მთავარი ლომი

ლომი

by guramus

ივლისი 23 – აგვისტო 22
ამაყი, თამამი, ამბიციური
ელემენტი: ცეცხლი
პოლარობა: პოზიტიური
ხარისხი: უძრავი
მმართველი პლანეტა: მზე
მმართველი სახლი: მეხუთე
ფერი: ოქროსფერი
იღბლიანი ქვა: კარნელიანი
ყვავილი: მზესუმზირა
საუკეთესო სასიყვარულო მეწყვილე: სასწორი.

თამამი, ჭკვიანი, თბილი და მამაცი ცეცხლის ნიშანი, ლომი, ზოდიაქოს ბუნებრივი ლიდერია. მზადაა დაამარცხოს უსამართლობა და საკუთარი სახელი დიდიხნით დაიმკვიდროს. მაღალი თვითშეფასების მქონე ლომებმა იციან, რომ შესაშურ ხასიათს ფლობენ და საკუთარი თავით ამაყობენ. მათ არ სჯერათ ცრუ თავმდაბლობის და პირველები იქნებიან, რომლებიც საკუთარ თავს კარგად შესრულებული სამუშაოსთვის შეაქებენ. მათ ზუსტად იციან, რომ დაფასებისა და თაყვანისცემის მოპოვებისთვის საქმეში როგორც ლიდერებმა, სათანადო ძალისხმევა უნდა ჩადონ.
მაგრამ, მათთვის ყველაფერი მძიმე სამუშა არაა. გულითადი და ენერგიული ლომი წარმატებას სოციალურ ინტერაქციაში აღწევს და მეგობრობის გაჩენის პრობლემა არ აქვს. მაგრამ, შესახვედრად დროის გამოყოფის მოთხოვნა მათთან ცოტა რთული საკითხია. ლომები საკუთარ თავს პირველ რიგში აყენებენ და იმ გეგმებზე უარს იტყვიან, რომლებიც მათ დღის წესრიგში არ ჯდება, ან სიამოვნებას არ მიანიჭებთ. ამ თვისებამ ქედმაღლობის რეპუტაცია შეუქმნათ. მაგრამ, თუ ლომი თქვენთან დროის გატარებას ირჩევს, დარწმუნებული იყავით, რომ ეს მას უნდა.
ლომები ყველა საკითხის მიმართ ვნებიანები არიან, რა თქმა უნდა ურთიერთობებშიც. მათი კრედოა იყვნენ საუკეთესო პარტნიორი, ვინც კი მანამდე გყოლიათ. უყვართ გარკვეული ჟესტები და მთელ სამყაროს აჩვენებენ როგორი ყურადღებიანები და მზრუნველები შეუძლიათ იყვნენ. უარს ვერ ამბობენ თანხების ხარჯვაზე და ხშირად ყიდულობენ საყვარელ ადამიანს დიდ და საუკეთესო საჩუქრებს. ლომი თავგადასავლების მოყვარულია და სოციალურ ცხოვრებასა და მოგზაურობას შორის ბალანსის დაცვას ცდილობს. მუშაობა და გარეგნული იერსახე ამ ნიშნისთვის ძალიან მნიშვნელოვნელოვანია, ამიტომაც ყველაფერს გააკეთებენ სასურველი სამსახურის თუ სტატუსის მოსაპოვებლად, მაშინაც კი თუ ეს მათი დროის შეწირვას გულისხმობს.
ლომები არასდროს არიან უხეშები, მეგობრობას და ზრდილობას ყველას აჩვენებენ. სანამ ლომის პიროვნულობით ყველა კმაყოფილი არ იქნება, ლომი საკუთარი თავის ყველაზე მკაცრ გამკრიტიკებლად გვევლინება. ყოველ დღეს იღებს როგორც გამოწვევას იყვნენ საუკეთესოები და უფრო გულადები ვიდრე შეუძლიათ.

ლომის დევიზი
“თუ იცი გზა, მიყევი მას და აჩვენე სხვებს – შენ ლიდერი ხარ“
ლომები მშვენიერები არიან! მათი ლათინური დასახელება ყველაფერს ამბობს:
L ლიდერი
E ენერგიული
O ოპტიმისტი

ლომის საუკეთესო თვისებები
ბუნებრივი ლიდერი, ლომი შთააგონებს სხვებს რომ უკეთესები იყვნენ. მაგრამ, ძალასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც მოდის. ლომებს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ და მათზე გავლენა აქვს ფაქტს, თუ რას მოელიან სხვა ადამიანები მისგან. ასევე, ამ ნიშანს ხმამაღალი შინაგანი ხმა აქვს, რომლის მოსმენასაც სწავლობს, განსაკუთრებით არასწორი ნაბიჯის გადადგმისას – ეს მისთვის ცხოვრებისეული გაკვეთილია, რაც უფრო ძლიერს და დრეკადს გახდის.

ლომის უდიდესი გამოწვევები
ლომები ცნობილები არიან თავიანთი ხმამაღალი ყვირილით. ისწავლონ ჩუმად ყოფნა და მოსმენა მათთვის ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მოსმენილი საუბარი მათ დამოუკიდებლობასა და დარწმუნებულობას აზრობრივად არ ეთანხმება. ხანდახან შესაძლოა იხეირონ რამდენიმე წამის, წუთის თუ დღის აღებით იქამდე, სანამ გარკვეულ საკითხზე საკუთარ გადაწყვეტილებას გააცხადებენ. გამოიკვლიოს ყველა მხარე, მიმართონ სიფრთხილეს და ისწავლონ სხვა ადამიანების გამოცდილებიდან… ლომისთვის არსებითია იყოს მაქსიმალურად ძლიერი ლიდერი.

ლომის საიდუმლო იარაღი
გამცემი ბუნება. ბევრი ადამიანი ვარაუდობს, რომ ლომებს მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებთ. მაგრამ, გარეგნობა ცრუობს. ლომის საიდუმლო იარაღია სიყვარულის, ერთგულების და სიკეთის უსაზღვრო ნიჭი.

5 მიზეზი, რატომ უნდა იამაყოთ ლომად ყოფნით
გეგმავთ თუ არ გეგმავთ, თქვენ მუდამ ყურადღების ცენტრში ხართ. მიიღეთ სიამოვნება ამისგან.
დებატებში თქვენი ხმა გადამწყვეტი და ჟღერადია. შეგწევთ უნარი დაანახოთ ადამიანებს თქვენი მხარე და ხშირად დაითანხმოთ კიდეც. შეგიძლიათ საკუთარი ხმის გამოყენება კარგი საქმისთვის.
არასდროს იცლებით ენერგიისგან. 20 წუთიანი წათვლემაც კი მთლიანად დაგტენით იმისთვის, რომ მთელი ღამე იცეკვოთ.
თქვენ ხართ ნიშანი, რომელიც ერთ-ერთი პირველი გადადგავს ნაბიჯს და იმოქმედებს ან ისაუბრებს თუ საქმე უსამართლობას ეხება, ასევე, კეთილი ბუნება გაქვთ, რისი მეშვეობითაც ადამიანები ადვილად გენდობიან.
კარგი ცხოვრება გიყვართ. ბევრს მუშაობთ თქვენი ფულისთვის. რატომ არ უნდა ისიამოვნოთ მათი კარგ რამეში დაბანდებით? თუნდაც ყველაზე მბრწყინავი აქსესუარების და სამოსის შესაძენად.

ცნობილი ლომები
ბარაკ ობამა, ლეონარდო დიკაპრიო, მილა კუნისი, დენიელ რედკლიფი, ჯოან როულინგი, კრის ჰემსვორტი, ჯენიფერ ლოურენსი, მადონა

ლომების მეგობრობის სტილი
„მეგობრები“ ლომების ერთ-ერთი საყვარელი სიტყვაა და მათი შეგროვებით ცნობილები არიან, მაგრამ არა საქმიანი გზით. ლომი ჭეშმარიტად გიჟდება სხვა ადამიანებზე და ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს იცნობ, ცხოვრება უფრო მარტივი ხდება. ლომები ადვილად მოგცემენ ტელეფონის ნომერს, მალე დაგიმატებენ სოციალურ ქსელებში და სადმე მიგიწვევენ. მაგრამ, ლომის ღრმა დონეზე გაგება ნამდვილად გამოწვევა შეიძლება იყოს. დამწყებთათვის რთული იქნება მოიხელთონ ის მისი სოციალური გრაფიკის გადამკიდე. მიუხედავად იმისა, რომ ლომები მეგობრულები არია, საკუთარ შინაგან ემოციურ სამყაროს არ გაგიზიარებენ, სანამ თქვენთან რეალურად ახლოს არ იქნებიან. თქვენს სოციალურ წრეში ლომი ღირებული რგოლი იქნება და როცა საიდუმლოებებს გაგიმჟღავნებთ, მოუსმინეთ და თავი პატივდადებულად იგრძენით.

საუკეთესო მეგობარი: მშვილდოსანი
თავდადებული მეისრეები საკუთარ მეწყვილეს ლომში პოულობენ. ორივე ცეცხლის ნიშანია, ეს ორი ვნებიანი ინდივიდი თავგადასავლების სურვილით ივსება. ლომს ბრბო უყვარს, მშვილდოსანს მარტოსული მგლის მსგავსად სიარული ხიბლავს და ერთმანეთის მიმართ გაზიარებული სათავგადასავლო ბუნება საოცრად დინამიური ხდება, რომელიც მათ ერთგულ მეგობრებად აყალიბებს. ლომი და მშვილდოსანი ერთმანეთის საუკეთესო მხარეებს გამოკვეთენ და შეუჩერებელ წყვილს ქმნიან. მათ ბევრი რამ აქვთ საერთო. ორივე შესრულების ექსპერტია და იციან, როგორი ადამიანები სურთ რომ გახდნენ. შეიძლება ერთად სადმე გამეგზავრონ ან უნრალოდ წყნარი საუბარი გააბან ჭიქა ყავაზე.

როგორ დავუმეგობრდეთ ლომს
იყავით თამამი. ლომს უყვარს ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ ხმამაღლა ცხოვრების და ყურადღებას აქცევენ იმას, კომპლიმენტებს თუ ეტყვით. ლომებს ქება ძალიან მოსწონთ.

როგორ შევინარჩუნოთ ლომთან მეგობრობა
გამოჩნდით. თუ ლომმა წვეულებაზე სხვა ათას ნაცნობთან ერთად დაგპატიჟათ, მიდით. ლომს გეგმების დაწყობა და გასართობად გასვლა უყვარს და სახლის მოყვარულ ან სურვილის არ მქონე ხალხთან საქმეს არ დაიჭერს.

3 მიზეზი, რატომაა ლომი ბრწყინვალე მეგობარი
ბუნებით კეთილი ლომი მუდამ გაგაოცებთ სპონტანური საჩუქრებით, იქნება ეს წერილი თუ რამე უფრო დიდი.
ეს ნიშანი წვეულების სიცოცხლეა, რაც ნიშნავს, რომ მასთან ერთად საუკეთესო დროს გაატარებთ.
ლომი თქვენს ცხოვრებას არ დატოვებს. ბევრს იცინებთ ძველ დროზე და სიყვარულსაც თამამად გამოხატავს.

ლომების ჯანმრთელობა
ლომის დაავადება: სიცხე
ლომის სიძლერე: მენტალური სიმამაცე
ლომის სისუსტე: ზედმეტობები. ლომს სურს, რომ ყოველთვის საუკეთესო იყოს და არ შეუძლია უარი თქვას წამალზე, დიეტაზე ან სასმელზე, რომელიც მათ პოტენციალის ზრდას პირდება.

საუკეთესო ფიტნეს რუტინა ლომისთვის
ლომს უყვარს ატმოსფერო, სადაც სხვები ხედავენ ან მოდური სავარჯიშო ჯგუფი. პოულობს სათანადო სპორტულ სამოსს, რათა საკუთარი თავი ძალისხმევისთვის დააჯილდოვოს და მოტივაცია მისცეს. ლომს შეჯიბრი უყვარს და მარტო ვარჯიშით მოიწყენს. მეგობარი, ჯგუფი ან პერსონალური ტრენერი დაეხმარება ფიტნეს მიზნები მოწოდების სიმაღლეზე აიყვანოს.

ლომის მაღალ ტემპერატურაზე
ამ ცეცხლის ნიშანს გული მართავს. ამიტომაც, მათი მენტალური და ფიზიკური გამოცდილება არსებითად დაკავშირებულია ერთმანეთთან. ემოციური საკითხები მაღალი ტემპერატურის სახით იჩენს თავს და ერთ დღეს საწოლში გაატარებინებს. ისინი ცნობილები არიან მაღალი სიცხეებით და ხშირად სხვა სიმპტომების სიმწირით. ემოციურ პრობლემებზე საუბარი მათი დაიგნორების ნაცვლად, ხელს შეუწყობს ტემპერატურის დაწევას და დაეხმარებათ თავი უკეთ იგრძნონ.

10 გზა იმისთვის, რომ ლომებმა ცუდად ყოფნა დაამარცხონ
როცა ლომი ცუდ ხასიათზეა, გარშემო ამას ყველა გრძნობს. ეს ზოდიაქოს ნიშანი შეუძლოდ ყოფნას ადამიანებთან შეღრენით გამოხატავს, არის სარკასტული და დროს მარტოც ატარებს, რაც სოციალურ ლომს უფრო ცუდ ხასიათზე ამყოფებს. წარმოგიდგენთ 10 პროდუქტიულ გზას, რათა ლომებმა განწყობა გამოიკეთონ და საკუთარ თავს სწრაფად დაუბრუნდნენ:

დაკავდით ფიზიკური თავშესაქცევით. იქნება ეს სირბილი, სეირნობა, იოგა… ლომებს ემოციების და ბრაზის რაიმე აქტივობაში სუბლიმირება სჭირდებათ.
იტირეთ. ზოგადად ლომები თავიანთ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე არასდროს ტირიან, მაგრამ სევდიანი ფილმის ნახვა დაგეხმარებათ გამოუშვათ ემოციები გარეთ და გონება პრობლემებისგან ცოტა ხანი მაინც მოწყვიტოთ.
გადით გარეთ. დაიპატიჟეთ თავი მეგობართან ერთად რაიმე ღონისძიებაზე ან წვეულებაზე ან წადით ბარში უცხოებთან ერთად. სოციალიზაცია ლომებს თამაშში დასაბრუნებლად დაეხმარებათ.
წაიკითხეთ ძველი იმეილები. ლომს ნოსტალგიური შემოტევები აქვს და ძველი წერილების წაკითხვა მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან კარგ დროს სასიამოვნოდ გაახსენებს.
ჩაეხუტეთ შინაურ ცხოველს. ლომებს სხვა ცოცხალი არსებები უყვართ და ხანდახან, ძაღლს ან კატას შეუძლია გაიგოს ამ ნიშნის შინაგანი განწყობა, რა სჭირდება მას კონკრეტულ მომენტში და თანაც ისე, როგორც არცერთ ადამიანს.
იყვირეთ. ჩართეთ შხაპი, დახურეთ ფანჯრები და გამოუშვით ხმა იოგებიდან. არ აქვს მნიშვნელობა თუ გარშემო არავინ იქნება, მარტო ყვირილი ჯობს კიდეც. გულგატეხილობის ამოთქმა ლომს თავს უკეთ აგრძნობინებს. სერიოზულად!
დაიცავით უფლებები. ჩამოწერეთ სია, სადაც თავს მოუყრით ყველა მიზეზს, თუ რატომ ხართ შესანიშნავი. ხანდახან ლომს თავდაჯერების წახალისება სჭირდება, ამაში სასირცხვილო არაფერია!
წამოუდექით უსამართლობას. ლომებს არ შეუძლიათ უყურონ სხვებს ტკივილში და ერთადერთი გზა გამოიყენონ თავიანთი ბრაზი და წუხილი სასიკეთოდ, მოხალისეობაა იმ საქმისთვის, რაც მათ ვნებებს პასუხობს.
იცეკვეთ, იცეკვეთ, იცეკვეთ. ჩართეთ მუსიკა, იპოვნეთ თქვენი რიტმი, შეწყვიტეთ ფიქრი და დაიწყეთ მოძრაობა.
გახდით მზარეული. ლომებს უყვართ კონტროლის შეგრძნება და სამზარეულოში გემრიელი კერძის გამოცხობა დაეხმარებათ ცოტა მეტი შეისწავლონ საკუთარ თავზე.

სამკურნალო მცენარეები ლომისთვის
გვირილა: ეს სურნელოვანი მცენარე ჩაის ჭიქაში მოხვედრისას, საპნად თუ უბრალოდ ორთქლის სახით, ლომებს დაეხმარებათ დამშვიდნენ და ფოკუსირება საკუთარი თავის მოვლაზე მოახდინონ. გვირილა გასაღებია უეცრად მოვლენილი სიცხეები დაამარცხოს.

ბარამბო: არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება: საპონში, შამპუნში, ტუჩის ბალზამში, სუნამოში, მისი სურნელი ლომებს საკუთარ ჩვეულ ოპტიმიზმს და წინსვლის სურვილს უბრუნებს ყველაზე ცუდი დღეების კრიზისულ სიტუაციებშიც კი. ეს მცენარე დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა და გაასუფთაოთ კუჭ-ნაწლავის სისტემა, რაც ამ ნიშნისთვის ბედნიერი ცხოვრების სტილის წინაპირობაა.

ტარხუნა: ეს მცენარე ლომს ეხმარება სხვებთან არსებულ კავშირებზე მოახდინოს კონცენტრაცია და გაახსენოს, რომ არავინ, არც ლომი არაა კუნძული, ყველა ერთმანეთზეა დაკავშირებული. ყველა ადამიანი კონტინენტის ნაწილია, მთავარი ღერძის შემადგენელი.

ალოე ვერა: ეს საუცხოო მკურნალი მცენარე ლომის ცეცხლოვანი პიროვნულობის ტემპერამენტს დაარეგულირებს.