სექტემბერი 23 – ოქტომბერი 22
დიპლომატი, არტისტული, ინტელექტუალი.
ელემენტი: ჰაერი
პოლარობა: პოზიტიური
ხარისხი: კარდინალური
მმართველი პლანეტა: ვენერა
მმართველი სახლი: მეშვიდე
ფერი: ცისფერი
იღბლიანი ქვა: საფირონი
ყვავილი: ვარდი
საუკეთესო სასიყვარულო მეწყვილე: ტყუპები.
ინტელექტუალი, კეთილი და ყოველთვის სხვების საკუთარ თავზე წინ დამყენებელი სასწორი ჰარმონიას ყველა ფორმით აფასებს. სილამაზის პლანეტით, ვენერით მართული სასწორი გიჟდება ცხოვრებაზე, რომელიც კარგად გამოიყურება. კომპრომისის და დიპლომატიურობის პროფესიონალი სასწორი, ადაპტირებულია საკითხი ყველა მხრიდან დაინახოს, რის შემდეგაც სხვებს შორის ეფექტურ შუამავლობას ამყარებეს და მორიგებასაც აღწევს. ამ ნიშანს მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს და ყოველთვის ბედნიერები არიან მეგობრების დიდ ჯგუფთან, ოჯახთან და თანამშრომლებთან ერთად, ვისაც შეუძლიათ დაეყრდნონ.
ჰაერის ნიშანი სასწორი ხშირად შეიძლება ღრუბლებში იყოს და მაშინ, როცა დიდ გეგმებს სახავს, მიყოლა ეშმაკური შეიძლება გახდეს. დეტალებზე ორიენტირებულ ნიშნებთან, ქალწულთან და თხის რქასთან მუშაობა სასწორს დაეხმარება საკუთარი ოცნებები რეალობად აქციოს, განსაკუთრებით სამუშაო სივრცეში. არ გააკრიტიკოთ სასწორები ოცნების და ზმანების გამო, მათი წარმოსახვა მათი ერთ-ერთი უდიდესი „კაპიტალია“ და ხშირად სწორედ ფანტაზიის მეშვეობით პოულობენ საკუთარ საქმეს და კარიერას ხელოვნებასა და ლიტერატურაში ავითარებენ.
სასწორებს სჯერათ, რომ საკუთარი ცხოვრების რეჟისორები თავად არიან და მისი გამართულობისთვის დიდ სურათს შექმნიან. ბევრ დროს გაატარებენ იმაზე ფიქრში, თუ რა აკლია ამ სურათს და თავს უბედურად იგრძნობენ თუ ფოკუსირებულები მხოლოდ ერთ კონკრეტულ რამეზე გახდებიან, იქნება ეს სამსახური, პარტნიორი თუ ოჯახის წევრი. სასწორებს გეგმების დაბალანსების საოცარი ნიჭი აქვთ და საკუთარი თავის მოვლაზე დიდ დროს ხარჯავენ. ასევე, იმაზე, რომ მიხედონ პირად საქმეებს და ფოკუსირება სხვა რამეზეც გადაიტანონ.
როცა სასწორი შეყვარებულია, ძლიერ უყვარდება, მაგრამ, ეს ნიშანი ასევე ხვდება, რომ მის ცხოვრებაში იმაზე დიდი ოთახი არსებობს, ვიდრე მხოლოდ ერთი სიყვარულის დატევას სჭირდება. გრძნობის მიმართ პრაგმატულები არიან. ხვდებიან, რომ სხვადასხვა ურთიერთობებს სხვადასხვა სეზონები გააჩნიათ. ხანდახან იმდენად პრაგმატულები ხდებიან, რომ სიცარიელის გამო უარს ამბობენ ურთიერთობაზე, რადგანაც ხვდებიან რომ ის არ მუშაობს მანძილის, ასაკის ან სხვა კონფლიქტის გამო.
ზოგადად, სასწორი გარშემომყოფების მიმართ თვითდაჯერებულია. შესაძლოა დაუცველობასთან ჭიდილი ჰქონდეს, განსაკუთრებით თუ საქმე პერსონალურ იდენტობას ეხება. ამ ნიშნის ცხოვრებისეული კითხვაა: „ვინ ვარ მე“. შესაძლოა საკუთარი იდენტობა იმით განსაზღვრონ თუ ცხოვრების რა ეტაპზე არიან ან ვისთან ერთად ატარებენ დროს. იმისათვის, რომ საკუთარ იდენტობაში თავი უფრო დარწმუნებულად იგრძნონ, სოციალურ სასწორებს საკუთარ თავთან დროის კომფორტულად გატარება და შინაგანი ხმის მოსმენა სჭირდებათ.
სასწორს ადამიანში ინტელექტი ხიბლავს, ეს მისთვის ისევე მნიშვნელოვანია როგორც გარეგნობა და პარტნიორსაც შესაბამისად ირჩევს. ამ ნიშანს როლების გადათამაშება, ბინძური საუბარი, საძინებელში თამაშები და სხვა მსგავსი კონტაქტი ხიბლავს. ფიზიკური კონტაქტი სასიამოვნოა, მაგრამ სასწორის ლიბიდოს სექსუალური ქმედებებიც აკმაყოფილებს.
სასწორის ლოზუნგი
“არცერთი ადამიანი არ არის კუნძული.”
სასწორები მშვენიერები არიან! მათი ლათინური დასახელება ყველაფერს ამბობს:
L ლოიალური
I ცნობისმოყვარე
B დაბალანსებული
R პასუხისმგებლიანი
A თავდაუზოგავი
სასწორის საუკეთესო თვისებები
სასწორის ყოველდღიური განწყობა ერთგვარი მოწოდებაა: „მოდი ყველაფერი შევათანხმოთ“. ამ ნიშნისთვის კომპრომისი გარდამტეხი რამაა. სასწორები არ არიან კარგად თუ მათ ორბიტაზე ვინმე ბედნიერი არაა და განსაკუთრებით ცდილობენ სხვა ნიშნებს განსხვავებული პერსპექტივა დაანახონ. სასწორი არასდროს მიმართავს ძალდატანებას, ის საკუთარი კოუნიკაციის მარჯვე უნარს ეყრდნობა, რათა სხვებს ისტორიის მეორე მხარე დაანახოს.
სასწორის საუკეთესო გამოწვევები
სასწორი საუკეთესოა სხვების გაბედნიერებაში – მაგრამ ხანდახან თავად ვერ გრძნობს კმაყოფილებას. ისინი აიგნორებენ იმას, რაც საპასუხოდ უნდათ მაშინ, როცა ყველას ბედნიერს ხდიან. ამის გამო ხშირად წარუმატებლად ასრულებენ.
სასწორის საიდუმლო იარაღი
ეს ნიშანი იარაღად წარმოსახვას იყენებს. მათი ფანტაზია შეუდარებელია და ყოველთვის შეუძლიათ საკითხის შეხედვის ახალი გზა გამონახონ. სასწორი უსაზღვრო კრეატიულობით გამოირჩევა. მაშინაც კი, თუ ტექნიკურ სფეროში მუშაობენ, შემოქმედებითი ბუნება საშუალებას აძლევთ ახალი საინტერესო გზები გაკვალონ.
5 მიზეზი, რატომ უნდა იამაყოთ სასწორობით
სხვებს კომფორტულობის შეგრძნებას ანიჭებთ. ადამიანებს უყვართ თქვენს გარშემო ყოფნა და თქვენც გიყვართ ისინი. ადამიანებით სავსე ოთახი თქვენთვის ბედნიერი ადგილია.
შეუდარებელი თვალი გაქვთ. ხედავთ ფერთა კომბინაციებს, ტონალობებს, ხელოვნებას, რომელიც სხვა ადამიანებს არ შეუძლიათ და კრეატიულ უნარებს დიდი შედეგი მოაქვთ.
კომუნიკაციის პროფესიონალი ხართ. არ ისტრესებით რთული საუბრის ქონით და არ ცდილობთ სწორად საუბარს, შემოთავაზებებს და მორიგებას მარტივად იღებთ, თქვენს დნმ-ში არსებული შარმის გამო.
არ გეშინიათ ახალი რამის გამოცდა. იცით, რომ არაფერია მარადიული, რაც საშუალებას გაძლევთ ახალი რაღაც წამოიწყოთ: შეგიყვარდეთ, შეიცვალოთ სახლი, მოირგოთ სხვა პროფესია… საოცარია!
არასდროს ხართ მარტო. თქვენი გონება ინსპირაციის დაუსრულებელი წყაროა და ყოველთვის შეგიძლიათ თავის გართობა, თუნდაც მაშინ, როცა სმარტფონი თან არ გაქვთ.
ცნობილი სასწორები
მეთ დეიმონი, მარიონ კოტიარდი, ჰიუ ჯეკმანი, გვინეტ პელტროუ, კიმ კარდაშიანი, ბრუნო მარსი, ლილ ვეინი, ბელა თორნი, ნიკ ქენონი, ჰელსი, უილ სმიტი, ქენდის სვინპული, ქეით უინსლეტი
სასწორის მეგობრობის სტილი
ამ ნიშნის ღიმილის, მახვილი გონების და უნარის წყალობით, ყველას თავი მნიშვნელოვნად აგრძნობინონ, ადამიანები გაოცებულები რჩებიან, როცა აღმოაჩენენ, რომ მათ საუკეთესო მეგობარ სასწორს 10 სხვა მათნაირი საუკეთესო მეგობარი ჰყავს. სასწორებს სხვებთან კონტაქტის დამყარება უსწრაფესად შეუძლიათ და უყვართ ადამიანების გაცნობა. ასევე, აფასებენ სოციალურობას, გართობას, მეგობრების ერთმანეთისთვის გაცნობას და წვეულებებს. სასწორს პროჟექტორის წინ ყოფნის მიმართ მიდრეკილება აქვს და ღონისძიებაზე მეგობრების ერთად შეკრება საშუალებას აძლევს იბრწყინოს.
მიუხედავად იმისა, რომ სასწორს ცხოვრების ყველა არეალიდან უამრავი მეგობარი ჰყავს, ხანდახან უჭირთ ადამიანებთან ღრმა კავშირის დამყარება. ეს იმიტომაც ხდება, რომ სხვების მიმართ ვალდებულების გრძნობა არ უნდათ რომ გააჩნდეთ და არც ემოციური მოთხოვნილებები აკავშირებდეთ. ისინი ამჯობინებენ თავისუფლად ირბინონ ერთი მეგობრიდან მეორე მეგობართან. ასვეე, ამ ნიშანს სძულს კონფლიქტი და უჭირთ გულწრფელობის გამომჟღავნება, როცა ვინმეს არ ეთანხმებიან, რათა ამან უსიამოვნება არ წარმოშვას. მაგრამ, როცა სასწორი ახლო მეგობარს იძენს, მთელი ცხოვრება შეინარჩუნებს მას. სხვებს არ განიკითხავენ და მეგობრებს სხვადასხვა სიტუაციებიდან აგროვებენ. სასწორის მეგობრების ოთახში ყოველთვის იქნება ადგილი ვინმე ახლისთვის.
საუკეთესო მეგობარი სასწორისთვის: ტყუპები
მხიარული, გონიერი და მუდამ მზად ჭორაობისთვის, ტყუპები სასწორებს ფიქრის საშუალებას მისცემენ და დიდი თავგადასავლებისთვის შთააგონებენ. ტყუპები არ იღებენ ფრაზას „არ ვიცი“ ნებისმიერი კითხვის პასუხად. ის დაეხმარება სასწორს მიიღოს გადაწყვეტილება. შეიძლება ითქვას, ტყუპები ბედნიერია მძღოლის ადგილას და სასწორს ცხოვრებას ათვალიერებინებს. ის დაარწმუნებს, რომ სიცოცხლე მაშინაც სახალისოა, როცა გეგმა „ა“ არ მუშაობს.
ტყუპებს ხმის ამოღების არ ეშინიათ და ლაპარაკში სასწორებსაც გაწვრთნიან. ორივე ნიშანი მიდრეკილია სოციალურობისკენ, ორივეს სჯერა, რომ ახალი მეგობრების შეძენა ნებისმიერ დროს შეიძლება და ორივე აღმერთებს წვეულებებსა და შეხვედრებს. ისინი საერთო მეგობრობას დაიცავენ, მოუფრთხილდებიან და ექსკლუზიურად ჩათვლიან. თავიდან აირიდებენ დრამას, რომელიც ბევრ მეგობრობას ახასიათებს. ამ ნიშნებს მოსწონთ ერთმანეთის საუკეთესო მხარეების გამოვლენა.
როგორ დავუმეგობრდეთ სასწორს
დაუსვით შეკითხვები. სასწორს სხვების გათვიცნობიერება უყვარს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნას აღმერთებს. სასწორის გაცნობისას, არ დაიშუროთ კომპლიმენტები და თავი განსაკუთრებულად აგრძნობინეთ, რაც მათ მოტივაციას მისცემთ, თავიანთ სოციალურ წრეში ჩაგრთონ.
როგორ შევინარჩუნოთ მეგობრობა სასწორთან
არ მიაწვეთ. სასწორი შესაძლოა ძალიან ახლო მეგობრად გეჩვენებოდეთ – რეგულარული ტექსტებით, შეხვედრებით, სასაცილო ისტორიების გაზიარებით – მაგრამ, შესაძლოა მას მეგობრობის ახალ ეტაპზე გადასვლა არ უნდოდეს. თუ ემოციურად ძალიან მიეჯაჭვებით, შეიძლება თავის არიდება დაიწყოს.
3 მიზეზი, რატომაა სასწორი საუკეთესო მეგობარი
სასწორებს უყვართ თქვენი წვეულებებზე დაპატიჟება, სხვა მეგობრების გაცნობა, თქვენი სოციალური წრის გაფართოება და იმაზე ნათელი გარემოს შექმნა, ვიდრე აქამდე გქონდათ.
ენციკლოპედიის დონის ცოდნის წყალობით, სასწორი ყოველთვის დაგაკვალიანებთ სად მიაგნებთ საუკეთესო ყავას ან ფასდაკლებას. ნიუსებით ისე გაგართობენ, რომ ყველა რადიოარხის წამყვანს შეშურდება.
ბუნებით პრობლემების გადამწყვეტ სასწორს რთულ საკითხებზე საუბარი მოსწონს და პირად პრობლემებს საუკეთესო პერსპექტივიდან დაგანახებენ.
სასწორის ცხოვრების სტილი
თქვენს ცხოვრებაში მყოფი სასწორისთვის
საუკეთესო საჩუქრები: კომფორტული პიჟამო, პლედი ან ჩუსტები. სასწორს სკანდინავიური კონცეპტი უყვარს, რაც გარშემო არსებული სივრცის სიმყუდროვეს გულისხმობს.
საუკეთესო სპა: სხეულის თბილი მოვლა. სასწორებს თავიდან ფეხებამდე სურთ ლოსიონის წასმა და გახვევა.
საუკეთესო კოქტეილი: გლინტვეინი, ცხელი ღვინო. თბილი კოქტეილი მათ სიმყუდროვის შეგრძნებას მიანიჭებს და ამაზე ისე ზრუნავენ, როგორც არაფერზე.
როგორ ისვენებს სასწორი
ხანდახან სასწორისთვის მარტო ყოფნა გაუგებარია, მაშინაც კი თუ უბრალოდ წამოწოლა და საკუთარი თავის შეცნობა სჭირდება. ამიტომაც, სასწორები ეძებენ აქტივობებს, სადაც მარტო ყოფნა შეუძლიათ, მაგრამ ბევრი ხალხის გარემოცვაში. რა თქმა უნდა, იოგას გაკვეთილები კლასიკური მაგალითია, თანაც სასწორის ბალანსირების დამყარებას უწყობს ხელს. სხვა დასვენების ხერხებია: წერა, ხატვა, მყუდრო კაფეში ჯდომა, მოლაშქრე ჯგუფთან შეერთება ან ჩათვლემა პლედში.
სასწორის სოციალური ცხოვრება
სასწორი სოციალურ ცხოვრებას ხედავს როგორც თავსებადს რეალურ ცხოვრებასთან. სიამოვნება, რასაც თანამშრომლებთან კავშირისას ჰპოვებენ, ეხმარებათ სოციალური სტრატეგიის დასახვისას. სასწორი ცნობილები არიან „რაც უფრო მეტი, მით უკეთესი“ მენტალობით და უყვართ მრავალფეროვან ჯგუფებთან სიახლოვე. ყოველთვის დათანხმდებიან სადმე მიწვევას და ოჯახთანაც დროს მხიარულად გაატარებენ. სანამ სასწორები მეგობრების დიდ ჯგუფს აგროვებენ, ნამდვილი მეგობრების მოძიება რეალურად უჭირთ.
ეს იმის დამსახურებაცაა, რომ სასწორებს კონფლიქტი ეზიზღებათ და შეიძლება ადამიანებისგან დისტანცირება პირველი გაღიზიანების ნიშნების დროს მოახდინონ. ისწავლონ, რომ კარგი მეგობრობა ხშირად საოცარ ურთიერთობაში გადაიზრდება, სასწორებს დაეხმარებათ მდიდარი სამეგობრო წრე შექმნან. დღის ბოლოს ეს ნიშანი თავის სოციალურ გრაფიკს განაახლებს, რათა კალენდარში რაღაცას მუდამ ელოდეს. დატკბება წვეულებით მაშინაც კი თუ იქ ბევრ ადამიანს ან საერთოდ არავის იცნობს!
სასწორის საყვარელი სეზონი
იმის გათვალისწინებით, რომ მათი დაბადების დღე შემოდგომაზეა, სასწორებს ბუხართან მყუდროდ მოკალათება ხიბლავთ. თოვლიანი დღეები, როცა გზები გადაკეტილია, ამ ნიშნის საყვარელი პერიოდია. თანაც, დიდი სამეგობრო წრის საშუალებით, შეუძლიათ ადამიანების სახლში შემოკრება, სამაგიდო თამაშების გაჩაღება, დალევა და ერთად სიცილი.
საუკეთესო არდადეგები სასწორისთვის
სასწორს არასდროს უნდა ერთ ადგილას ორჯერ წასვლა. ხშირ მოგზაურობებს თვალსაწიერის გაფართოებისთვის აუცილებლად თვლიან. სასწორს უყვარს მოგზაურობა, რომელიც აბსოლიტურად განსხვავებულ ცხოვრებაში მოახვედრებს. არ სურთ ტურისტებად ყოფნა – უნდათ, რომ გაიცნონ ადგილობრივები და იქაური კულტურა და ცხოვრების სტილი მაქსიმალურად შეითვისონ. სასწორებისთვის წარმატებულია მოგზაურობა, რომლის დროსაც, ბევრმა ადამიანმა დაიმატა კონტაქტებში.
სასწორის ძალაუფლების ფერები
მოკავშირე, მშვიდომისმოსურნე და დიპლომატი, სასწორების სიძლიერე დამყარებულია შესაძლებლობაზე დაამყარონ სწორი კონტაქტი ადამიანებთან, განსაკუთრებით მათთან, რომელთა აზრებიც განსხვავებულია. ეს ფერები სასწორებს დიპლომატიური მისიის შესრულებაში დაეხმარებათ:
ცისფერი: ეს ფერი ავლენს სასწორის უნარს, დაამყაროს სიმშვიდე და ჰარმონია.
მწვანე: ეს ფერი გულის ჩაკრასთანაა დაკავშირებული და საუბრობს სასწორის საჭიროებაზე, ერთმანეთის მიმართ ყველამ სიკეთე და ჰარმონია იგრძნოს.
ვერცხლისფერი: სასწორის მმართველი პლანეტა ბუნდოვანი, ჩაბნელებული ვენერაა და ვერცხლისფერი თეთრისა და შავის კომბინაციაა, ცოტაოდენი ბრწყინვალებით. სასწორს ეს პერსპექტივების მაგიურობას ახსენებს.
ყვითელი: აუცილებელი სოციალური სასწორისთვის. მზისფერი ყვითელი ამ ნიშანს აჩვენებს, რომ ის მეგობრების ორბიტაზე მზეს ჰგავს.
ფერები, რომლებსაც სასწორი უნდა ერიდოს:
იასამნისფერი: ეს ფერი სასწორის რაციონალურ მხარეს აკავშირებს, რამაც შესაძლოა ქაოსი გამოიწვიოს, რადგანაც სასწორები გულით მოქმედებისას არიან საუკეთესონი.
წითელი: ნათელი და ცეცხლოვანი, წითელი შესაძლოა სასწორისთვის ზედმეტი იყოს, რადგანაც ნაკლებად ვნებიან ემოციებს ამჯობინებს.
ნარინჯისფერი: ეს ფერი სასწორის სხეულს დაძაბულობას ანიჭებს და მიწაზე მტკიცედ აყენებს, რაც სასწორისთვის არაბუნებრივი მდგომარეობაა.