწორი კვებით?
რა თქმა უნდა, სწორი კვებით – იმიტომ რომ, სწორად დაკლებული კილოგრამების შენარჩუნება უფრო მარტივია,ვიდრე დიეტით დაკლებული კუნთური მასის , რის მერეც ძალიან მარტივად, შესაძლოა, რომ დაგიბრუნდეთ წონა ორმაგად, ცხიმოვანი ფენის ხარჯზე.
5. წყალი ჭამის შემდეგ უნდა მივიღოთ თუ ჭამამდე?
ჯანმრთელ ადამიანს, შეუძლია წყალი მიიღოს კვების პერიოდშიც, ჭამამდე და ჭამის შემდეგაც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კლებაში შეუშლის ხელს. ხოლო, როცა არის კუჭ-ნაწლავის პრობლემა, ან, რაიმე სხვა განსაკუთრებული შემთხვევა, ჯობია დაიცვან დრო, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამის შემდეგაც იგივე პერიოდით. გააჩნია, როგორია მისი კუჭის მოქმედების ფლორა.
6. როგორ ადგენთ ამა, თუ იმ პროდუქტის შეთავსებებს?
კვებითი ჩვევის დარეგულირების ჩემი პრინციპი არის ის, რომ ვითვალისწინებ თითოეული ორგანოს მუშაობის ფუნქციას, ვისთან როგორ მუშაობს და მეორე – პროდუქტების შეთავსებას. მაგალითად, ვისაც ნაღველზე აქვს კენჭები, მისი კვების რაციონიდან უნდა იქნეს ამოღებული რძის პროდუქტი. სწორი კვების მთავარი პრინციპია, პროდუქტების სწორი კომბინაცია.
7. სწორ კვებას + ვარჯიში, თუ სოწორი კვებით მიღწეული სასურველი შედეგი და შემდეგ ვარჯიში?
სწორი კვება და + ვარჯიში, თუმცა სასწორის გარეშე. როცა ჩვენ სავარჯიშოდ დარბაზში მივდივართ, უნდა გვქონდეს გაწერილი პროგრამა ტრენერის მიერ და არა თვითნებურად. სწორედ, ამის მიხედვით უნდა შედგეს კვებითი ჩვევა. კვებით ჩვევას, თუ დავარეგულირებთ ვარჯიშთან ერთად, გვექნება ბევრად უკეთესი და ხარისხიანი შედეგი.
8. წონაში კლების ხელოვნურ მეთოდებზეც, რომ ვისაუბროთ: როგორ აზიანებს ორგანიზმს მედიკამენტებით წონაში დაკლების მცდელობა?
ყველა ასეთი მედიკამენტი არის ტოქსიკური. თითოეულს შეუძლია, როგორც ორგანიზმის მოწესრიგება, ასევე, ფუნქციის დაკარგვაც. ხელოვნურად დაკლების სურვილის შემთხვევაში მიღებული ესა, თუ ის მედიკამენტი ორგანიზმიდან გამოდევნის სითხეს, თუმცა, კვება მაინც დასაცავია. ასევე, პირველ რიგში, აუცილებელია გამოკვლევები, რომ რომელიმე კონკრეტულმა გასახდომმა საშუალებამ ორგანიზმი არ დააზიანოს.
9. რა შედეგები და ეფექტები აქვს მამუკას რაციონით სწორ კვებას?
ყველას ორგანიზმი ინდივიდუალურია, და სჭირდებათ კონსულტაცია, შესაბამისი რაციონი და ა.შ. თუკი ადამიანს აქვს კუჭ-ნაწლავის პრობლემა და ჯერ ამ პრობლემას არ მოაწესრიგებს, იქ ნებისმიერ კვების რაციონს, რაც კლებას უკავშირდება, შედეგი არ ექნება. შედგენილი მაქვს 15, 30 , 45 და 60-დღიანი რაციონები – შესაბამისი ფასებით.
ჩემი რაციონით, მამაკაცები ძირითადად, იკლებენ 1-იდან 23 კგ-მდე. ქალები 1-იდან 18 კგ-მდე. კვებითი ჩვევა უნდა დაიწეროს კონკრეტული ადამიანის გრაფიკიდან და ორგანიზმში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ამიტომ, წინასწარ ვერ ვეუბნები ვინ რამდენს დაიკლებს, რადგან კლება, ისევე, როგორც კვების რაციონი, არის ინდივიდუალური. ყველაფერს სჭირდება ვადები, რადგან, ჩვენს ორგანიზმში არსებულ ორგანოებს აქვთ აქტიურობის და პასიურობის დროები.
ეწვიეთ მამუკას საიტს : https://mamufitt.com/