მთავარი ტესტები პირველი დეტალი, რასაც შეამჩნევ ამ სურათზე, აღწერს შენი პიროვნების არაცნობიერ საიდუმლოებებს

პირველი დეტალი, რასაც შეამჩნევ ამ სურათზე, აღწერს შენი პიროვნების არაცნობიერ საიდუმლოებებს

by guramus

ადამიანები სხვადასხვა თვალით ვუყურებთ სამყაროს. ამიტომ, ყველა განსხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ.

ის, თუ როგორ ხედავ საგნებს, ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფორმა, რომელიც ქმნის რეალობას. ის ავლენს შენ შესახებ მთავარ საიდუმლოებებს, რომლებიც არაცნობიერ გონებაში იმალება.

ეს ტესტი ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომელიც გვიჩვენებს, რა იპყრობს ყველაზე სწრაფად შენს ყურადღებას და რას ამბობს ეს შენ შესახებ.

შეხედე ამ სურათს! რა არის პირველი დეტალი, რასაც ხედავ? ეს გამოავლენს შენი პიროვნების არაცნობიერ საიდუმლოებებს.

ბევრი არ იფიქრო, მიენდე ინტუიციას:

1. სახე

ამ სურათზე გამოსახული სახის მსგავსად, შენ საკუთარ ხასიათსაც თავსატეხად აქცევ.

შენ არ ეძებ საკუთარ თავს, არამედ ცდილობ შექმნა საკუთარი თავი. გინდა ის მსოფლიოს აჩვენო.

ცდილობთ გამოირჩეოდე სხვადასხვა სფეროში და ააწყო შენი თავი ფაზლის ნაწილებივით, რათა შეიქმნა იდეალური იმიჯი.

აგროვებ სხვადასხვა პერსონაჟების ნაწილებს, რომლებსაც აერთიანებ ერთი სურათის შესაქმნელად.

ეს ნაწილები შეიძლება იყოს გარეგანი: ტანსაცმელი, გარეგნობა, აქსესუარები, ქონება, სოციალური წრე, მეგობრები, თუნდაც პარტნიორები.

ან შინაგანი: მიღწევები, გამოცდილება, ღირებულებები, ათვისებული ნიჭი და მოგონებები, რითაც საკუთარ თავს ცნობ;

შენ ყველაფერს იწყებ არსიდან და აყალიბებ მას გამოსახულებად სხვადასხვა ელემენტების მეშვეობით.

ამ მიდგომაში ცუდი არაფერია, მაგრამ დარწმუნდი, რომ შენი მთავარი მიზანი არ არის სხვების მოწონების მოპოვება.

2. ტვინი/ხე

ისევე, როგორც ხე ამ სურათზე, შენ გსურს მუდმივად გაიზარდოს შენი ცოდნა.

ძალიან ცნობისმოყვარე ხარ. ცდილობ ისწავლო და გაიგო რაც შეიძლება მეტი სამყაროს შესახებ. ყველაფერი, რასაც აკეთებ, იმიტომ ხდება, რომ ცოდნას ეძებ.

გიყვართ ახალი რაღაცების სწავლა და სხვადასხვა თემების შეცნობა. დიდი ალბათობით, ხარ ზებუნებრივი ფენომენების, შეთქმულების თეორიების და საიდუმლოებების მოყვარული.

სხვები აღგწერენ, როგორც ადამიანს, რომელიც გარკვეულია სხვადასხვა სფეროში.

ადვილად გესმის ფსიქოლოგია და ფსიქოლოგიური ცნებები. თუ რამდენიმე ათასი წლის წინ დაიბადებოდი, უეჭველად ფილოსოფოსი იქნებოდი.

შენ მიღებას იწყებ გარე სამყაროდან და ითვისებ რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას, რათა მიუახლოვდე სიმართლეს და იპოვო ის პასუხები, რასაც ეძებ.

ნაკლებად გაინტერესებს, როგორ აღგიქვამენ სხვები, ერთადერთი რაც გინდა არის გაარკვიო ვინ ხარ სინამდვილეში და რას აკეთებ აქ. ეს არის შენი უდიდესი საიდუმლო.

ამ მიდგომაში ცუდი არაფერია, უბრალოდ ფრთხილად იყავი, რომ ამ პროცესში საკუთარი თავი არ დაკარგო. შენ არ ხარ პასუხები, რომლებსაც იპოვი, შენ ხარ ის, ვინც სვამს კითხვებს.

3. ჩიტები/ბუნება

ამ სურათზე გამოსახული ჩიტების მსგავსად, შენ არ გრძნობ თავს თამაშის ნაწილად, თითქოს შორს დგახარ საზოგადოებისგან და არ ცდილობ მათ წესებს მიჰყვე.

არ ცდილობ საკუთარი თავის შექმნას და არც საკუთარი თავის პოვნას. უბრალოდ გსურს იყო თავისუფალი, იყო საკუთარი თავი და შეიგრძნო სამყარო.

თითქმის არასდროს გრძნობ თავს იმ მომენტში, სადაც ხარ. გირჩევნია იმოგზაურო და შეისწავლო დიდებული სამყარო.

არ გიყვარს ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება. იმის გაგება, რომ ყველაფერი წამიერია, უბრალოდ აძლიერებს შენს შფოთვას და სურვილს, რომ გამოსცადო სხვადასხვა რამ.

მოვლენებს ძალიან სერიოზულად არ აღიქვამ. გიყვარს წვეულებები, გართობა და დროსტარება.

შენი მთავარი მიზანია გააცნობიერო საკუთარი თავი და განიცადო სამყარო. ნამდვილად არ გაინტერესებს, როგორ გიყურებენ სხვები, ან რა არის კოსმიური ჭეშმარიტება. თავს შვებულებაში მყოფ მოგზაურად გრძნობ, რომელიც იქ მხოლოდ შესასწავლად და გასართობად არის.

შენს მიდგომაში ცუდი არაფერია, უბრალოდ დარწმუნდი, რომ სათანადოდ ზრუნავ ადამიანებთან ურთიერთობებზე.

შენ რა დაინახე პირველად? გაგვიზიარე კომენტარებში!