წმიდა იოანე ოქროპირის ლოცვა
დილა-საღამოს საკითხავი
უფალო, არა მომაკლო და არა ნაკლულევან-მყო მე ზეციურთა სიკეთეთა შენთა.
უფალო, მიხსენ მე საუკუნო საწამებელთაგან და გეჰენიისა მის ცეცხლისა შემაძრწუნებელისა.
უფალო, უკუეთუ გცოდე მე გონებითა ჩემითა, ანუ გულისზარხვითა ჩემითა, ანუ სიტყვითა, შემიწყალე და შემინდევ მე.
უფალო, აღმოფხარ ჩემგან ყოველივე უმეცრებაი, დავიწყებაი, სულმოკლეობაი და ქუაგულმქმნელი იგი უგრძნობელობაი.
უფალო, მიხსენ მე ყოვლისაგან განსაცდელისაგან და ჭირთაგან მრავალთა.
უფალო, განმინათლე გული ჩემი დაბნელებული ყოველთაგან ბილწთა მათ ვნებათაგან უნათლოთა.
უფალო, უკუეთუ ვითარცა კაცმან გცოდენ, ხოლო შენ ვითარცა ღმერთმან წყალობა-უხვმან განამდიდრე წყალობაი შენი, რამეთუ უწყი უძლურებაი სულისა ჩემისაი, ძლიერო.
უფალო, გარდამოავლინე მადლი იგი შენი ჩემ ზედა, რამეთუ განვადიდო სახელი შენი წმინდაი და გაქებდე შენ ყოვლადსახიერ მარადჟამ დაუცადებლად.
უფალო, შთამწერე მე მონაი შენი წიგნსა მას ცხოველთასა და მომმადლე მე აღსასრული კეთილი.
უფალო, ღმერთო ჩემო, არარაი კეთილი მიქნიეს წინაშე შენსა, გარნა მადლითა შენითა ღირს-მყავ მე ყოვლისავე საქმისა კეთილად დაწყებაი.
უფალო, ამცვრიენ გულსა შინა ჩემსა განმხმელსა ცვარნი მადლისა შენისანი და დამარწყულე მე.
უფალო და მეუფეო ზეცათაო და ქვეყანისაო, მომიხსენენ მე მონაი შენი არაწმინდა სასუფეველსა შენსა. ამინ.
უფალო, სინანულსა შინა შემიწყნარენ მე. უფალო, არა დამიტევო მე.
უფალო, არა შთამაგდო მე განსაცდელსა და შემთხუევასა ძვირსა და უწყალოსა არა მიმცე მე.
უფალო, მომმადლე მე გულისხმაი იგი კეთილი და სათნო-მყოფელი შენი მარადის.
უფალო, მომმადლე მე ნაკადულნი ცრემლთანი, ხსენება იგი სიკვდილისა დაუვიწყებელი და სილბო გულისა, რამეთუ ლმობიერ ვიქმნე.
უფალო, მომმადლე მე ზრახვა კეთილი, რამეთუ აღვიარო მე ცოდვანი ჩემნი წინაშე შენსა.
უფალო, მომმადლე მე სიმდაბლეი, მორჩილება და უმანკოებაი, რამეთუ ვიდოდე მე სიმართლითა შენითა.
უფალო, მომმადლენ მე მოთმინებაი, სულგრძელობაი და მშვიდობაი სულისა ჩემისათვის.
უფალო, დაამკვიდრე სულსა შინა ჩემსა წყაროი იგი სათნოებათა და შიში შენი გულსა შინა ჩემსა განავრცენ.
უფალო, ღირსმყავ მე, რამეთუ შეგიყვარო შენ მრთელითა სულითა ჩემითა და მრთელითა ზრხვითა ჩემითა, რამეთუ ყოველსავე შინა ვყოფდე მე ნებასა შენსა.
უფალო, დამიფარენ მე კაცთაგან ბოროტთა და ეშმაკთაგან მზაკვართა და ვნებათაგან ბილწთა და ყოვლისაგან რაიცა უჯერო არს და არასარგებელ.
უფალო, ვუწყი, რამეთუ ხელქმნი მას, რაიცა გნებავს, ამიტომ იყავნ ნებაი შენი ჩემ ცოდვილსა ზედა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ აწ და მარადის და საუკუნეთა შინა. ამინ.