საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან გასამართი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.
“ჯვაროსნების” მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც მეორე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, პორტუგალიასთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
“რთულ ჯგუფში მოვხვდით. ორი ტურის შემდეგ ერთი ქულის მოპოვება მოვახერხეთ, თუმცა მეტიც შეგვეძლო. რთული თამაში გველის პორტუგალიასთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. 100%-ით დავიხარჯებით, რომ მოვიგოთ და ჯგუფიდან გავიდეთ.
როცა ჩვენი ქვეყნის და დროშის ქვეშ ვთამაშობთ, ყოველთვის მოტივაცია გვაქვს, თუმცა როდესაც ამხელა ტურნირზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას, ეს ორმაგი მოტივაციაა. დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც ჩვენს მხარდასაჭერად გერმანიაში ჩამოვიდა და ჩეხეთთან მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულა. რომ არა ისინი, ჩვენ აქამდე ვერ მოვიდოდით და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი გულები კიდევ ერთხელ გავახაროთ”, – აცხადებს მამარდაშვილი.