სიზმრების ლექსიკონი ადამიანებს აძლევს შანსს, რომ საკუთარი სიზმრები ათასგვარი ინტერპრეტაციით შეცვალონ. ინტერაქციული სიზმრების ფორუმს ათასობით წევრი ჰყავს, რომლებიც საკუთარ სიზმრებს ყოველდღიურად აანალიზებენ და ცდილობენ ქვეცნობიერში დამალული აზრები იპოვონ. ჩვენი სიზმრების ლექსიკონის დიდი რაოდენობის სიმბოლოები ადამიანებს საშუალებას აძლევს კონცენტრირდნენ საკუთარ შინაგან სამყაროზე და თავიანთ მნიშვნელოვან საჭიროებებზე. სიზმრების გაანალიზების პრაქტიკა ერთ ღამეში არ დაწყებულა სიზმრის სიმბოლოები ჩვენს ირგვლივ ჯერ კიდევ ძვ.წ. 4000 წლიდან იყო და დროსთან ერთად იცვლება.
ახლო წარსულში სიზმრების ორმა თეორეტიკოსმა – ზიგმუნდ ფროიდმა და კარლ იუნგმა – შეცვალეს სიზმრების ანალიზისა და სწავლების მეთოდები, რადგანაც ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენდა ადამიანის გონებაზე. ორივე მათგანმა აღმოაჩინა ექსტროვერტი და ინტროვერტი ადამიანების პიროვნულობის, ტიპაჟებისა და ქვეცნობიერის კონცეფციები. ორივე მათგანს სიზმრების ანალიზის განსხვავებული მეთოდი ჰქონდა, მაგრამ დღეს იუნგის თეორიები უფრო რელევანტურად მიიჩნევა.
საინტერესო ფაქტები სიზმრებზე
- სიზმრებს უსინათლო ადამიანებიც ხედავენ.
- ჩვენ სიზმრების 90% გვავიწყდება.
- ყველა ხედავს სიზმრებს.
- სიზმრები ახდენს ფსიქოზის პრევენციას.
- ჩვენ მხოლოდ ის გვესიზმრება, რაც ვიცით და რასაც ცხოვრებაში ვხედავთ.
- ყველა ადამიანი ფერად სიმზრებს ვერ ხედავს, ზოგიერთს მხოლოდ შავ-თეთრი კადრები ესიზმრება.
- ბავშვები, დაახლოებით 3 წლამდე, საკუთარ თავს სიზმარში ვერ ხედავენ
- შეუძლიათ სიზმრებს მომავალი გვიწინასწარმეტყველონ?
რა არის სიზმრები?
ჩვენი სიზმრები არის ფიქრების, წარმოსახვებისა და ემოციების კომბინაცია. სიზმრების უმრავლესობას სწრაფი ძილის რეჟიმში ვხედავთ. ეს ეტაპი, როგორც წესი, ძილის მეოთხედ ნაწილს მოიცავს, ანუ ძილის საათების 120 წუთს. როდესაც ღამეში სრულად გვძინავს, დაახლოებით 3 ან 5 ღრმა ძილის რეჟიმი გვიწევს, ყოველი მომდევნო წინაზე უფრო გრძელია. 10 წლის ასაკიდან, ადამიანებს დღეში 4 ან 6 რამ ესიზმრებათ, ჩვენ კი გაღვიძების მომენტიდან სიზმრების 90% არ გვახსოვს. სიზმრის გახსენება მარტივია, თუკი სწორად იმოქმედებთ. ჩვენი სტატიაც სწორედ სიზმრების უკან მოხმობას დაეთმობა.
https://www.youtube.com/watch?v=Sk96Y21kxdE
სიზმრების ინტერპრეტაცია
ყველაზე უკეთ სიზმრებს ახსნა შეუძლია იმას, ვინც ეს სიზმარი ნახა. ჩვენ მოგცემთ მითითებებს და დაგეხმარებით, როგორ უნდა ამოიცნოთ სიზმრებში დაფარული სიმბოლოები. სიზმრების ინტერპრეტაცია ზუსტი მეცნიერება არ არის, თუმცა როგორც ყველაფერს, ამასაც სჭირდება მუშაობა. სიზმრების მიმართ გახსნა, ასევე გულისხმობს დღიურის შექმნასა და სიზმრებში ნანახი სიმბოლოების ჩაწერას. ყოველი სიმბოლო ყველა სიზმარს ერთნაირად არ ხსნის, როგორც, მაგლითად, გველი – ეს ქვეწარმავალი ზოგისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ზოგიერთისთვის კი – კარგ იღბალს. ეს დამოკიდებულია ცხოვრებისეულ სიტუაციასა და სიზმრის მნახველის განწყობაზე. ჩვენ მოგცემთ გარკვეულ მითითებებს, რომლებიც სიზმრის ანალიზისას უნდა გაითვალისწინოთ.
რატომ უნდა დავიმახსოვროთ სიზმრები
სიზმრების გააზრებას შეუძლია განსხვავებული პერსპექტივიდან დაგვანახოს ცხოვრებისეული თავსატეხები. ეს შეიძლება იყოს ღრმა, დამალული წინაღობა ან გარეგანი ფაქტორი, რომელიც უგულებელვყავით. სიზმრებს აქვს სწორი მეტაფორების შერჩევის პოტენციალი. შესაძლებელია განმეორებად სიზმარში რაიმე აზრი იდოს? დიახ, არის შანსი, რომ ეს გამოხატავდეს რაიმე პრობლემას, რასაც ყურადღებას არ ვაქცევთ. შენ იღებ სასიცოცხლო ინფორმაციას, რომელიც გაღვიძებისას ადვილად ხელმისაწვდომი არაა, და ზოგჯერ მომავლის განსაზღვრაც შეგიძლია. შენ გაიზრდი ცოდნას, თვითცნობიერებას და შეძლებ თვითმკურნალობას, თუკი ხშირად ივარჯიშებ სიზმრების გახსენებაში.
სიზმრები
სიზმრები ყოველთვის მისტიკური ფენომენი იყო. სხვადასხვა დროს ბევრი ვარაუდი არსებობდა სიზმრების შესახებ. ზოგი ამბობს, რომ სიზმარი ჩვენი არაცნობიერის გზავნილია ცნობიერისთვის, ამ გზავნილებს კი ჩვენი სწორი გზით წაყვანა შეუძლიათ. სხვებს სწამთ, რომ სიზმარი უბრალოდ სიზმარია, რეალური მნიშვნელობის გარეშე. ბევრი იმდენს ფიქრობს, რომ ჰგონიათ, სიზმრები ზეციური ძალების წინასწარმეტყველებაა. ყველანაირი მოსაზრება გასაგებია, რადგან სიზმრის ინტერპრეტაცია და სიმბოლოები პოპულარული თემაა განსახილველად. რაც არ უნდა იყოს სიზმრები მაინც იდუმალებით მოცული მოვლენაა მეცნიერებისთვის. რა არის მათი აზრი, თუკი საერთოდ აქვთ ეს უკანასკნელი? საერთოდ რატომ ვხედავთ სიზმრებს?
თუ ჰოროსკოპით ხართ დაინტერესებული, გირჩევთ ამ გვერდს გაეცნოთ.
მეცნიერები იწყებენ ძილისა და სიზმრის ფუნქციების შესწავლას. ზოგი მკვლევარი ვარაუდობს, რომ სიზმრები რეალურ მიზნებს ემსახურება, ზოგიერთს კი სჯერა, რომ სიზმარი მენტალობის, ემოციური და ფიზიკური კარგად ყოფნის შემადგენელი ნაწილია. ერნეს ჰოფმანი, ბოსტონის ნიუტონ ველესლის ჰოსპიტალის ძილის აშლილობათა ცენტრის დირექტორი, ვარაუდობს, რომ (ეს დამტკიცებული არ არის) სიზმრის ფუნქცია მეხსიერების სისტემაში ახალი მატერიების ჩანერგვაა, რაც ამცირებს ემოციურ აღრევას და გვეხმარება სტრესული სიტუაციებისგან გამოწვეული ტრავმების დაძლევაში.
რატომ ვხედავთ სიზმრებს?
ფსიქოანალიტიკური ახსნა: არსებობს რამდენიმე პოპულარული თეორია, რატომაც ვხედავთ სიზმრებს: მათგან ფსიქოანალიტიკური და აქტივაციურ-სინთეზური ყველაზე პოპულარულია. ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიტიკურმა თეორიამ სიზმრებზე შემოგვთავაზა ვარაუდი, რომ სიზმრები ქვეცნობიერის სურვილების, ფიქრებისა და მოტივაციების გამოძახილია. ფროიდის ფსიქოანალიტიკური ხედვის თანახმად, ადამიანები იმართებიან აგრესიისა და სექსუალური ინსტიქტებისგან, რაც ჩვენი ცნობიერებითაა ჩახშობილი. რადგანაც ეს ფიქრები ცნობიერში არ ვლინდება, ფროიდი ვარაუდობს, რომ ისინი თავის გზას სიზმრებში პოულობენ. ფროიდმა დაწერა, რომ სიზმრები რეპრესირებული სურვილების ,,შენიღბული გამოხატულებაა’’. მან ასევე აღწერა სიზმრის ორი სხვადასხვა კომპონენტი: აშკარა შინაარსი და ლატენტური შინაარსი. აშკარა შინაარსი არის რეალური კადრები, ფიქრები, წარმოსახვები, რომლებიც სიზმრებში გვხვდება, ხოლო ლატენტური შინაარსი არის სიზმრების ფარული ფსიქოლოგიური მნიშვნელობა.
აქტივაციურ-სინთეზური: ამ თეორიის მიხედვით, ტვინის წრებრუნვები სწრაფი ძილის რეჟიმის დროს აქტიურდება, გონება ახდენს გარეგანი აქტივობების სინთეზირებას და ინტერპრეტაციას და ცდილობს იმ არსებული სიგნალების მნიშვნელობას მიაგნოს, რომლებსაც სიზმარში ვხედავთ. ძირითადად, ტვინი ეძებს უმნიშვნელო სიგნალებს და მათგან ისტორიას ქმნის – აჯამებს რა ზოგიერთი სიზმრის დანაწევრებულ და უშინაარსო ხასიათს. ეს მოდელი ვარაუდობს, რომ სიზმრები ტვინის მიერ დაგროვილი სიგნალების სუბიექტური ინტერპრეტაციაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიზმრები უაზროა. ამ პროცესის შედეგად შესაძლოა ახალი და უნიკალური იდეების წარმოშობა.
ფრანკენშტეინი მერი შელბის ფრანკენშტეინი სიზმრისგან იყო შთაგონებული: ,,მე ვიხილე ფერმკრთალი მანკიერი ხელოვნების მოსწავლე, რომელიც თავისივე ნამუშევრის წინაშე იჩოქებდა. მე ვიხილე საზიზღარი ფანტასმაგორია დაუფასებლად მომუშავე კაცის, რომელიც ძლიერად ამუშავებდა და ანჯღრევდა ძრავას, შფოთიანი და ნახევრად სიცოცხლისუნარიანი მოძრაობით. საზარელი უნდა იყოს ეს; თუმცა უფრო საზარელი ნებისმიერი ადამიანის მცდელობაა ფარისევლურად იწამონ ბრწყინვალე შემოქმედის მიერ შექმნილი სრულყოფილი სამყაროსი.’’
საკერავი მანქანა: ელიას ჰოუვმა საკერავი მანქანა 1845 წელს შექმნა. მას ამ საჭიროების იდეა ტანსაცმლის ნაჭრების შეწებების სურვილმა გაუჩინა, თუმცა არ იცოდა ეს როგორ ექნა. ჰოუვის სიზმარში კანიბალები მის მოხარშვას და შეჭმას აპირებდნენ, თან ცეცხლის გარშემო ცეკვავდნენ და შუბებს იქნევდნენ. ჰოუვმა შეამჩნია, რომ შუბების თავებზე, ბასრ ნაწილში, პატარა ნახვრეტი იყო. შუბის ზემოთ და ქვემოთ ქნევამ და ნახვრეტმა გაღვიძებულ ჰოუვს იდეაც გაუღვიძა. ძაფისა და ქსოვილის საკერავი ნემსის ქვეშ გატარება იყო ის აზრი, რამაც მას მექანიკური მანქანა შეაქმნევინა.
ბენზოლი მეცნიერმა ფრიდრიხ ავგუსტმა აღმოაჩინა ბენზოლის ერთი შეხედვით არარსებული ქიმიური სტრუქტურა (C6H6), როცა მას დაესიზმრა გველები, რომლებიც საკუთარ კუდებს ყლაპავდნენ.
Yesterday: პოლ მაკარტნი ირწმუნება, რომ ბითლზის სიმღერის მელოდია სიზმარში შექმნა; სიმღერა არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოსმენადი და პოპულარული მუსიკის ისტორიაში.
სიზმრის ინტერპრეტაცია
სიზმრის ინტერპრეტაცია სპირიტუალობაში უკვე ათასწლეულებია პოპულარული პრაქტიკაა. სიზმრებს რელიგიის წარმომადგენლებიც განიხილავენ. სიზმრის ინტერპრეტაცია XIX საუკუნეში ფსიქოანალიზის ნაწილი იყო; აღიქმებოდა, რომ სიზმრის აშკარა შინაარსი გამოხატავდა სიზმრის მნახველის ფსიქიკის დამალულ აზრებს. სიზმრების ინტერპრეტაციის ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი ზიგმუნდ ფროიდია.
10 ყველაზე გავრცელებული სიზმარი
როგორც ზემოთ ვთქვით, თითოეული ჩვენგანი ხედავს სიზმარს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, სიზმარი, რომელიც წინა ღამეს ნახეთ, შეიძლება იყოს პასუხი თქვენს კითხვებზე. სიზმარმა შეიძლება გვიპასუხოს ისეთ კითხვებზე, რომელთა პასუხებსაც დიდი ხანია ვეძებთ ცხოვრებაში.
მე მწამს, რომ სიზმრები ერთერთი ყველაზე მისტიური და გამაოგნებელი ნაწილია ადამიანის და სწორი ინტერპრეტაციით შესაძლებელია მომავლის სწორად დაგეგმვა.
გთავაზობთ 10 ყველაზე გავრცელებულ სიზმარს და მათ მნიშვნელობას:
1. სიზმარი, რომელშიც ვიღაც ან რაღაც მოგდევთ, თქვენ კი გარბიხართ: ნიშნავს, რომ თქვენ ცდილობთ გაექცეთ თქვენს პრობლემებს ცხოვრებაში, ნაცვლად იმისა, რომ თვალი გაუსწოროთ და მოაგვაროთ. შესაძლოა თქვენი ტვინი ცდილობს შეგატყობინოთ, რომ გაქცევა არ არის ყოველთვის გამოსავალი.
2. სიზმარში ვარდნა: თუ სიზმარში სიმაღლიდან ვარდებით ნიშნავს, რომ თქვენი რეალური ცხოვრება ძალიან დაძაბულია, მოდუნება და განტვირთვა გჭირდებათ.
3. სიშიშვლე სიზმარში: თუ სიზმარში შიშველი ხართ ან ხედავთ შიშველ ადამიანს ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში თავს დაუცველად, შერცხვენილად ან დამცირებულად გრძნობთ. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, თუ ჩვენ თავს ვხედავთ შიშველს სიზმარში, შესაძლოა ჩვენი ქვეცნობიერი სულიერი თავისუფლებისკენ და ყოველდღიური რუტინისგან განთავისუფლებისკენ გვიბიძგებდეს.
4. გამოცდებში ჩაჭრა: თუ სტუდენტი ხართ, მაშინ მსგავსი ტიპის სიზმარი თქვენთვის შეიძლება უცხო არ იყოს. თუ სიზმარში გამოცდას აბარებთ და იჭრებით, გამოწვეულია სტრესით და დაძაბულობით, რაც სწავლის და შესაბამისად, გამოცდების პროცესს ახლავს თან. გირჩევთ, რომ მოდუნდეთ, მეტად ირწმუნოთ საკუთარი თავის და მეტი იმეცადინოთ. სიზმარში თუ ჩაიჭერით გამოცდაზე, სულაც არ ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაშიც იგივე გემუქრებათ.
5. სიზმარი, როცა გგონია რომ გაიღვიძე, მაგრამ სინამდვილეში ისევ გძინავს: იღვიძებ დილით, იწყებ მომზადებას, იხეხავ კბილებს, იცვამ ტანსაცმელს, საუზმობ და გადიხარ სამსახურში ან სკოლაში, მაგრამ რეალურად ჯერ არ გაგიღვიძია. თუ ხშირად ხედავთ მსგავსი ტიპის სიზმრებს, ნუ შეშინდებით. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმის გამო, რომ ძალიან ბევრს ფიქრობთ მომდევნო დღეზე, ისტრესებით და თქვენი ტვინიც სიზმარში ახდენს სტრესის გადახარშვას, რათა რეალურ ცხოვრებაში მოგეხსნათ დაძაბულობა.
6. გველი სიზმარში: თუ ლამაზ, მიმზიდველ გველს ნახულობ სიზმარში და იგი გიკბენს, ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში იმედგაცრუება და ტკივილი გელოდება. შესაძლოა მომავალში ისეთ განსაცდელს გადაეყარო, რომელიც დიდ ტკივილს მოგაყენებს. სიზმარში გველის მოკვლა კარგის ნიშანია. ამით თქვენს მომავალ განსაცდეს ღირსეულად გაუმკლავდებით და ყველაფერს უმტკივნეულოდ მოაგვარებთ.
7. მფრინავი სიზმრები: ალბათ ყველაზე სასიამოვნო სიზმარია, როცა დაფრინავთ. ნაზად დაჰქრით ღრუბლებში, აიჭრებით ზეცისკენ და არც გინდათ, რომ გამოგეღვიძოთ. ამ ტიპის სიზმრები არც არაფერს ნიშნავს. უბრალოდ ტვინის სიგნალია რელაქსაციისთვის.
8. სიზმარი, როცა გაქცევა არ შეგიძლია: არ აქვს მნიშვნელობა როგორ ცდილობ, მაინც ვერ გარბიხარ. თუ ამ ტიპის სიზმარს ხედავთ ნიშნავს, რომ დაბალი თვითშეფასება გაქვთ, უკმაყოფილო ხართ თქვენი ცხოვრებით და გინდათ მეტს მიაღწიოთ.
9. მიცვალებული სიზმარში: თუ სიზმარში მიცვალებულს ელაპარაკები ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება გაგიფუჭდეს. შესაძლოა საყვარელ ადამიანს დაშორდე ან უახლოესმა მეგობარმა მიგატოვოს.
10. მკვლელობა სიზმარში: თუ სიზმარში ხედავთ, რომ ვიღაც მოკალით ან მკვლელობის შემსწრე გახდით, ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში ვიღაცის მიმართ აგრესია გაქვთ. გირჩევთ მეტად აკონტროლოთ თქვენი გრძნობები და არ მისცეთ არავის უფლება დაგიბინძუროთ აურა.
სიზმრის ტიპები
უკვე გასაგებია, რომ სიზმრები ადამიანიც ცხოვრების ნაწილია. არსებობს სიზმრები, რომლებიც ძალიან გავს ერთმანეთს. ზოგჯერ ეს დამოკიდებულია კულტურაზე ან ადგილმდებარეობაზე, თემატური სიზმრების გადათარგმნა კი ერთი საზოგადოებიდან მეორეზე ხდება. ეს სიზმრები პოპულარულია სიზმრების ინტერპრეტაციის მოყვარულებს შორის, რომლებიც მათ აზრს ეძებენ.
გამოდევნება სიზმარში: ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიზმარია, როცა იღვიძებ და კვლავ შფოთავ სიზმრად ნანახის გამო. გაქცევა ერთ-ერთი ინსტიქტია, როცა ცოცხალ არსებას საფრთხე ემუქრება. ასეთ სიზმრებში სცენარის მიხედვით შენ გაურბიხარ მდევარს, ან ცხოველს, ან მონსტრს ან უცხო საგანს, რომელსაც შენი ტკენა ან შესაძლოა მოკვლა უნდა. შესაბამისად, შენ გარბიხარ, იმალები ან ცდილობ მოატყუო მდევარი.
გამოცდის/ტესტის სიზმარი: ასეთ სიზმარში რთული ტესტის წერა გვიწევს, ეს გვიწევს შფოთვას, გვანერვიულებს. შესაძლოა იგრძნოთ, რომ სწორ პასუხებს ვერ წერთ ან ტესტი ძალიან გაუგებარ ენაზეა. დრო კი სწრაფად გადის, შენ კი ვერაფერს ასწრებ. ზოგჯერ სიზმარში გამოცდაზე ვაგვიანებთ, ან წერის დროს მელანი გვითავდება. საბოლოოდ კი ტესტში ვიჭრებით. შესაძლოა სკოლა წლების დამთავრებული გვქონდეს, თუმცა ამას მაინც ვხედავდეთ სიზმარში.
დაცემა სიზმარში: ესეც ერთ-ერთი გავრცელებული სიუჟეტია. პოპულარული მითის საპირისპიროდ, შენ რეალურად არ დაიღუპები თუკი გაღვიძებას ვერ მოასწრებ.. მაგრამ ჩვენ ასეთ სიზმრებში მაინც სულ გვეღვიძება. ეს ინსტიქტია.
ფროიდის თეორიის მიხედვით, სიზმარში დაცემა გვაჩვენებს, რომ სექსუალურ იმპულსებში ხართ გადაშვებული.
მფრინავი სიზმრები: ეს საკმაოდ სასიამოვნო და სათავგადასავლო სიზმარია. ხშირად ეს თვალნათელი სიზმრების კატეგორიაში გადის. ნათელი სიზმრები მაშინ ჩნდება, რომა შენ ხვდები, რომ სიზმარში ხარ და სიზმრის მიმდინარეობის კონტროლს იწყებ. ფრენის სიუჟეტი ხშირად პირველი სიზმარია ადამიანის ცხოვრებაში.
კბილების სიზმრები: საოცრად ხშირი სიზმარია, როცა კბილები გვცვივა ან გვტყდება. ტიპური სიზმრის სცენარი მოიცავს კბილების ხელებში ჩაყრის სიუჟეტსაც, როცა ისინი სათითაოდ გვცვივა. ასეთი სიზმარი არამხოლოდ საშიში და შოკის მომგვრელია, არამედ ხშირად რეალობაშიც ძალიან გვაწუხებს ასეთი კადრების გახსენება.