192
ხვიჩა კვარაცხელიამ საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ გააჟღერა, რომ ბიჭს ელოდება. კვარას ვიდეოს სოციალურ ქსელში Geo Team ავრცელებს.
„ერთ-ერთი ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში. ცოლი, რომ მოვიყვანე მაშინაც უბედნიერესი ვიყავი. აქ გავაჟღერებ, რომ ბიჭს ველოდები“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
ქართველმა ფეხბურთელებმა გამარჯვება სტადიონის გასახდელში, ემოციურად, ქართული ცეკვისა და სიმღერის ფონზე აღნიშნეს.
მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა.
გიორგი მამარდაშვილმა პენალტების სერიაში მოახერხა და მეტოქის ბურთი აიღო. ბერძენმა ფეხბურთელებმა მეორე გოლიც ვერ გაიტანეს. ბურთი კარს ასცდა.