მთავარი ტესტები აირჩიე გასაღები და გაიგე მეტი შენი არაცნობიერი სურვილების შესახებ

აირჩიე გასაღები და გაიგე მეტი შენი არაცნობიერი სურვილების შესახებ

by guramus

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ტესტს, რომელიც არ არის დაფუძნებული რაიმე სახის მეცნიერულ კვლევებზე, მაგრამ თქვენ გაოგნებული დარჩებით ამ ტესტის სიზუსტით. ის სვამს კონკრეტულ კითხვებს თქვენი არაცნობიერი გონების შესახებ და, შესაბამისად, მიღებული შედეგები საოცრად სწორია.

ასე წერს დოქტორი აბიგაილ ბრენერი ამ კონცეფციის შესახებ Psychology Today-ში: „არაცნობიერი აღიარებულია, როგორც შემოქმედების, ინტუიციის, შთაგონების, შინაგანი ცოდნის, ურთიერთკავშირის და სულიერი განმანათლებლობის წყარო. ტვინის ამ ნაწილში რეალობა იცვლება და ფართოვდება, იქმნება მატრიცა, რომელიც ბევრად უფრო ელასტიური და მრავალგანზომილებიანია, ვიდრე ამას ცნობიერი გონება აღიქვამს“.

არაცნობიერში თავმოყრილია შეტყობინებები, რომლებსაც ვიღებთ სიზმრებიდან და ასევე პირველყოფილი სიმბოლოები თუ არქეტიპები, რომლებიც გადმოგვეცა ჩვენი წინაპრებისგან. ეს ყველაფერი გვამცნობს იმის შესახებ, თუ რა არის უნიკალური, ავთენტური და წმინდა თითოეული ჩვენგანისთვის. და როცა ვითვალისწინებთ ამ შეტყობინებებს, ჩვენ მივყვებით სულიერი ევოლუციის გზას.

სიმბოლო, ვიზუალი ან გამოსახულება, გადმოსცემს სრულ აზრს, კონცეფციას ან იდეას სიტყვების გამოყენების გარეშე; არსებობს ასეთი ანდაზაც: “ერთი სურათი ათას სიტყვად ღირს”.

ასე რომ, გაიარეთ ქვემოთ მოცემული ტესტი და ნახეთ, რამდენად ზუსტია შედეგები.

თქვენ უბრალოდ უნდა აირჩიოთ ერთი გასაღები სურათზე მოცემული 6 ტიპის გასაღებიდან და ჩვენ მოგაწვდით ყველაზე ზუსტ შედეგებს თქვენი ფარული პიროვნული თვისებების შესახებ.

თქვენ შეარჩიეთ ყველაზე მარტივი ვიზუალის მქონე გასაღები, ყოველგვარი ლამაზი დეკორაციის გარეშე. მაგრამ, მიუხედავად უბრალო ვიზუალისა, ის უაღრესად ფუნქციური და ძალიან ეფექტურია სხვადასხვა კარის გაღებისას. თქვენი არჩევანი ბევრს ავლენს იმის შესახებ, თუ ვინ ხართ, როგორც პიროვნება. თქვენ ხართ რაციონალური, ლოგიკურად მოაზროვნე, უაღრესად ანალიტიკური, გადაწყვეტილების მარტივად მიმღები და ძლიერი მოაზროვნე. თქვენ პრაქტიკული ადამიანი ხართ და ეძებთ სასარგებლო მოვლენებს ცხოვრებაში. თუმცა, თქვენს პიროვნებას აქვს ერთგვარი დაუცველი და მყიფე მხარე, რომელიც პერიოდულად ვლინდება.

თუ აირჩიე მეორე გასაღები

თქვენ შეარჩიეთ გასაღები, რომელიც ძალიან საიმედოა და შეუძლია ჯადოსნური ციხესიმაგრის ყველა კარი გააღოს. ამ გასაღების არჩევა ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ძლიერი და ქარიზმატული პიროვნება, ინოვაციური და შემოქმედებითი ენერგიით სავსე. თქვებს აზრებს გულწრფელად გამოხატავთ. ყოველთვის იღებთ იმას, რაც გსურთ. უარს ამბობთ ოცნებების ხაფანგზე და თქვენს თავისუფლებას ყველაფერზე მეტად აფასებთ. თქვენი ყველაზე დიდი ძალა დამოუკიდებლობაა.

თუ აირჩიეთ მესამე გასაღები

თქვენ შეარჩიეთ უჩვეულო გასაღები, რომელსაც აქვს იშვიათი აგებულება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ხართ მაღალი თავდაჯერებულობის და საკუთარი თავის რწმენის მქონე ადამიანი. გჩვევიათ რთული გადაწყვეტილებების მიღება და ყოველთვის საინტერესო იდეებს იგონებთ. თქვენ უნიკალური და თამამი ხართ და გამოირჩევით ბრბოსგან. არასოდეს გეშინიათ აზრების გამოხატვის. ყოველთვის მზად ხართ ახალი გამოწვევისთვის და დაუფიქრებლად იწყებთ რთულ გზებზე სიარულს. თქვენ გაქვთ მუდმივი კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე და სულ მზად ხართ ახალი თავგადასავლების დასაწყებად.

თუ აირჩიეთ მეოთხე გასაღები

თქვენ შეარჩიეთ გასაღები, რომელიც წააგავს სამყურის ფოთოლს. შეამჩნიეთ ეს, არა? ეს არჩევანი ცხადყოფს, რომ თქვენ ხართ სასიამოვნო, მხიარული, პოზიტიურად მოაზროვნე და მშვიდი ადამიანი. თქვენ ყოველთვის ხედავთ მოვლენების ნათელ მხარეს და თქვენთვის „ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა“. თუმცა, ფრთხილად იყავით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ თქვენი ოპტიმისტური სული. ასევე ფრთხილად უნდა იყოთ იმ მსუბუქ დამოკიდებულებებთან, რაც სხვადასხვა ფაქტორის მიმართ გაქვთ, რადგან ზოგჯერ ეს გაიძულებთ იმპულსურობას. ამან კი შეიძლება პრობლემები ისე შეგიქმნათ, რომ ვერც კი გააცნობიეროთ.

თუ აირჩიეთ მეხუთე გასაღები

თქვენ მიერ არჩეული გასაღები მორთულია რთული დეკორაციებით, რომლებიც ძალიან ჰგავს ზღაპრებსა და ფანტასტიკურ სამყაროებში არსებულ ნივთებს. ეს გვიჩვენებს, რომ თქვენ ხართ შემოქმედებითი და გაქვთ ნათელი ფანტაზია. ასევე ხართ მეოცნებე, ორიგინალური და უნიკალური პიროვნება. ამის უარყოფითი მხარე ის არის, რომ თქვენ გულთან ახლოს მიგაქვთ ბევრი რამ და ზოგჯერ, თქვენი უნიკალურობა სხვებისგანაც კარგად არ არის მიღებული, ეს კი თავს მიტოვებულად და გაუგებრად გაგრძნობინებთ.

თუ აირჩიეთ მეექვსე გასაღები

თქვენ შეარჩიეთ ტიპური და კლასიკური გასაღები. თქვენი არჩევანი ცხადყოფს, რომ რაციონალური ადამიანი ხართ, რადგან ასეთ გასაღებს შეუძლია სხვადასხვა ტიპის კარის გაღება. ეს გვიჩვენებს, რომ თქვენ გაქვთ კარგი განსჯის, ანალიზისა და კონცენტრაციის უნარი. თუმცა, ძალიან გიჭირთ კომფორტის ზონის მიღმა გასვლა, ამას ტრადიციულ გზაზე დგომა გირჩევნიათ. თქვენ უაღრესად ლოიალური ადამიანი ხართ და გარშემომყოფებისგანაც იგივე დონის ერთგულებას ელით.

თქვენ რომელი გასაღები აირჩიეთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში!