აგვისტო 23 – სექტემბერი 22
მოხდენილი, ორგანიზებული, კეთილი
ელემენტი: მიწა
პოლარობა: ნეგატიური
ხარისხი: ცვლადი
მმართველი პლანეტა: მერკური
მმართველი სახლი: მეექვსე
ფერი: ვერცხლისფერი
იღბლიანი ქვა: ქრიზოლიტი
ყვავილი: მზესუმზირა
საუკეთესო სასიყვარულო მეწყვილე: კირჩხიბი.
ჭკვიანი, გამჭრიახი და კეთილი ქალწული საქმეს წუწუნის გარეშე შეასრულებს. ქალწულები საოცარი მეგობრები არიან. ყოველთვის გამოგიწვდიან დახმარების ხელს და არც რჩევებს დაიშურებენ. პრაქტიკული ქალწული ადაპტირებულია დაინახოს მთლიანი სურათი და დაგეგმოს ცხოვრება, მოგზაურობა, დღის გრაფიკი. ეს მას საშუალებას აძლევს თავი დაცულად იგრძნოს და სიტუაცია აკონტროლოს.
ქალწულს მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს და პირველ შეხვედრაზე შეიძლება მორცხვი მოგეჩვენოთ. ეს ზოდიაქოს ნიშანი საიდუმლოს არ გათქვამს და მნიშვნელოვანია დაიმსახუროთ მისი ნდობა. როგორც კი ამას მოახერხებთ, ცხოვრების მეგობარს შეიძენთ. თუ ფიქრობთ, რომ მორცხვ ქალწულს ხვდებით, იცოდეთ, რომ მის გარშემო აღმართული კედლები საძინებელში ნამდვილად დაინგრევა. ერთ-ერთ ყველაზე ვნებიან ნიშანს უყვარს ფიზიკური კონტაქტის დამყარება საყვარელ ადამიანთან.
ქალწულები საკუთარი თავისგან სრულყოფილებას მოელიან და შესაძლოა ეს მაღალი სტანდარტები თავიანთ ცხოვრებაში სხვა ადამიანებზეც გაავრცელონ. ქალწული ვერ იტანს, როცა ვინმე მას იმედს უცრუებს და უარს ბოლო წუთს ეუბნება. ამ მიწის ნიშანს, არასდროს უნდა ვინმესთვის იმედის გაცრუება და შესაძლოა საკუთარი თავი ამის გამო ბოლო ადგილასაც კი დააყენოს.
ქალწულებს უყვართ და შთაგონებულები არიან სილამაზით. ისინი ყურადღებას ანიჭებენ სამოსს და სახლის დეკორს, რათა ესთეტიკურმა მხარემ მათი პიროვნება გამოხატოს. წარმატებას აღწევენ, მაშინ როცა მათ ცხოვრებაში ყველაფერი სრულყოფილია. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები ხანდახან მათ ზედმეტად მოწესრიგებულობას დასცინიან, ეს უნარი ქალწულის ცხოვრების შეუფერხებელ სვლაში წამყვან როლს თამაშობს.
ჭკვიან და მუდამ სწავლის მსურველ ქალწულს ახალი რაღაცეების გამოცდა, წიგნების კითხვა და მსოფლიოს შეცნობა ხიბლავს. ისინი ბედნიერად ჩაეწერებიან მოზრდილთა საგანმანათლებლო კურსებზე და შუადღის გატარებას წამოწოლილი, წიგნის კითხვით მოიაზრებენ. ქალწული საღამოობით, დიდ წვეულებაზე, კარგ მეგობრებთან ერთად ყოფნას ამჯობინებს, მაგრამ დასვენება ისევე უყვარს, როგორც სოციალური ცხოვრება. ამ ნიშანს არ სჭირდება კალენდრის გავსება მსგავსი ღონისძიებებით იმისთვის, რომ კმაყოფილება იგრძნოს.
ქალწულის დევიზი
“ჩემი საუკეთესო ყოველთვის შეიძლება უკეთესი იყოს“
ქალწულები მშვენიერები არიან! მათი ლათინური დასახელება ყველაფერს ამბობს:
V ვირტუოზი
I ინტელიგენტი
R პასუხისმგებლიანი
G კეთილი
O ოპტიმისტი
ქალწულის საუკეთესო თვისებები
მოხდენილმა, ჰარმონიულმა და ყველაფრის საუკეთესოდ გაკეთებისკენ მიდრეკილმა ქალწულმა იცის, რომ ყველაფერი კარგი შეიძლება საუცხოოდ გაკეთდეს და ყველაფერი საუცხოო შეიძლება იდეალური იყოს. ჭკვიანი და ცნობისმოყვარე ნიშანი აღმოაჩენს, რომ მისი მეგობრები პერსონალურ ენციკლოპედიად თვლიან. ქალწულს შეუძლია იპოვნოს გამოსავალი რთული სიტუაციებიდან და ყველას მოხიბლავენ გონებამახვილობითა და ოსტატური უნარებით.
ქალწულის უდიდესი გამოწვევები
ქალწულის სურვილი ყოველთვის ყველაფერი შეუდარებელი იყოს, არარეალურადაც კი, ზოგჯერ მოლოდინებს არ ამართლებს. ის ფოკუსირებას ახდენს ყველაფერზე, მათ შორის ინსტაგრამზე ფოტოს განთავსებამაც კი შეიძლება უდიდესი დრო წაიღოს. ისწავლონ მიყვნენ დინებას და ხანდახან დათანხმდნენ ფაქტს, რომ კარგიც საკმარისია, მათთვის ძალიან რთულია.
ქალწულის საიდუმლო იარაღი
ქალწული ძალიან შრომისმოყვარეა. როცა ამ ნიშანს რაღაც უნდა, ამისთვის იმუშავებს. ისინი ძალიან კარგები არიან მეგობრების დახმარებაშიც, ნებისმიერ პროექტსა თუ სახლის დაპროექტებაში. ქალწულები გარშემომყოფ ადამიანებს უბიძგებენ საუკეთესოები იყვნენ. თუ გსურთ მეწყვილე მარათონზე, იცით ვის უნდა დაურეკოთ. ისინი მუშაობენ ბევრს და ეს სამუშაო ძალიან ბევრ ადამიანს შთააგონებს.
5 მიზეზი, რატომ უნდა იამაყოთ ქალწულობით
თქვენი სურათები და ზოგადად სოციალური ქსელის გვერდი შესაშურია. თუმცა, თქვენ ასევე პირველი ხართ, რომელიც ამტკიცებს, რომ გარეგნობა მატყუარა შეიძლება იყოს. თქვენი უნარი „დადგათ“ ლამაზი ცხოვრება, განწყობას გიმაღლებთ.
როგორც შრომისმოყვარე, საქმეებს ისე აკეთებთ, რომ ყველა უფროსს სჭირდება თქვენნაირი კადრი თავის გუნდში.
კეთილი ხართ და ყოველთვის გაუწვდით ხელს, მას, ვისაც ეს სჭირდება.
მხიარული ხართ. ყოველთვის არ ამჟღავნებთ იუმორს, თუმცა ყველამ იცის, რომ შეგწევთ უნარი ადამიანებს სიცილისგან მუცელი აატკივოთ. თქვენი იუმორი და მახვილი დაკვირვება დაუმარცხებელია.
ჭკვიანი ხართ. ინტელექტით ცნობილები სიხარულით მოიძიებთ ყველაფერს, რაც არ იცით და შეისწავლით, რადგანაც სწავლა გიყვართ.
ცნობილი ქალწულები
ბლეიკ ლაივლი, კამერონ დიასი, ბიონსე, სელმა ჰაიეკი, კრის პაინი, ჯენიფერ ჰადსონი, პრინცი ჰარი, ჯეისონ დერულო, ზენდაია.
ქალწულის მეგობრობის სტილი
არ გაბრაზდეთ, თუ ქალწული პირველ მიწვევას გააუქმებს, რადგანაც ისინი ყველას მიმართ კეთილები და მეგობრულები არიან. უბრალოდ, გარკვეულ კედლებს აშენებენ, რათა თავი დაიცვან და მხოლოდ იმ მეგობრებს უშვებენ, ვინც გვერდით ჰყავთ. ეს ნიშანი მეგობრობას სერიოზულად აღიქვამს, მაგრამ საკუთარ თავსაც აყენებს პირველ ადგილას. ისინი არ დაუმეგობრდებიან ადამიანს, ვისზეც იფიქრებენ, რომ ვერ შეინარჩუნებენ. მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშის მერე, გასახდელში ბედნიერი გეკონტაქტებათ, შეიძლება წლები გავიდეს, რომ ყავის დასალევად დაპატიჟებას დათანხმდეს.
მაგრამ, როგორც კი ის თქვენი მეგობარი გახდება, სიცოცხლის თანამგზავრს შეიძენთ. შეუძლიათ თქვენი სინდისის გრძნობა გახდნენ, სიხარულით მოგცემთ რჩევას თუ რას აკეთებთ არასწორად. ქალწულები ყველასგან წარჩინებულობას ითხოვენ, განსაკუთრებით მეგობრებისგან და უცებ მიგითითებენ, თუ საკუთარ პოტენციალს ვერ ავითარებთ. ქალწული მეგობარს ფრთხილად ირჩევს, ამიტომაც მას ნამდვილად აფასებს და მისგანაც იგივეს მოელის. ქალწული ვერ იტანს თუ გეგმებს ბოლო წუთას შლიან და მხოლოდ იმ მეგობრებით არიან დაინტერესებულნი, რომლებსაც თავისუფლად დაეყრდნობიან.
საუკეთესო მეგობარი: მორიელი
ქალწული დაეხმარება მორიელს, შეინარჩუნოს თავისი ძლიერება, მაშინ როცა ვნებიანი მორიელი ქალწულს კომფორტის ზონიდან გამოიყვანს. როგორც ზღვა ხვდება სანაპიროს, ისე წყლის მორიელი ხვდება მიწის ქალწულს და რთულია განსაზღვრო სად მთავრდება პირველი ადამიანი და იწყება მეორე. ისინი ტელეპათიურები და საუკეთესო მეგობრები არიან. მორიელსაც და ქალწულსაც დასვენებისთვის ბევრი დრო სჭირდებათ, ამიტომაც ერთმანეთისგან შეხვედრაზე უარის თქმა არ ეწყინებათ. ორივე ნიშნისთვის მეგობრობა სერიოზული რამაა და თავის მიძღვნისაც სჯერათ. ერთანეთს იმედს არასდროს გაუცრუებენ, ბედნიერები არიან სიმართლის გაზიარებისას და როგორც მხიარულ, ისე რთულ პერიოდებში ერთმანეთის გვერდით იქნებიან. ორივეს შეუძლია თავს გათავისუფლების ნება მისცეს და ადაპტირებულნი არიან ერთმანეთს იუმორის გრძნობა განუვითარონ.
როგორ დავუმეგობრდეთ ქალწულს
იყავით თავშეკავებული და ზომიერი. ქალწულს საზღვრების გადაბიჯება არ მოსწონს და უამრავი ტექსტი, ზარი ან სოციალურ ქსელში შეტყობინება თავს გაჭედილად აგრძნობინებს. მოწვევაზე უარი თქმა პირად შეურაცხყოფად არ მიიღოთ, რადგანაც ქალწული მეგობარი შეიძლება მართლა ძალიან დაკავებული იყოს და ვერ გამოგიყოთ ის სათანადო დრო, რასაც იმსახურებთ.
როგორ შევინარჩუნოთ ქალწულთან მეგობრობა
მიძღვნა. ქალწულები აფასებენ მეგობრობას და მაშინაც კი, როცა მათი ცხოვრება საოცრად გადატვირთულია, ყველაფერს მიატოვებენ, თუ მეგობარს დახმარება სჭირდება. რა თქმა უნდა, იგივეს მოელიან საპასუხოდ. მაშინაც კი თუ თქვენს თავს ბევრი რამ ხდება, დაანახეთ ქალწულს რა ინვესტიციას დებთ საერთო მეგობრობაში.
3 მიზეზი, რატომაა ქალწული ბრწყინვალე მეგობარი
როგორც პერფექციონისტები, ქალწულები აუცილებლად გეტყვიან, როდის არ ამართლებთ საკუთარ პოტენციალს და შთაგაგონებენ ისე, რომ იამაყოთ.
იუმორის გრძნობით დაჯილდოებული, რომელსაც მხოლოდ მისი წრე აფასებს, ქალწული გაგაცინებთ იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე გიცინიათ ცხოვრებაში.
ბუნებით პრობლემების გადამწყვეტი ქალწული დაგეხმარებათ, როცა ავეჯის აწყობა, რეზიუმეს შედგენა, პირადი პრობლემის გადაწყვეტა გსურთ. ისინი არასდროს გადააბიჯებენ ზედმეტს. ეს ნიშანი ლოგიკური და ცხოვრებით რაციონალურია და დაგეხმარებათ ყველაზე ჩახლართულ საკითხებს შეეჭიდოთ.
ქალწულის ცხოვრების სტილი
თქვენს ცხოვრებაში მყოფი ქალწულისთვის
საუკეთესო საჩუქრები: ახალი ყვავილები, ძვირფასი სანთლები, ელეგანტური სურათის ჩარჩოები. ქალწულისთვის შესრულება ყველაფერია, ამიტომაც ლამაზ შეფუთვას ვერ უძლებენ.
საუკეთესო სპა: ქალწული ქალებისთვის და მამაკაცებისთვისაც კი ფრჩხილის ლაქი ხელებსა და ფეხებზე ნამდვილი რელიგიაა. ეს პროცესი მათ სილამაზის და სიძლიერის შეგრძნებას მიანიჭებს.
საუკეთესო კოქტეილი: გაზიან ტკბილ სასმელში გახსნილი არაყი. ეს სასმელი სუფთა და საჭირო დოზისაა.
როგორ ერთობა ქალწული
გასეირნება მუზეუმში, ახალი წიგნის წაკითხვა, საინტერესო ლექციაზე დასწრება… ქალწული რაც უფრო დასტრესილია, მით უფრო სიამოვნებს და ასვენებს რაიმეზე ფიქრი და აზროვნება. ამ მიწის ნიშანს ვიტამინი D-ს რეგულარული დოზა სჭირდება, რასაც სეირნობაში, განსაკუთრებით უცნობი ქალაქის დათვალიერებაში ჰპოვებს.
ქალწულის სოციალური ცხოვრება
ქალწულები სოციალიზაციასთან ბევრი რამით არიან ადაპტირებულნი. მოხიბლავენ ბევრ ადამიანს, მაგრამ ამას უდდიესი ენერგია სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს სურს ქალწულის მეგობარი გახდეს, ეს ნიშანი ძალიან პრეტენზიული და შერჩევითია, როცა საქმე ადამიანის მათ სოციალურ წრეში შემოშვებას ეხება. ქალწულებს მოსწონთ შეხვდნენ ადამიანებს ჭიქა ღვინოზე და კინოთეატრში და ამ დროს დიდი წვეულებების გამოტოვებას ამჯობინებენ. მეგობრებს მთელი ცხოვრება ინარჩუნებენ და მათი სოციალური წრე ძირითადად ბავშვობიდან მოდის. ქალწული ერთგვარ ინვესტიციას დებს ურთიერთობებში, მათ შორის რომანტიკულში და პარტნიორს იპოვნიან თუ არა, დიდ ჯგუფებში მიწვევებს თავიდან აირიდებენ.
ქალწულის საყვარელი სეზონი
დაბადებულნი აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის პირველ ნახევარში, თბილი სეზონებისკენ საოცარი მიდრეკილებით გამოირჩევიან. უყვართ შემოდგომის დასაწყისი და ვერ იტანენ ზამთარში გაჭედვას.
საუკეთესო არდადეგები ქალწულისთვის
ეს ნიშანი გიჟდება ახალი კულტურის გაცნობაზე და არ შეუძლია იყოს უფრო ბედნიერი, ვიდრე უცნობ ქუჩებში ხეტიალისას საყვარელი ლატეს ძიებაში. ისინი ვერც სანაპიროს ეუბნებიან უარს, ძალიან უყვართ თბილი ამინდი, მაგრამ სანაპირო დასვენებაც რაიმე კულტურასთან უნდა იყოს კავშირში. ქალწული რელაქსაციას მუზეუმებშიც ახერხებს. მათ სურთ კედელზე განთავსებული ყველა გამოსახულების ინფორმაცია წაიკითხონ.
ქალწულის ძალაუფლების ფერები
ეს მიწის ნიშანი შეიძლება მშვიდი ჩანს, მაგრამ მისი მმართველი პლანეტის, მერკურის მეშვეობით, მათი ზედაპირის ქვეშ უამრავი რამ ხდება. არსებობს ფერები, რომლებიც ქალწულებს ძალას მატებს.
თეთრი: ეს უბიწო, ენერგეტიკული ფერი ქალწულის განზრახვის გამორკვევას ახდენს და ეძებს სიმართლეს. თეთრი ქალწულში შინაგან მებრძოლს გააღვიძებს.
მწვანე: ეს ფერი ისეთ მიწის ნიშანს, როგორიც ქალწულია, სტაბილურს ხდის, ახსენებს რა არის მნიშვნელოვანი მათ ცხოვრებაში.
წითელი: მერკურის, ქალწულის მმართველი პლანეტის ფერი, ქალწულისგან ვნებას გამოამჟღავნებს, რომელიც ხშირად მისი ზედაპირის ქვეშაა მოქცეული.
ყავისფერი: როგორც მიწის ნიშანს, ქალწულს შეეფერება ყველა ფერი, რომელიც ჩვენი დედამიწის სიმბოლიზაციას ახდენს. ყავისფერი მათ ფესვებთან მჭიდროდ აკავშირებს.
ფერები, რომლებსაც ქალწული უნდა ერიდოს:
შავი: ქალწული ყოველთვის სინათლეს უყურებს და შავი, ანუ სხვა ყველა ფერის არარსებობა და ჩაქრობა ამ ნიშანს უფსკრულამდე მიიყვანს.
ხორცისფერი: ამ ფერის მუქი ტონალობები ღია ფერის მაძიებელი ნიშნისთვის ზედმეტი იქნება.
ოქროსფერი: მყვირალა, ხმაურიანი, „შემომხედე“ ტიპის ფერი ქალწულისთვის შეუსაბამოა.