იანვარი 20 – თებერვალი 18
ინტუიციური, თანამგრძნობი, არტისტული.
ელემენტი: ჰაერი
ჯგუფი: თეორიული
პოლარობა: პოზიტიური
მმართველი პლანეტა: ურანი, სატურნი
ხარისხი: უძრავი
მმართველი სახლი: მეთერთმეტე
ფერი: ფირუზისფერი
იღბლიანი ქვა: ფირუზი
მოწინააღმდეგე ნიშანი: ლომი
ჩინური ანალოგი: ვეფხვი
მერწყულები საკუთარ თავს ორნაირად წარმოადგენენ. ერთის მხრივ ხედავთ ადამიანს, რომელიც მორცხვი და წყნარია. მეორეს მხრივ კი მერწყული შეიძლება იყოს ექსცენტრიკული, ენერგიული და ურჩი. ორივე მათგანი მოაზროვნეა და სხვისი დახმარება უყვართ. მაღალინტელექტუალი ნიშანი ისეთ დამოუკიდებლობას გამოხატავს, როცა ინტუიცია ლოგიკასთან თანაბრადაა შერწყმული. მერწყულის ორივე პიროვნულ ნაწილს შეუძლია საკითხის დანახვა ცრურწმენის გარეშე, რაც მათ არაჩვეულებრივ პრობლემის გადამწყვეტებად აქცევთ. მაშინ, როცა გარშემომყოფთა ენერგიით არიან მოცულნი, ძალიან სჭირდებათ მარტო ყოფნის დროც, რათა საკუთარი თავი გამოაცოცხლონ. ამ ნიშნის მთავარი სიტყვაა – წარმოსახვა. მერწყულს შესაძლებლობებით სავსე სამყაროს დანახვა შეუძლია, მაშინაც კი თუ გარშემო არავინაა.
ძლიერი მხარეები
პროგრესული, ორიგინალური, ჰუმანიტარი, დამოუკიდებელი.
სისუსტეები
ზედმეტი ემოციური გამოხატულება, არ თმობს, ტემპერამენტული და დისტანციურია.
რა მოსწონს
მეგობრებთან ერთად გართობა, სხვების დახმარება, ინტელექტუალური საუბრები, ბრძოლა გამოწვევებისთვის და ადამიანის მოსმენა.
რა არ მოსწონს
ლიმიტირება, თავის მარტოსულად გრძნობა, შეუსრულებელი დაპირებები, მოსაწყენი ან მომაბეზრებელი სიტუაციები, ადამიანები, რომლებიც არ მას ეთანხმებიან.
ქარიზმატული ნიშნები
კარგი გარეგნობა, ლამაზი თვალები, თხელი სახე, გამხდარი აღნაგობა.
საუკეთესო გარემო
ნებისმიერი კრება, სადაც ადამიანები საკუთარ აზრებს და იდეებს ცვლიან.
სიყვარული და სექსი
ინტელექტუალური სტიმულაციები მერწყულისთვის ერთგვარი აფროდიზიაკია. არაფერია უფრო სასურველი, ვიდრე მრავალფეროვანი საუბარი კულტურასა და სამომავლო შესაძლებლობებზე. როცა საქმე სიყვარულს ეხება, მერწყულებს მოსწონთ ადამიანები, რომლებსაც მათი გულწრფელობა არ აშინებთ.
ღია, გახნილი, კომუნიკაციის მოყვარული, ფანტაზიორი და რისკზე წამსვლელი – ეს თვისებები წარმოაჩენს ამ ნიშნის ცხოვრებისეულ პერსპექტივებს. გულახდილობა და პატივისცემა ბუნებრივი უნდა იყოს მათთვისაც, ვისაც ამ დინამიურ პიროვნებასთან გრძელვადიანი ურთიერთობა უნდა.
მეგობრები და ოჯახი
მიუხედავად იმისა, რომ მერწყულები ძალიან კარგად ეწყობიან ადამიანთა ჯგუფებს, მაინც დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რომ ახლო მეგობრები შეიძინონ. ღრმად სენსიტიური და მზრუნველი ნიშნისთვის სიახლოვე ნიშნავს ღირებულებას და ეს მარტივად არ მოდის.
მერწყულები პირდაპირები არიან და მათთვის ადამიანის პიროვნულობის შეცნობა ნამდვილი გამოწვევაა. ისინი, ვინც ამას შეძლებენ, აღმოაჩენენ მეგობრობას, რომელიც წლები გასტანს. მერწყული საყვარელი ადამიანისთვის თავსაც შეწირავს, თუ ეს საჭიროა. ისინი ეძებენ კრეატიულ, ინტელექტუალურ და გულწრფელ მეგობრებს.
რაც შეეხება ოჯახს, მოლოდინები აქ ნაკლები ნამდვილად არაა. ნათესავებთან პასუხისმგებლობის გრძნობით არიან დაკავშირებულნი, თუმცა იქამდე არ განავითარებენ ახლო ურთიერთობას თუ იმავეს არ მიიღებენ საპასუხოდ, რასაც მეგობრებისგან ელიან.
კარიერა და ფული
მერწყულს სამსახურში ენთუზიაზმი შეაქვს, განსაკუთრებით თუ ის ექსპრესიას ეხება. მათ აქვთ საოცარი თვისება გამოიყენონ საკუთარი წარმოსახვითი უნარები ნებისმიერ საქმეში და იფიქრონ ჩარჩოს მიღმა. ამ ნიშანს მოუხდება კარიერა, რომელიც განვითარებას, ზრდას და დემონსტრირებას ეხება. „მე ვიცი“ მერწყულისთვის საკვანძო ფრაზაა. მაღალ ინტელექტუალურ ნიშანს შეუძლია საკუთარი ნიჭის გაზიარებით, იმავე სამუშაო გარემოში სხვა ბევრი ადამიანი შთააგონოს. მერწყულებს მოსწონთ ისეთ კარიერაში ჩაძირვა, რომელიც ადამიანებს სარგებელს მოუტანს, თანაც გრძელვადიანი პერსპექტივით.
როცა საქმე ფულს ეხება, ამ ნიშანს ეხერხება დაიცვას ჯანსაღი ბალანსი საჭირო ნივთებსა და ფულის ხარჯვას შორის. როცა საშოპინგოდ მიემართებიან, ბრჭყვიალა, ნათელი ექსტრავაგანტური ნივთები აუცილებლად მიიპყრობს მათ ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ მათი სახლები შესაძლოა უმაღლესი გემოვნების დონეს აკმაყოფილებდეს. უცნაურია იპოვნოთ მერწყული, რომელიც უარს იტყვის ნათელი, ფერადის სამოსის ჩაცმაზე. ბევრი მათგანი სტილის ინდივიდუალური შეგრძნებით ხასიათდება და ამის ჩვენება არც ერიდებათ.
კარიერა, რომელიც ამ ნიშნებს შეეფერებათ არის მსახიობობა, წერა, სწავლება, ფოტოგრაფია და პილოტობა. საუკეთესო გარემო იქნება ის, სადაც თავისუფლებას მოიპოვებენ და საქმეებს მკაცრი ინსტრუქციის მიხედვით არ შეასრულებენ. მერწყული ორიგინალური და კრეატიულია, ამიტომაც როცა ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი ნიჭი გამოავლინონ, შთამბეჭდავ გმირობას გამოიჩენენ.