632
იტალიის სუპერთასის ფინალი დასრულდა ინტერის გამარჯვებით. რაც შეეხება ნაპოლს – მეორეზე გავიდა და ვერცხლის მედლები დაურიგეს ფეხბურთელებს, ხვიჩა კვარაცხელიამ კი მალევე მოიხსნა მედალი.
ფინალურ თამაში ხვიჩა 70-ე წუთზე შეცვალეს. შეფასებები 6,5 და 6,6 მიიღო. ჰქონდა 1 კარგი მომენტი, თუმცა გამოცდილმა მეკარემ კუთხე გამოიცნო და ბურთი აუღო. ნეაპოლური გუნდი 0-1 დამარცხდა.
2023 წელს უამრავი ჯილდო მიიღო 2024 წელი კი ვერცხლის მედლით დაიწყო.
ნეაპოლურ გუნდს შემდეგი თამაში 28 -ში აქვს ლაციოს წინააღმდეგ , თუმცა კვარაცხელია თამაშს გამოტოვებს ყვითლების გამო.