მთავარი საკითხავი “თუ უყვარხარ მას ახლა, სხვა რაღაა მნიშვნელოვანი? “-ბობ მარლი

“თუ უყვარხარ მას ახლა, სხვა რაღაა მნიშვნელოვანი? “-ბობ მარლი

by guramus

იამაიკელი ბობ მარლის აზრები ბევრისთვის ცხოვრების გზამკვლევია. როგორც თავად ამბობდა, მომღერალი მთელი ცხოვრება საკუთარი თავის ძიებაში იყო.

  • “სიმართლე ისაა, რომ ყველა გატკენს გულს; შენ უბრალოდ უნდა იპოვო ის, ვინც ღირს ტანჯვად.”
  • “თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ წვიმა, მაგრამ ხსნით ქოლგას, როცა წვიმს. თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ მზე, მაგრამ პოულობთ ჩრდილს, როცა მზე კაშკაშებს. თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ ქარი, მაგრამ ხურავთ ფანჯრებს, როდესაც ქარი ჰქრის. სწორედ ამიტომ მეშინია, რომ იტყვით თუ როგორ გიყვარვართ მე.”
  • “დღეს ხალხი სიმართლის ძებნაში იტანჯება. ყველაფერი ისე სინთეზური გახდა, რომ ყველა ვისაც სურვილი აქვს, იმედსაა ჩაბღაუჭებული.”
  • “შენ შეიძლება არ იყო მისი პირველი, უკანასკნელი ან ერთადერთი. მას უყვარდა ადრე და შეიძლება შეიყვაროს კიდევ. მაგრამ თუ უყვარხარ მას ახლა, სხვა რაღაა მნიშვნელოვანი?”
  • “სიყვარული ძნელია იმიტომ, რომ არ არსებობენ უნაკლო ბიჭები, მაგრამ არსებობენ ისეთები, რომლებიც უნაკლო არიან შენთვის.”
  • “ცხოვრება გრძელი გზაა, ბევრი ნიშნებით. ნუ ართულებ ყველაფერს და ნუ გადაუხვევ გზიდან. გაექეცი სიძულვილს, ვნებასა და ეჭვიანობას. ნუ მოკლავ შენს ფიქრებს. შენი ოცნებები აქციე რეალობად. გაიღვიძე და იცხოვრე!”
  • “მხოლოდ ერთი ამბიცია მაქვს, თქვენ იცით. მხოლოდ ერთი რამ ძალიან მინდა რომ მოხდეს. მინდა რომ ვხედავდე კაცობრიობა ცხოვრობდეს ერთად — შავი, თეთრი, ჩინელი, ყველა — სულ ეს არის.”
  • “როდესაც ერთი კარი დახურულია, იცოდე, რომ მეორე ღიაა.”
  • “თქვენ უნდა იყოთ ვინმე.”