736
ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე წერს. მან მაგალითად ერთ-ერთი ვიდეორგოლი მოიყვანა, რომელშიც მოხუცი მამა მის სიკვდილს მოიგონებს, იმისთვის, რომ შობის დღესასწაულზე შვილები საკუთარ სახლში დააბრუნოს.
“ეს ყველაფერი მართლაც დღევანდელობის გლობალური ტრაგედიაა, რომ შვილებს მათი მოხუცი მშობლებისთვის აღარ სცალიათ.
პირადად მე, მივატოვე ევროპაში უზრუნველი ცხოვრება, რომ სიცოცხლის ბოლო 12 წელი დედის გვერდზე მეცხოვრა და ის ვიღაც მომვლელების ამარა არ დამეტოვებინა. ეს ჩემი მხრიდან დიდ სიყვარულთან ერთად, იმ უდიდესი ამაგის დაფასებაც იყო, რაც დედამ ჩემთვის გასწია.
“მოეფერეთ მშობლებს!“, – წერს თამარ ივერი ფეისბუქში.