ზოგიერთ მამაკაცს ღალატი სისხლში აქვს გამჯდარი. ეს მათი ცხოვრების წესია. ასტროლოგები გამოყოფენ რამდენიმე ნიშანს, რომლებიც ყველაზე მეტად არიან მიდრეკილნი ღალატისკენ. სტატიაში სწორედ ასეთ მამაკაცებზე გვაქვს საუბარი.
ზოდიაქოს პირველი ნიშანი – ვერძი, ვერ ეგუაება ცხოვრების გაუფერულებას, ერთფეროვნებას. შესაბამისად, ცდილობს სხვასთან მონახოს ბედნიერება. კურო გიღალატებთ თუ თქვენგანაც არ მიიღებს ისეთ სიყვარულს, როგორსაც თვითონ ავლენს თქვენს მიმართ. ტყუპმა მამაკაცმა შესაძლოა გიღალატოთ იმიტომ, რომ თქვენთან მოსწყინდა. რაც შეეხება კირჩხიბს, ის გამუდმებით უკეთესის ძიებაშია, თუ გიღალატათ, გამოდის, რომ მან თქვენზე უკეთესი ვინმე ნახა (ეს მისი გადმოსახედიდან). თუ ეჭვიანობის დარამატულ სცენებს მოუწყობთ, ლომი აუცილებლად გაიხედავს გვერდით. ქალწული მამაკაცები ხშირად ღალატობენ, მაგრამ საოცსრი ოსტატობით ახერხებენ ამის დაფარვას. სასწორს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ქალი უყვარდეს, თუ არცევანის წინაშე დააყენებთ, შესაძლოა მან თქვენთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიიღოს. მორიელს ისევე ადვილად გადაუყვარდება ხოლმე ადამიანი, როგორი ადვილადაც უყვარდება. სიყვარულის გარეშე თანაცხოვრება მორიელისთვის წარმოუდგენელია ამიტომ მიდის და სხვაგან ეძებს სიყვარულს. მშვილდოსანს თუ უღალატებთ, ამას არ შეიმჩნევს მაგრამ თავადაც ღალატით გიპასუხებთ და გულს უფრო გატკენთ. თხის რქა იშვიათად ღალატობს ცოლს. თუმცა, თუ გამოიჭირეთ, რაც არც ისე ადვილია, გეტყვით, რომ თქვენ უყვარხართ, სხვა ქალს კი მხოლოდ სექსის გამო ხვდება. მერწყული მამაკაცი ყველაზე მეტად განიცდის, რომ ცოსლ ღალატობს, მაგრამ ცდუნებას ვერ უძლებს. რაც შეეხება ბოლო ნიშნას, ფაქტზეც რომ წაასწროთ, თქვენი ფრთიანი ანგელოზი თევზები ისეთ ისტორიას შეთხზავს, საკუთარი ეჭვების თავად შეგრცხვებათ.