მთავარი საკითხავი როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხები

როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხები

by guramus

მართლმადიდებლები, წითელ პარასკევს, აღდგომის წინ, ტრადიციისამებრ ვღებავთ კვერცხებს. ზოგიერთი დიასახლისი ხელოვნურ საღებავებს ანიჭებს უპირატესობას, ზოგიც კი ბუნებრივს. კვერცხები აუცილებლად მზის ჩასვლამდე უნდა იყოს შეღებილი. Genius.ge გთავაზობთ რამდენიმე ინსტრუქციას თუ როგორ უნდა შეღებოთ კვერცხები წითლათ ბუნებრივი საშუალებით, ენდროთი

ინგრედიენტები:

  • ენდრო
  • კვერცხები
  • 2-3 თავი ხახვი
  • 1 ჩ/კ მარილი
  1. პირველ რიგში ავიღოთ 1 შეკვრა ენდრო, კარგად გავრეცხოთ, დავჩეჩქვოთ, შემდეგ დავასხათ 1.5 წყალი. ავიღოთ 3 თავი ხახვი, გავფცქვნათ და ამისი გარე ფურცლები მოვათავსოთ ასადუღებელ ჭურჭელში.
  2. ჩავყაროთ ერთი ჩაის კოვზი მარილი, ამის შემდეგ რაშიც უნდა შევღებოთ ჭურჭლი და შემოვდგათ ცეცხლზე 20 წუთი დუღილი სრულიად საკმარისია.
  3. ენდრო როგორც კი კარგად გაცივდება, საშუალოდ ჩააწყვეთ მასში 20 კვერცხი, ერთიანად დიდი რაოდენობის კვერცხის მოხარშვისას, შესაძლებელია ისინი კარგად არ შეიღებოს ან დასკდნენ. 20-25 წუთიანი ხარშვა კვერცხებისთვის სრულიად საკმარისია. თუ წყალი მოაკლდება და კვერცხებს არ ფარავს, შეგიძლიათ დაუმატოთ იმდენი რამდენიც საჭიროა კვერცხების დასაფარად.
  4. 20-25 წუთის შემდეგ ჭურჭლიდან ფრთხილად ამოვიღოთ კვერცხები და დავასხათ ცივი წყალი (ასეტი მეთდით კვერცხების გაციების შემდეგ, ისინი ადვილად იფცქვნება). 10 წუთის შემდეგ კი შეინახეთ.