მთავარი ახალი ამბები საქართველოსთან ახლოს 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – გაიგე დეტალურად სად

საქართველოსთან ახლოს 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – გაიგე დეტალურად სად

by dato

აზერბაიჯანში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც report.az ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, მიწისძვრა მილ-მუღანის ეკონომიკური რეგიონში მოხდა.

ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა ბაქოს დროით, 22:05 საათზე დაფიქსირდა.

ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ასევე წაიკითხეთ საინტერესო რჩევები მიწისძვრის დროს, რაც ყველამ უნდა ვიცოდეთ :

როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს?
თუ შენობაში ხართ
✅ დარჩით ადგილზე! შეძვერით მაგიდის ან სხვა ავეჯის ქვეშ და ხელები ქვემოდან მიაბჯინეთ. მოშორდით ფანჯრებს, ბუხრებს, მძიმე ავეჯსა და ხელსაწყოებს;
✅ თავი შორს დაიჭირეთ ისეთი ნივთებისგან, რომლები შესაძლოა, ჩამოვარდეს, მაგალითად ჭაღი, კედლის კარადები და ა. შ.
✅ სასწრაფოდ დატოვეთ სამზარეულო, რადგან შეიძლება, კედლიდან ავეჯი ჩამოცვივდეს;
✅ არ გაიქცეთ კიბეებისკენ ან არ გავარდეთ გარეთ, სანამ ბიძგები არ შეჩერდება. როგორც კვლევებმა აჩვენა, ადამიანების დიდი ნაწილი დაზიანებებს ძირითადად შენობების დატოვების დროს იღებს;
✅ არ გამოიყენოთ ლიფტი.
თუ ქუჩაში ხართ
✅ თუ ქუჩაში ხართ, ეცადეთ მოშორდეთ შენობებს, შუქნიშნებს, ელექტროგადამცემ კაბელებს და გადით შედარებით ღია, ცარიელ სივრცეში.
თუ საჭესთან ხართ
✅ თუ საჭესთან ხართ, შეჩერდით, მაგრამ ფრთხილად. შეეცადეთ, თქვენი მანქანა მოძრაობის ზონიდან რაც შეიძლება შორს გაიყვანოთ;
✅ არ გაჩერდეთ ხიდზე ან მის ქვეშ, ესტაკადების, შუქნიშნების, ხეების, განათების ბოძებისა თუ საგზაო ნიშნების ქვეშ;
✅ დარჩით მანქანაში ბიძგების შეწყვეტამდე;
✅ მოძრაობის გაგრძელებამდე გაეცანით ახალ ამბებს, რათა შეიტყოთ, რაიმე დაზიანება ხომ არ მოხდა გზის იმ მონაკვეთზე, საით წასვლასაც აპირებთ.
თუ ნანგრევებში მოჰყევით
✅ არ აანთოთ ასანთი (შეიძლება დაზიანებული იყოს მილი და ჟონავდეს ბუნებრივი აირი);
✅ არ იმოძრაოთ ან არ სცადოთ მტვრის მოშორება;
✅ პირზე აიფარეთ ტანსაცმელი (რათა მტვერი და ნგრევის შედეგად გაფრქვეული მძიმე მეტალები არ მოხვდეს თქვენ სასუნთქ გზებში);
✅ შეეხეთ მილს ან კედელს, რათა მაშველებმა ადვილად მოგაგნონ. იყვირეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ დროს შესაძლოა მავნე მტვერი გადაგეყლაპოთ.
წყარო: 1tv.ge
ტექსტზე იმუშავა : გიორგი კალატოზიშვილმა