ლენუკა ყიფშიძე მამის, ზურაბ ყიფშიძის მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ კომენტარს – “რას იზამ, ნატალია, ბაბუაშენმა დიდი ხანია თავისი ავტორიტეტი და ის პატივისცემა რაც ხალხში ჰქონდა ბიძოს ვერცხლში გაცვალა. სამწუხაროა, რომ ამ დონეზე მიჰყავთ ჩვენი გამორჩეული მსახიობები, სპორტის და სხვა გამოჩენილი და დაფასებული ადამიანები, რომ ვერცხლზე იყიდებიან” – სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“იმდენი ჩვენ 100 წელი ჯანმრთელობა, რაც მამაჩემი ოდესმე ვინმეზე გაიყიდოს. თქვენ მართლა ბრბო.
მეცოდებით მართლა, ვინც 1%-ით მაინც უშვებს, რომ ზურა რამის გამო გაიყიდოს. მართლაც აზრზე მოდით რა! სამარცხვინოები ხართ და ზუსტად თქვენ ხართ ის კატეგორია, რომელიც ფულის გამო ტრ…ს მისცემთ ყველას. ჯერ ზურამდე მოვიდეს ვინმე და გაბედეთ და პირში უთხარით რამე” – წერს ლენუკა ყიფშიძე.
ცნობისთვის, “TV პირველის” ეთერში ნატალია ყიფშიძის გამოთქმულ მოსაზრებას მისი ბაბუა ზურა ყიფშიძე გამოეხმაურა, რის გამოც ცნობილი მსახიობი საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა.
“ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა გაერკვიეთ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები!? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული!? საოცარია? ასე ვინ დაგაბოლათ? ნაღვლიანად ვარ! სამწუხაროა!?” – მიმართა ზურაბ ყიფშიძემ შვილიშვილს.
ნატალიამ ზურა ყიფშიძის კომენტარის პასუხად კი დაწერა:
“მეც ნაღვლიანად ვარ, ბა. მოგეწერა ან დაგერეკა, ასე თუ შეგტკივა გული. მეც არ გეთანხმები, მაგრამ არ მოგმართავ განსაკუთრებით სახალხოდ. სამწუხაროა ნამდვილად”.