მთავარი დღევანდელი ჰოროსკოპი

დღევანდელი ჰოროსკოპი

by guramus

გთავაზობთ დღევანდელი დღის ჰოროსკოპს:

♈ ვერძი – დღეს მოთმინება გმართებთ. ნუ ილაპარაკებთ იქ, სადაც არ არის თქვენი აზრის დაფიქსირება საჭირო. გახსოვდეთ, გაფუჭებული სიტუაციის გამოსწორება რთულია.


♉ კურო – დღევანდელი დღე ახლობლებთან ურთიერთობისთვის არ გამოგადგებათ. რისკი იმისა, რომ მშობლებთან იჩხუბოთ, მაღალია.


♊ ტყუპი – დღეს სილამაზესთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვარეთ. ესტუმრეთ სალონს, მაღაზიებს და იშოპინგეთ ბევრი.


♋ კირჩხიბი – დღეს საქმეში წინსვლა გექნებათ, ამიტომ ყურადღებით იყავით ახალი პარტნიორის არჩევისას და ნურც ძველებს მოადუნებთ ყურადღებას.


♌ ლომი – დღეს თვითგანვითარებაზე იმუშავეთ. დაიწყეთ იმის სწავლა, რისიც დიდი ხანია გინდათ.


♍ ქალწული – ხვალ ზედმეტად გაერთობით ისეთი თემებით, რომლებსაც თქვენს უშუალო ვალდებულებებთან არავითარი კავშირი არ აქვს. გართობა და დასვენება მშვენიერი რამაა, თუმცა ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ და საქმეზე გადაერთოთ.


♎ სასწორი – ეცადეთ, თქვენთვის მონდობილ საქმეში დახმარება არავის სთხოვოთ. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ადამიანმა, რომელიც დახმარებას დაგპირდათ, გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, თქვენამდე მოსვლა ვერ მოახერხა. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება საქმის დამოუკიდებლად გაკეთება ვეღარ მოასწროთ.


♏ მორიელი – კარგი დღეა სტუმრების მისაღებად. მეგობრებთან შესახვედრად. დღეს ყველაზე მოწყენილ ადამიანსაც კი გაამხიარულეთ.


♐ მშვილდოსანი – დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ ვალდებულებები, რათა თავისუფალი დრო სურვილისამებრ გაატაროთ. კარგი დღეა კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად.


♑ თხის რქა – სწორედ ის დროა, რომ შეისვენოთ. შეიძლება ამას ვერც გრძნობთ, მაგრამ ბოლო დროს, ძალიან გადაიღალეთ.


♒ მერწყული – შეამცირეთ ურთიერთობა თქვენთვის უასიამოვნო ადამიანებთან; დატვირთვა სამსახურში. მგზავრობა და საქმიანი შეხვედრა არ უნდა იყოს დიდხნიანი.


♓ თევზები – ყველა საქმეში შეინარჩნეთ წონასწორობა. განსაკუთრებით, ფინანსური საკითხების მოგვარებისას. მოთმინებით აღიჭურვეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას.


კიდევ ორი სიტყვით ზოდიაქოს ნიშნების შესახებ:

რამდენი უნდა ეძინოს ადამიანს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

კარგი ძილი დადებითი ხასიათის, სიფხიზლის და ახალგაზრდობის განმსაზღვრელია. მეცნიეფები ცდილობებ იპოვნონ იდეალური ურთიერთქმედება ძილსა და სიფხიზლეს შორის. სასიამოვნოა ვიდიქროთ რომ ძილის იდეალური ხანგრძლივობა 8 საათია. მაგრამ ხშირად ხდება ვისვენებთ 8 საათი და მაინც არ გვყოფნის. ასტროლოგები დარწმუნებულები არიან, რომ სხვადასხვა ნიშანს სხვადასხვა რაოდენობის ძილი სჭირდება.

როდის იგრძნობთ თავს მშვენივრად?

რამდენი უნდა ეძინოს ადამიანს

ვერძი

ვერძებისთვის რეკომენდირეებულია არანაკლებ 6-7 საათი ღამეში. ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენლებმა ენერგია მთელი დღისთვის ან ღამისთვის უნდა მოიმარაგონ.

კურო

ცელქ კუროებს ძილი არ ანაღვლებთ. მათ შეუძლიათ მხოლოდ 4-5 საათი ეძინოთ და თავი ბრწყინვალედ იგრძნონ. თან თავგადასავლებიც ეძებონ. მაგრამ, ასეთი აქტიური ცხოვრების გამო, ხანდახან 26 საათიანი გათიშვა სჭირდებათ და სჯობს არ გააღვიძოთ.

ტყუპები

იმისთვის, რომ ტყუპებმა თავი დაღლილად და გაღიზიანებულად არ იგრძნონ, რეკომენდირებულია 12 საათი ეძინოთ. რა თქმა უნდა, იშვიათადაა ამის შესაძლებლობა, მაგრამ უნდა ეცადონ 6 საათზე ნაკლები არ ეძინოთ.

კირჩხიბი

კირჩხიბი ძალიან კეთილი და სასიამოვნო ნიშანია, მხოლოდ მაშინ, თუ გამოძინებულია. ამიტომაც ეცადეთ დღეში 7-9 საათი გეძინოთ, რათა დქისვენოთ. სიკეთეზე ხომ დიდი ენერგია იხარჯება.

ლომი

ყველაზე მეფურ ზოდიაქოს ნიშანს კარგი განწყობისთვის 8 საათი ღამის დასცენება ყოფნის. მაგრამ, ბალიში მოხერხებული უნდა იყოს, საწოლი სუფთა, ჰაერი კი სასიამოვნო.

ქალწული

ქალეული ნამდვილი შრომისმოყვარეა, ამიტომაც ძილისთვის დრო არ აქვთ. მათთვის საკმარისია არაუმეტეს 6 საათი დასვენება, რათა შრომისთვის თავი მზადყოფნაში იგრძნონ. მაგრამ კვირაში ერთხელ საჭიროა 8.5 სთ ძილი.

სასწორი

სასწორები დღის განმავლობაში ბევრ ენერგიას გასცემენ სხვა ადამიანებზე. მათ დღეში 10 სთ ძილი მაინც სჭირდებათ.

მორიელი

ეს წყლის ნიშანი ყველაფრის მიმართ მომთხოვნია. იმისთვის, რომ გამოიძინოს, მას 10-12 სთ მაინც სჭირდება. მაგრამ, თუ აქვს წყარო, რონლისგანაც ენერგიას შეისრუტავს, ნახევარი საათიც საკმარისი იქნება.

მშვილდოსანი

ისინი უპრეტენზიოები არიან. 6-7 საათი ძილი ძალების აღდგენისთვის მათთვის საკმარისია. საინტერესოა, რომ ჩაძინება ნებისმიერ ადგილას შეუძლიათ.

თხის რქა

ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველაფერში სტაბილურობას აფასებენ. მათ 8 სთ ძილი მაინც სჭირდებათ. გამოუძინებლობა მათ ხასიათზე ცუდად აისახება და სავარაუდოდ გარშემომყოფებზეც.

მერწყული

ეს ნიშანი ძალიან იშვიათად ახერხებს გამოძინებას. 6 საათი საკმარისია, რომ სამყარო დაიპყრონ.

თევზები

თევზებისთვის 6 სთ ძილი საკმარისია, თუ დადებით ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებიან, 10 საათი კი მაშინ თუ რამით გაღიზიანებულები არიან.

ყველაფრის სერიოზულად მიღება რეკომენდირებული მაინც არაა. ყველანი ინდივიდუალურები ვართ. ძილის ხანგრძლივობის სურვილი შესაძლოა დამოკიდებული იყოს ასაკზე, საქმიანობაზე, დღის მანძილზე აქტიურობის ხარისხზე და შეიძლება ზოდიაქოს ნიშანზეც.


ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ქალბატონები, რომლებიც ცუდ ბიჭებს მაგნიტივით იზიდავენ

ურთიერთობის დასაწყისშ, შეყვარებულები ერთმანეთს ვარდისფერი სათვალეებიდან უყურებენ და ორივე პარტნიორს სურს მეორეს თვალში უფრო ამაღლებულად გამოჩნდეს. მაგრამ როგორც კი მამაკაცები თავს უსაფრთხოდ და მშვიდად იგრძნობენ, საკუთარ რეალურ სახეს გამოავლენენ, რომელიც შესაძლოა სულაც არ იყოს მოსაწონი.

ვინ არიან ეს შენიღბული არამზადები?

ბევრი ადამიანი არ მიიჩნევს ასტროლოგიას როგორც ზუსტ მეცნიერებას, რომელიც ქცევის შესახებ ძალიან სწორ ახსნებს გვთავაზობს. ზოდიაქოს მიხედვით, ძირითადად ამ სამი ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცები ტკენენ ქალებს გულს ყველაზე ხშირად.

1. ვერძი

ვერძი მამაკაცები ლიდერებად დაიბადნენ. მათი დომინანტური თვისება არის ეგოცენტრიზმი და ცოტაოდენი აგრესია, რომელიც შესაძლოა საშიში იყოს. ისინი სიტყვებს არ არბილებენ და არ ფიქრობენ თუ როგორ ტკენენ ამით სხვას გულს. ეს ჯიუტი პირდაპირობა ხდის მათ უხეშს დად როთა განმავლობაში შეიძლება გამოიკვეთოს, რომ პარტნიორის გრძნობებს ყურად საერთოდ არ იღებენ.

2. მერწყული

მამაკაცი მერწყული საოცრად შარმიანია. ის ინტელიგენტი, ნაკითხი, მსუბუქი ხასიათის ადამიანია და თავგადასავლებისთვის მუდამ მზადყოფნაშია. უბრალოდ ერთადერთი წესი აქვს – საკუთარ თავისუფლებას არ გასწირავს. მისთვის ჩვეულებრივი ამბავია გაქრეს როცა ურთიერთობა მოსწყინდება, და დაბრუნდეს კარგი დროის გასატარებლად. მომავალი მის გვერდით შეიძლება ნათელი და ლამაზი ჩანდეს, მაგრამ მისი ბუნების წინააღმდეგაა რამისადმი მიჭაჯვა.

3. ტყუპები

რთულია ააგოთ ურთიერთობა ტყუპებ მამაკაცებთან, რადგანაც მათ ბოლომდე არ ესმით, რომ თავის მოძღვნაა საჭირო. საუბრით ტკბილები არიან, მაგრამ ამ ნიშნის წარმომადგენლები თითქმის ყოველთვის საკუთარი ინტერესების მიხედვით იქცევიან. მათ შეუძლიათ ქალისგან დაიღალონ. ამასთან, მიდრეკილნი არიან მუდმივი ცვლილებისკენ.

რომელი ქალები არიან რისკის ქვეშ?

ძირითადად სენსიტიური და გულუბრყვილო ქალები ხვდებიან არამზადებს. ძირითადად ასეთი უიღბლო ქალები ამ ნიშნების ქვეშ იბადებიან:

1. კირჩხიბი

კირჩხიბ ქალს სიყვარულის პოვნა და ოჯახი უნდა. ის ერთგულია და მზადაა იმაზე მეტი გაიღოს, ვიდრე იღებს. ის პარტნიორის ნაკლს ვვერ ხედავს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მოწოდებულია მხარი დაუჭიროს და დაიცვას. ხშირად ეკარგება ზღვარი ზრუნვასა და კონტროლს შორის და არ იცის როდის თქვას “არა”. ურთიერთობიდან გასვლა თავად არ გამოსდის რაც არ უნდა ნაძირალასთან ცხოვრობდეს, იმედოვნებს, რომ გამოსწორდება. თუმცა, ხანდახან ჩანაცვლება შეუძლია.

2. ქალწული

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ინტელიგენტი და შორსმჭვრეტელია, ქალწული ქალის მანიპულირება მაინც ადვილია. მათ უყვართ ქება და ფარისეველი არამზადები ხშირად ამით სარგებლობენ. ქალწული თავის შეცდომებზე სწავლობს, მაგრამ ცუდი ბიჭები მას ისე ეკრობიან როგორც მაგნიტს. ქალწულ ქალებს ხშირად უღირსი მამაკაცები უყვარდება – ჯერ ეჩვევიან და შემდეგ იტანჯებიან.

3. თხის რქა

თუ არამზადა ჭკვიანია და კარგი იუმორის გრძნობა აქვს, რაციონალური თხის რქა ქალი მის ნამდვილ ბუნებას ვერ დაინახავს. მისი პარტნიორი საინტერესო და ოპტიმისტი უნდა იყოს. ისინი არ ფიქრობენ რომ მამაკაცთან უიღბლოები არიან, რადგანაც სჯერათ, რომ უყვართ.

ნებისმიერი ქალი, რომელიც ცხოვრებაში არამზადას შეხვდება – მთავარი მიზანია ეს დროულად დაადგინოს, დაემშვიდობოს და ნეგატიური გამოცდილებიდან ისწავლოს.