ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად!
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული უმთავრესია ქრისტიანთათვის. მოდი გადავხედოთ საინტერესო ფაქტებს აღდგომის შესახებ, რომლებიც შეიძლება ბევრმა ჩვენგანმა არც კი იცოდეს:
თავდაპირველად ქრისტიანები აღდგომას კვიაში ერთხელ აღნიშნავდნენ და მხოლოდ მეორე საუკუნიდან დაიწყო წელიწადში ერთხელ აღდგომის აღნიშვნა.
ეს წელი განსაკუთრებულია იმით, რომ მთელი ქრისტიანული სამყარო (მართლმადიდებლები და კათოლიკები) ერთად აღნიშნავს აღდგომას. ასეთი რამ 2025 წლამდე აღარ განმეორდება.
წითელი კვერცხის ტრადიცია ქრისტიანებს არ მოუფიქრებიათ. ეს საკმაოდ ძველი დროიდან მოდის ეგვიპტელი და პერსიელი ერებისგან. ისინი ამ გზით ერთმანეთს ულოცავდნენ გაზაფხულის მოსვლას და უსურვებდნენ კარგ მოსავალს.
ყველაზე ცნობილი სააღდგომო კვერცხი დამზადებული იქნა 1883 წელს და მას ფაბერჟეს კვერცხის სახელით ვიცნობთ.
ყველაზე დიდი სააღდგომო კვერცხი მდებარეობს კანადაში. ის 2 ტონას იწონის და მისი სიმაღლე 8 მეტრს აღწევს.
კათოლიკებისთვის აღდგომის სიმბოლო არის კურდღელი. კათოლიკ ბავშვებს სჯერათ, რომ თუ კარგად მოიქცევიან აღდგომის კურდღელი მივა მათთან სახლში და სააღგომო კვერცხებს დადებს ბუდეში.