მთავარი ახალი ამბები არნახული მაქინაცია, რომლის გამოც ხალხი უბილეთოდ დარჩა – დეტალები

არნახული მაქინაცია, რომლის გამოც ხალხი უბილეთოდ დარჩა – დეტალები

by lana

გადამყიდველებს ხელში ჩაუვარდათ ათასობით ბილეთი – ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო, ამის პარალელურად კი სოციალურ ქსელში ბილეთების შავ ბაზარზე უკვე გამოჩნდნენ ე.წ. “გადამყიდველები”, რომლებიც ბილეთებს თვითღირებულებაზე ბევრად ძვირად ყიდიან, სწორედ ამიტომ 26 მარტის ისტორიულ მატჩზე დასწრებას ასეულობით ადამიანი ვერ ახერხებს.

საქართველო-ლუქსემბურგის თამაშის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც თითო ადამიანს მხოლოდ 4 ბილეთის შეძენა შეეძლო, არ იმუშავა. ე.წ. “გადამყიდველების” დიდი რაოდენობა კვლავ მობილიზებულია. ფედერაციის ინტერვენციებს არაფერი შეუცვლია.

ერთი მეორის მიყოლებით ვრცელდება სოციალურ ქსელებში ე.წ. “გადამყიდველების” პოსტები, რომლებიც საეჭვო რაოდენობის ბილეთებს ყიდიან. ეს ყველაფერი კი გონივრულ ეჭვს ბადებს, რომ შესაძლებელია საქმე დიდ მაქინაციასთან გვქონდეს, რომელიც გადამყიდველებმა განახორციელეს. ადამიანები საათების მანძილზე ბილეთების შეძენას ვერ ახერხებენ.