მთავარი თხის რქა

თხის რქა

by guramus

დეკემბერი 22 – იანვარი 19
დეტალებზე ორიენტირებული, ინტელექტუალი, შრომისმოყვარე
ელემენტი: მიწა
პოლარობა: ნეგატიური
ხარისხი: კარდინალური
მმართველი პლანეტა: სატურნი
მმართველი სახლი: მეათე
ფერი: ლურჯი
იღბლიანი ქვა: ლაჟვარდი
ყვავილი: იასამფერა
საუკეთესო სასიყვარულო მეწყვილე: ქალწული.
ჭკვიანი, შრომისმოყვარე და საკუთარი ბედის სრულიად გამაკონტროლებელი თხის რქა ყოველთვის ანხორციელებს დასახულ ფიქრებს, როგორც პირად, ისე პროფესიონალურ ცხოვრებაში. მათ შესაძლოა ჯიუტის რეპუტაცია ჰქონდეთ, მაგრამ ყოველთვის იციან რა სურთ და ყოველთვის იციან რას ელიან სხვა ადამიანებისგან.
ბუნებრივად წესების მიმდევარი თხის რქები გიჟდებიან მკაცრ წესებზე, იერარქიებზე და რაიმის შესრულებისთვის გზის დასახვაზე. შეუძლიათ თხის რქებს ჩარჩოს მიღმა ფიქრი? დიახ, შეუძლიათ, მაგრამ ამჯობინებენ განსაზღვრულ საზღვრებს. თავისუფალი მეფობა მათ პარალიზებულს გახდის. თხის რქები წარმატებით ადიან კორპორატიულ კიბეებზე და ფულის ინვესტიციაში და კეთებაში დახელოვნებულნი არიან. თხის რქას უყვარს ოჯახი და დიდ ძალისხმევას დებს ტრადიციებში. ხანდახან შესაძლოა თავი დაისტრესონ, იმიტომ, რომ ყველაფრის იდეალურად შესრულება უნდათ. თხის რქა შესაძლოა გრძნობდეს, რომ ყოველდღე სახლში მომზადებული საჭმელია საჭირო და არასდროს მიმართოს სწრაფ და წასაღებ კვებას. თხის რქას სჯერა, რომ პრეზენტაცია ყველაფერია, ამიტომაც მათი სახლები ფოტოების გადასაღები ადგილია. ზოდიაქოს ეს ნიშანი ხანდახან ზედმეტადაა ფოკუსირებული გარეგნულ იერსახეზე და არა გრძნობებზე, რამაც შესაძლოა გულგატეხილი და უბედური გახადოს.
თხის რქამ უნდა იპოვნოს შეგრძნება მასში, თუ როგორ აღიქვამენ სხვები და აღიაროს საკუთარი მიღწევები, მაშინაც კი თუ ეს პიროვნულობის მცირე ნაწილს ეხება.
თხის რქები ლოიალური მეგობრები არიან. მათ იუმორის გრძნობა აქვთ და როცა გაიცნობთ, ნამდვილად გაგამხიარულებენ. სიყვარულში ნამდვილები არიან, ეხმარებიან პარტნიორს წარმატებისა და ბედნიერების პოვნაში. თხის რქა ურთიერთობას ისე მიუდგება, როგორც სამსახურს და სჯერა, რომ ძლიერი მუშაობით საუკეთესო შედეგს მიიღებს. მაშინ, როცა რომანტიკული საუბარი შესაძლოა საბჭოს შეხვედრას ჰგავდეს, თავისი გეგმებით, თუ დაუკვირდებით, მათ ჩაფიქრებულ აზრს აღმოაჩენთ და თქვენი კავშირი ძლიერ განვითარებას დაიწყებს.

თხის რქის დევიზი
“მე შემიძლია წარმატებას მივაღწიო ნებისმიერ რამეში, სადაც საკუთარ გონებას ჩავდებ“
თხის რქები შესანიშნავები არიან. მათი ლათინური სახელწოდება ყველაფერს ამბობს:

C თავდაჯერებული
A ანალიტიკური
P პრაქტიკული
R პასუხისმგებლიანი
I ინტელიგენტი
C მზრუნველი
O ორგანიზებული
R რეალისტი
N აკურატული

თხის რქის საუკეთესო თვისებები
თხის რქა ინტელექტუალი და დეტალებზე ორიენტირებულია. ის არ მიღებს „არას“ პასუხად, როცა რაიმე სურს. მათი შრომისმოყვარე ხასიათი ნამდვილი შთაგონების წყაროა. თხის რქას მართლა სჯერა, რომ შრომით ყველაფერს მიაღწევს. ისინი ყოველთვის მზად არიან შეისწავლონ ახალი უნარები და ის, რაც არ იციან, მაგალითად, საბურავის გამოცვლა ან იდეალური კვერცხის მოხარშვა, ნამდვილ გამოწვევად აქციონ. ეს ხასიათი მათ ყველა გარიგების პროფესიონალად აქცევთ. ეზოთერული ცოდნით კი ხიბლავენ ყველას, ვინც მათ იცნობს.

თხის რქის უდიდესი გამოწვევები
თხის რქა საკუთარი თავის მიმართ ძალიან მკაცრი შეიძლება იყოს, ისევე როგორც სხვების მიმართ. ისინი გამოხატავენ უკმაყოფილებას და სურთ ცხოვრებაში ადამიანები გარკვეული სტანდარტით ამყოფონ. თხის რქა ხანდახან ერთ გზას ხედავს რაიმის გასაკეთებლად და ჰორიზონტებისა და საზღვრების გაფართოება საოცრად დაეხმარება.

თხის რქის საიდუმლო იარაღი
მათი შეუპოვრობა. სჯერათ, რომ ნამდვილად შეუძლიათ ნებისმიერი რამის გაკეთება და ამას იზავენ კიდეც, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მოსაწყენია დავალება. თუ საჭიროა, თხის რქა მთელ ღამეს გაათენებს, დაღლილობას დააიგნორებს და სუპერადამიანის უნარებით საქმეზე მთლიან ფოკუსირებას მოახდენს.

5 მიზეზი რატომ უნდა იამაყოთ, რომ თხის რქა ხართ
თქვენი საბანკო ბალანსი შეუდარებელია. შენაძენებს აკონტროლებთ და შენახვისა და ინვესტიციის საოცარი უნარი გაქვთ.
თქვენი გონება ფოლადისაა. არასდროს გავიწყდებათ ვინმე ან რაიმე და შეგიძლიათ გაიხსენოთ 1 წლის წინანდელი საუბარიც კი.
თქვენი სახლი სატელევიზიო სტუდიის მფლობელობაში მყოფს ჰგავს. მახვილი თვალი გაქვთ, როცა საქმე სახლის დიზაინს ეხება და სასტუმროს ოთახსაც ისე აქცევთ, რომ თავი სახლში იგრძნოთ.
არასდროს არაფერს კარგავთ და ყოველთვის ერთი ხელის გაწვდენაზე გაქვთ მნიშვნელოვანი ფაილები, პაროლები და ფურცლები. თქვენი ორგანიზებულება დროს და საღ აზრს გინარჩუნებთ.
თავაზიანი ხართ. არასდროსაა სიტუაცია, როცა არ იცით რა თქვათ და უხერხულ სიტუაციებს ოსტატურად არიდებთ თავს. ხანმოკლე საუბრების ოსტატი ხართ და ზუსტად იცით, რა უნდა თქვათ, რომ სხვა ადამიანებს თავი კარგად აგრძნობინოთ.

ცნობილი თხის რქები
ჯონ ლეჯენდი, ბრედლი კუპერი, ქეით მიდლტონი, ლაიამ ჰემსვორტი, მიშელ ობამა, ელენ დეჯენერესი

თხის რქის მეგობრობის სტილი
ლოიალური, მოსიყვარულე და ტრადიციების, ხუმრობების, ისტორიების გაზიარების მოყვარული თხის რქა მეგობრობას საოცრად სერიოზულად უყურებს. მათ მოსწონთ მეგობრებზე ზრუნვა, მათთვის სადილის მომზადება, გარდერობის დალაგება ან ნებისმიერი რამ, რითიც თხის რქები მათ ცხოვრებას უფრო ადვილს გახდიან.
თხის რქა მეგობრებს საკუთარი თავის მაქსიმუმის გამოვლენისკენ მოუწოდებენ და არ ეშინიათ გააგებინონ თუ მათი ქცევებითა თუ საუბრით უკმაყოფილონი არიან. თხის რქა ყოველთვის ისე გააკეთებს, რომ ცუდი ქმედება შეუმჩნეველი არ დარჩეს და ზრდილობიანად შეგახსენებენ თუ ვინმეს დაბადების დღე დაგავიწყდათ. თხის რქებმა იციან, რომ ყოველთვის „მხიარული“ მეგობრები არ იქნებიან. თუ მეგობრულ ტურში წავლენ ან წავეულებაზე, სურთ საწოლში უკვე 10 საათზე დაწვნენ, მაგრამ მაგიდაზე კარგი საჩუქრების შემატებაც არ ეშლებათ. თხის რქა შთააგონებს და იწვევს მეგობრებს და საპასუხოდაც იგივეს ელის.

საუკეთესო მეგობარი თხის რქისთვის: კურო
ორივე მიწის ნიშანი, თხის რქა და კურო ბუნებრივი წყვილია, მათ რუტინის შესრულება ერთად ძალიან ხიბლავთ. ასეთი მეგობრული კავშირი აუცილებლად მიაღწევს მიზნებს – ისინი ხვდებიან და ახლო მეგობრები სწრაფადვე ხდებიან. კურო და თხის რქა ორივე ჯიუტი და მკაცრია და უთანხმოება შესაძლოა ჩუმ, ცივ მოპყრობაში გადაიზარდოს. მაგრამ, თხის რქასაც და კუროსაც, ორივეს დიდი გული აქვს და შეუძლიათ აპატიონ და დაივიწყონ, ასევე თავიანთ სიუხეშეზე გაიცინონ კიდეც. ისინი ერთმანეთს ინსტიქტურად ხვდებიან და ურთიერთბაში თითქმის დედ-მამიშვილები ხდებიან. ორივეს მოსწონს საჩუქრები, მიწერ-მოწერა და ტელეფონზე საუბარი. მუდმივი კონტაქტი მათ სიახლოვეს ხელს უწყობს.

როგორ დავუმეგობრდეთ თხის რქას
იყავით მტკიცე. თხის რქა შესაძლოა დისტანციური ჩანდეს, მაგრამ, რეალურად არ სურთ ნაბიჯის გადადგმა თუ დარწმუნებულები არ არიან, რომ ეს ამად ღირს. თხის რქა ყოველთვის მოგადევნებთ თვალყურს და გაანალიზებს, ხართ თუ არა შესაფერისი კანდიდატი მისი საკონტაქტო წრისთვის. ხასიათი თხის რქისთვის უმნიშვნელოვანესია. გულწრფელობა და შრომისმოყვარეობა მათთვის ყველაზე შთამბეჭდავი უნარებია. დაპატიჟეთ ის სადმე. ხანდახან ვერ განჭვრეტენ ყავის ან ღვინის დასალევად წამოსვლის აზრს, მაგრამ მოსწონთ სეირნობა, სირბილი, ლაშქრობა ან ლექციაზე წამოყოლა.

როგორ შევინარჩუნოთ მეგობრობა თხის რქასთან
დარჩით კონტაქტზე. გახსოვდეთ მათი დაბადების დღე, მოიკითხეთ, კითხეთ რას აკეთებს, გაუგზავნეთ საჩუქარი, მხოლოდ ლამაზი და საჭირო ნივთები. თხის რქას არ მოსწონს, როცა მეგობრები ქრებიან და მაშინაც კი თუ თქვენ დიდი დისტანცია გაშორებთ, მნიშვნელოვანია აჩვენოთ რომ შორიდანაც ზრუნავთ და რეგულარულად წერთ. თხის რქას რიტუალები და ისტორიების გაზიარება ხიბლავს და საათობით შეუძლია ითამაშოს ფრაზის დაბოლოება: „გახსოვს როცა…“ მაშინაც კი თუ სენტიმენტალურები არ ჩანან, ამობეჭდეთ საერთო ფოტოები, ჩარჩოში ჩასვით და აჩვენეთ, ასე მათ მიმართ გამოხატულ ზრუნვას აუცილებლად დააფასებენ.

3 მიზეზი რატომ არიან თხის რქები საუკეთესო მეგობრები
ლოიალურები არიან. ყოველთვის ამოგიდგებიან მხარში, მაშინაც კი თუ არ გეთანხმებიან იმაში, რასაც აკეთებთ. შესაძლოა, მშობლის როლიც მოირგონ და ლექციები ჩაგიტარონ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენზე ზრუნავენ და იციან რა არის თქვენთვის საუკეთესო.
ყველაფერი ახსოვთ. როცა მათ სახლში მიდიხართ, თქვენი ფავორიტი ღვინო მზად დაგხვდებათ და არასდროს აქვთ გამოსაცნობად საქმე რას რა ზომისას იცვამთ. ახსოვთ თქვენი ოჯახის ყველა წევრის სახელი და ყველა ყოფილი პარტნიორი. ხანდახან გეგონებათ, რომ თქვენი ისტორია თქვენზე უკეთ მათ იციან.
ისინი აღიარებენ თქვენს ძლიერ მხარეებსა და დადებით თვისებებს. ხანდახან, გეგონებათ, რომ თხის რქა თქვენი თერაპისტი ან ტრენერია. ხელს გკრავენ იქით, საითაც თქვენი მიზნებია და გეგმასაც გაგიწერენ რა გჭირდებათ მათ შესასრულებლად.

სპირიტუალიზმი/სულიერება
თხის რქის საუკეთესო კრისტალები: აზურიტი. ეს ქვა თხის რქას ეხმარება საკუთარი თავი აიმაღლოს, მიიღოს ადამიანები ისეთები როგორებიც არიან და საკუთარ ცხოვრებაში მიიპატიჟოს.

თხის რქას სამკურნალო მანტრა: “ჩემს საკუთარ რეალობას ვქმნი.”

თხის რქას სულიერი ფერი: ლურჯი მათ ღრმა ინტელექტსა და სულიერებაზე მეტყველებს. ესაა საუკეთესო ფერი, რომელიც მათ ჩაღრმავებაში და შეცნობაში ეხმარებათ.

თხის რქის სულიერი მხარე
თხის რქა პრაქტიკული და ინტუიციურად სკეპტიკურია ზოგიერთი რელიგიური პრინციპის მიმართ. თხის რქებს შეუძლიათ ძალიან სულიერები იყვნენ და რელიგიური ინსტიტუტების ლიდერებადაც მოგვევლინონ, უყვართ რელიგიურ ტექსტებში ღრმა კირკიტი. ასევე დარწმუნებულები არიან, რომ ამით კომფორტს ინიჭებენ.
თხის რქებს ექნებათ პერიოდები, განსაკუთრებით 20 წლის ასაკში, როცა თავიანთ სულიერ მოგზაურობაში ეჭვს შეიტანენ. შესაძლოა ჰქონდეთ თვეები ან წლები, როცა აქტიური სულიერი პრაქტიკა არ ექნებათ. მაგრამ, ვერ იპოვნით თხის რქას, რომელსაც არასდროს ჰქონია რაიმე სახის კავშირი ღვთიურობასთან.
თხის რქისთვის მარტო ყოფნა სულიერია, მაშინაც კი თუ რწმენის მკაცრი სისტემა არ აქვთ. აღმოაჩენენ სოლო რიტუაალებს, თუნდაც უბრალოდ სიჩუმეში ყავის სმას და განწყობას ამითაც აიმაღლებენ.

თხის რქის იღბლის მომტანი
ყველა ზოდიაქოს ნიშანს აქვს დაუმთავრებელი საქმე. თხის რქისთვის ესაა ისწავლოს დაეთანხმოს კონცეპტს „საკმარისად კარგი“ როგორც გარშემომყოფების, ისე საკუთარი თავის შემთხვევაში. პერფექციონიზმი მათ წარმატებისკენ სვლაში ეხმარებათ, მაგრამ შესაძლოა მოლოდინების არ გამართლებამ პრობლემები წარმოშვას. აი რა უნდა დაიმკვიდრონ ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ცხოვრებაში:

დააიგნორეთ გასაკეთებელი საქმეების გრაფიკი. მხოლოდ ერთი დღით. საქმეები გადადეთ და აღმოაჩენთ, რომ გარშემო საინტერესო ამბებიც ხდება, სანამ A პუნქტიდან B პუნქტში გადაადგილდებით და ვერაფერს ამჩნევთ.
დაიგვიანეთ 5 წუთით. ეს გაცილებით კარგია მაშინ, თუ ხვდებით ადამიანს, რომელიც ქრონიკულად იგვიანებს. თქვენ ყოველთვის უცდით მას, აცალეთ, ერთხელ იმანაც მოიცადოს. ეს დაგეხმარებათ ცოტათი მაინც გაინთავისუფლოთ გრაფიკი.
გააკეთეთ ისეთი რამე, რაც ცუდად გამოგდით. ვერ ხატავთ? ესაა მიზეზი აიღოთ ფურცელი და ფანქარი. არაა საჭირო ყველაფერი პროფესიონალურ დონეზე იყოს გაკეთებული. მიეცით საკუთარ თავს საშუალება რაღაცაში კრახი განიცადოს, უფროსწორედ, თავი მარწუხებისგან გაინთავისუფლოს.
იმუშავეთ ბავშვებთან. მოხალისეობა პატარებთან თხის რქას დაეხმარება გონება დაასვენოს და თავისუფლებაზე, მხიარულებაზე, თამაშზე ფოკუსირდეს. თხის რქები ბავშვებისგან ბევრ საჭირო რამეს ისწავლიან.
გაიღეთ თანხა. თხის რქები მკაცრად აკონტროლებენ ფინანსებს, მაგრამ ქველმოქმედება დაეხმარებათ გაანალიზონ, რომ შეუძლიათ კეთილები იყვნენ და ამით არაფერი დააკლდეთ.