არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ზოდიაქოს ნიშანი და ამ ნიშნის მმართველი პლანეტა განსაზღვრავს ადამიანის ხასიათს, გარეგნობას და ასტროლოგები გვარწმუნებენ, რომ მეოჯახეობის ხარისხსაც კი. ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენელი ქალი ნამდვილი ოსტატია სამზარეულოში, ზოგს კი ოქროებიც რომ დაუყარო, სამზარეულში არ შევა. ერთად გავარკვიოთ, რომელია ყველაზე მეოჯახე ნიშანი.
ასტროლოგები გამოყოფენ ზოდიაქოს სამ ნიშნას, რომლებიც კარგი მეოჯახენი არიან. ესენია:
კურო – ხშირად გვესმის ფრაზა, რომ ძლიერი მამაკაცის უკან ძლიერი ქალიაო. ეს ნამდვილად ასეა, თუ ამ ქალში კურო იგულისხმება. კურო ნამდვილად ძლიერი ზურგია მამაკაცისთვის. მას აქვს უნარი გააბედნიეროს საყვარელი ადამიანი და შექმნას ძლიერი ოჯახი.
სასწორი – მოგეხსენებათ, ზოდიაქოს ამ ნიშნას უჭირს გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული ეხება პარტნიორსაც. თუმცა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სასწორი ნამდვილი ბედნიერების წყარო ხდება მამაკაცისთვის. სასწორი ყველაფერთან ერთად კარგი მეოჯახეცაა. არის მზრუნველი მეუღლე და დედა.
კირჩხიბი – არის პრეტენზიული და ბუზღუნა, თუმცა კარგი მეოჯახეა. დიასახლისისა და დედის ამპლუაში იდეალურია. კირჩხიბი ქალი მოწოდებით მეოჯახეა, ის ოჯახს პირველ ადგილზე აყენებს. კარიერა მისთვის მეორეხარისხოვანია.