მთავარი მორიელი

მორიელი

by guramus

ოქტომბერი 23 – ნოემბერი 21

მაცდური, ვნებიანი, დამოუკიდებელი.

ელემენტი: წყალი

პოლარობა: ნეგატიური

ხარისხი: უძრავი

მმართველი პლანეტა: პლუტონი, მარსი

მმართველი სახლი: მერვე

ფერი: შავი

იღბლიანი ქვა: ტოპაზი, ოპალი

ყვავილი: ჰიბისკუსი, ნემსიწვერა

საუკეთესო სასიყვარულო მეწყვილე: კირჩხიბი.

 

ვნებიანი, დამოუკიდებელი და უშიშარი მორიელი ცდილობს გაკვალოს გზა მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ სხვები. ამიტომაც, ის ყველგან, სადაც მოხვდება, საკუთარ სიტყვას დატოვებს. უყვართ დებატები და არ ეშინიათ წინააღმდეგობის. ვერ იტანენ ადამიანებს, რომლებიც გულწრფელები არ არიან და მხოლოდ ავთენტურობას ცდილობენ.

ამ ყველაფრის გამო, შესაძლოა მორიელი საშიში მოგეჩვენოთ და ჩაკეტილი მათთვის, ვინც მას არ იცნობს. მაგრამ, ადამიანებს არ ესმით, რომ მორიელი შესაძლოა უხეში ჩანს, მაგრამ როგორც წყლის ნიშანი, ძალიან ახლოსაა საკუთარ ემოციურ ნაწილთან და ხანდახან სწორედ გრძნობებში იხლართება.

ეს მორიელის ცენტრალურ კონფლიქტს იწვევს: გრძნობები მათ მართავენ და აძლიერებენ, მაგრამ მერყეობა და ცვალებადი ხასიათი აშინებთ და კონტროლიდან გამოჰყავთ. ამ კონფლიქტის გამო, მორიელი გულფიცხი ხდება.

მას შემდეგ, რაც ადამიანები მის ნაჭუჭში მოხვდებიან, აღმოაჩენენ ლოიალურ, მოსიყვარულე ადამიანს, რომლის ვნებებსაც საზღვრები არ აქვს. მორიელი ყველას ცხოვრებაში 110% ენთუზიაზმს სთავაზობს. ის თქვენი ყველაზე სამართლიანი მეგობარი იქნება, ყველაზე საქმისადმი მიძღვნილი თანამშრომელი და თქვენი ყველაზე ცუდი მტერი, თუ მოინდომა.

სიყვარულში მორიელი თავიდან ფრთხილი ჩანს და შესაძლოა პოტენციალ პარტნიორს მთელი რიგი ტესტები ჩაუტაროს. თუ ის მათ მოთხოვნებს არ უპასუხებს, მათგან თავის არიდება მოუწევთ. პრობლემა იმაშია, რომ ისინი ცდილობენ პარტნიორები რაღაცეებზე ინფორმირებულნი არ გახადონ და აგრნობინონ, რომ მას აზრების ამოცნობის თამაში სჭირდება. თუ ისინი ამ ეტაპს გადალახავენ, მათი კავშირი ყველა ასპექტში ძლიერი და ვნებიანი იქნება, თავისი დაცემებით და აღზევებებით. მორიელს ძლიერ ეყვარება და იმაზე მეტს იბრძოლებს ვიდრე სხვა ნებისმიერი ნიშანი. მათ სურთ, რომ სასიყვარულო პარტნიორი მათთან აბსოლიტურად გულწრფელი იყოს. ისინიც აუცილებლად იქნებიან, მიუხედავად იმისა, უნდა თუ არა მეორე ნახევარს რაიმე კონკრეტულის გაგება. საწოლში მორიელი დიდებული, კრეატიული და მთელი ღამე დაუღლელია.

 

მორიელის დევიზი

„არასდროს იცი რა შეგიძლია, სანამ არ ცდი“

მორიელები მშვენიერები არიან! მათი ლათინური დასახელება ყველაფერს ამბობს:

S მაცდური

C მოულოდნელი

O ორიგინალური

R რეაქტიული

P ვნებიანი

I ინტუიციური

O გამორჩეული

 

მორიელის საუკეთესო თვისებები

ბევრი სხვა ნიშანი ღირებულ დროსა და ენერგიას ხარჯავს იმაში, რომ მოძებნოს და მიაღწიოს უსწრაფეს გზებს კონფლიქტის გადაჭრისას. მაგრამ, არა მორიელი! ბუნებამ მას საოცარი შეგრძნებები დააფერთხა, მორიელს ყოველთვის შეუძლია იმის თქმა, რაც მის გონებაშია, მაშინაც კი, თუ ადამიანებს ამის გაგება არ სურთ. მორიელი გულრფელი და პირდაპირია და ეს ხასიათი მას დიდ პატივისცემას არგუნებს, როგორც სამსახურში, ისე სახლში.

 

მორიელის უდიდესი გამოწვევები

გაიმეორეთ ჩვენთან ერთად: არაუშავს თუ იტირებ. მორიელი ძალიან ძლიერად ცდილობს მკაცრი გამოჩნდეს და ხანდახან თავიანთ ღირებულ მხარეს მთლიანად უგულველყოფენ, ჩანან უხეშები, არა მზრუნველები და ცივები გარშემომყოფთათვის. მათთვის ემოციის გამოხატვა საშიშია და ისწავლონ როგორ გააკეთონ ეს, მორიელებისთვის კვანძის გამხსნელი იქნება. დამოკიდებულება „არ მადარდებს“ იქამდე იმუშავებს, სანამ მოსაბეზრებელი არ გახდება.

 

მორიელის საიდუმლო იარაღი

მათი ემპათია. შესაძლოა ერთი შეხედვით არ ეტყობა, მაგრამ ფხიზელი მორიელი ყველაფერს ადვილად ამოიცნობს და მიხვდება, თუ ვინ როგორ გრძნობს თავს. ამის გამო, ისინი შესაძლოა სასწრაფოდ დაუკავშირდნენ იმას, ვისაც მოვლა და სიყვარული სჭირდება. მორიელმა ყოველთვის ზუსტად იცის რა უნდა თქვას, როგორ შეუცვალოს ადამიანს განწყობა და შეატყოს ვის სჭირდება ცხოვრებისეული ცვლილება.

 

5 მიზეზი, რატომ უნდა იამაყოთ მორიელობით

ვნებიანი და მგზნებარე, ეს ნიშანი ბუნებით სექსუალურია. სულ რომ არაფერი სცადოთ, სექსუალობა თქვენს ხასიათში დევს და თავისით გამოავლენს თავს.

ზუსტად იცით, რა გსურთ და მისკენ მიდიხართ – კითხვების გარეშე.

თქვენი შეშინება ადვილი არაა, უსამართლობას ყოველთვის წამოუდგებით, სადაც კი დაინახავთ.

უნიკალური იუმორის გრძნობა გაქვთ. არ გეშინიათ თქვათ ის, რაზეც სხვა ადამიანები უბრალოდ ფიქრობენ და ხანდახან თქვენი ცინიზმი კრეატიულ, ჭკვიან და სასაცილო სამყაროში განაცვლებთ.

მგზნებარე ხართ. როცა გადაწყვეტთ გული სრულად მომართოთ და მთელი ძალისხმევა გამოიყენოთ, ვერაფერი შეგაჩერებთ. ამიტომაც, ეს ხშირად უნდა გააკეთოთ.

ცნობილი მორიელები

სიარა, ჯულია რობერტსი, გაბრიელ უნიონი, მეთიუ მაკკონაჰი, დრეიკი, რაიან რეინოლდსი, კეტი პერი, კრის ჯენერი, ენ ჰეთეუეი, რაიან გოსლინგი, ოუენ ვილსონი.

 

მორიელის მეგობრობის სტილი

მორიელი ზუსტად ისე გეტყვით, როგორცაა, გსურთ თუ არა თქვენ ამის მოსმენა. კარგი ამბავი ისაა, რომ არასდროს გექნებათ სადარდებელი, თუ ვინ ხართ და რას წარმოადგენთ მორიელისათვის, ისინი ამას აუცილებლად გაგაგებინებენ. თქვენ უნდა გაანალიზოთ, რომ მორიელი არასდროს მოგატყუებთ და ყოველთვის გეტყვით როდის არ იყენებთ თქვენს პოტენციალს. მორიელს შეუძლია ცხოვრების მეგობარი იყოს, ბევრს გაცინებენ, დაგაფიქრებენ და გაგახალისებენ ისე, როგორც არასდროს წარმოგედგინათ. ამიტომაც, ნუ იქნებით სენსიტიური და შეურთდით რბოლას!

 

საუკეთესო მეგობარი მორიელისთვის: მერწყული

ეს წყლის და ჰაერის ნიშნები იდეალურ წყვილს წარმოადგენენ. მშვენივრად ართმევენ თავს ერთმანეთის დავალებებს, როცა ეს საჭიროა. მორიელი და მერწყული იდეალისტები და ვნებიანები არიან. ისინი ერთმანეთის კამპანიას ამჯობინებენ იმ ადამიანთან ყოფნას, ვისაც ტოქსიკურად თვლიან.

 

როგორ დავუმეგობრდეთ მორიელს

გახსენით კონვერტი. უთხარით ზუსტად რა არის თქვენს გონებაში, განსაკუთრებით თუ ეს შეულამაზებლად იქნება, თუნდაც კრიტიკულად. მორიელებს უყვართ დანახვა თუ რას ფიქრობენ სხვა ადამიანები რეალურად.

 

როგორ შევინარჩუნოთ მორიელთან მეგობრობა

მოიკითხეთ და ამოწმეთ. შესაძლოა მორიელი უხეში ექსტერიერით ხასიათდება, მაგრამ ადვილად წყინს და ხანდახან დაუცველობის აღიარება უჭირს. ჰკითხეთ, როგორ გრძნობენ თავს, მიეცით დრო და სივრცე რომ მოგიყვეთ და თქვენი კავშირი ცხოვრებაში ძალიან ძლიერი იქნება.

 

3 მიზეზი, რატომაა მორიელი საუკეთესო მეგობარი

მორიელი ცხოვრებას საინტერესოს ხდის. ისინი არსებობის ღრმა მისტერიებთან არიან დაკავშირებულნი და ყოველთვის დაგაფიქრებენ უფრო ღრმად იმ საკითხებზე, რომლებიც ოდესმე გქონიათ ცხოვრებაში.

მორიელი საოცრად ერთგულია, რაც ნიშნავს იმას, რომ არ მოგცემთ უკან დახევის საშუალებას როცა ხედავენ, რომ საკუთარი პოტენციალი არ გამოგიმჟღავნებიათ. მორიელი ყოველთვის დარწმუნებული იქნება, რომ თქვენი თავის საუკეთესო ვარიანტი იქნებით.

თამამი მორიელი მოგაწვებათ, რათა თქვენ საკუთარ ლიმიტს მიაწვეთ. რის შემდეგაც, სასაცილო და შთამბეჭდავ მოგონებებს მიიღებთ, რომლებიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ.

 

მორიელის სულიერება/სპირიტუალიზმი

საუკეთესო კრისტალები: ციტრინი მორიელს დამშვიდებაში დაეხმარება, მისი მეშვეობით დაინახავს ჭიქას ნახევრად სავსეს და პრობლემის პოზიტიურ გადაწყვეტას აღმოაჩენს.

 

მორიელის საუკეთესო მანტრა: “ჩემი ვნება ჩემი სულისკენ მიმავალი გზაა.”

 

სულიერი ფერი: ეს მგზნებარე ნიშანი გიჟდება იასამნისფერზე, ეს მდიდრული ფერი მორიელის ვნებიან ინტენსივობაზე საუბრობს.

 

მორიელის სულიერი მხარე

მორიელი მგზნებარე, ვნებიანი ნიშანია და რიტუალს უბრალოდ რიტუალისთვის არ შეასრულებს. მორიელს რეალურად უნდა სჯეროდეს რამის, რომ მას თავი მიუძღვნას, მაგრამ როცა ამას იზავს, მართლაც 100%-ით დაიხარჯება. ბევრი მორიელი საკუთარ თავს სულიერ ლიდერად თვლის და სხვა ადამიანებიც მათ თავშეწირვას დოგმად იღებენ. მორიელს სჯერა, რომ რელიგია და სულიერება შეიძლება ვნებიანი და მგზნებარე იყოს და სურს საკუთრი სულიერება იგრძნოს. მორიელისთვის სულიერება მთელი სხეულის გამოცდილებაა და ხშირად მას ფიზიკური დატვირთვისას, ფიზიკური გამოცდილებისას ან ვარჯიშისას აღწევს. მორიელს საზღვრების გარღვევის სწამს და სხვადასხვა სულიერ და რელიგიურ სწავლებებს შორის ირჩევს იმ ერთადერთს, რომელიც მისთვის ყველაზე ახლო და მნიშვნელოვანია.

 

მორიელის იღბლის მომტანი

ყველა ზოდიაქოს ნიშანს აქვს დაუმთავრებელი საქმე. მორიელისთვის ყველაზე დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილი საკუთარი ვნების ზომიერება და საშუალო გზის არჩევაა. ამან შესაძლოა მთელი ცხოვრება წაიღოს, მაგრამ მორიელმა ოდესმე უნდა დაიწყოს. წარმოგიდგენთ რამდენიმე ნაბიჯს, რომელიც მორიელს იღბალს მოუტანს:

 

აიღეთ დასვენების დღე. მიდრეკილი ხართ გააკეთოთ ყველაფერი ან არაფერი და დასვენების დღეს დამარცხებად მიიჩნევთ. მაგრამ, ხანდახან ის სასიამოვნოა და თავს უკეთ გაგრძნობინებთ.

ენას კბილი დააჭირეთ. მოგწონთ, როცა ყველაფერი იდეალურია და კრიტიკის გაზიარება არ შეგიძლიათ. მაგრამ, შეიკავეთ თავი. არაა საჭირო საკითხი იდეალური იყოს იმისთვის, რომ კარგი იყოს.

Netflix და მოდუნება. დივანზე წამოწოლა პარტნიორთან ერთად და სერიალების ყურება შინაგან შფოთვას დაგიმშვიდებთ.

გააკეთეთ ის, რასაც ვერ იტანთ, რადგანაც ვინმე ამას შეიყვარებს. ღია ცის ქვეშ ყოფნა თქვენი არაა? გირჩევთ წახვიდეთ ლაშქრობაში იმ მეგობართან ერთად, ვისაც ეს უყვარს. მიზანი საკუთარი სურვილების გაბათილება არაა, უბრალოდ გააღეთ ოთახი სხვა ადამიანების აზრებისთვისაც.

სცადეთ პასტელები. თქვენ ცეცხლოვანი ფერებით ხართ დახატულნი, მაგრამ აირჩიეთ უფრო ნაზი ტონალობები, ეს თქვენს პიროვნებას დაამშვიდებს, დაგვიჯერეთ!