მთავარი ასტროლოგია TOP სამი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელსაც იდეალურად ესმის ქალის

TOP სამი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელსაც იდეალურად ესმის ქალის

by guramus

ქალის გაგება რთულია, ამაზე არც არავინ დავობს. იმიტომ, რომ ხშირად ქალებმა თავადაც არ იციან, რა სურთ ან რატომ, მაგრამ მამაკაცებს რომ ზოგადად ქალების ნაკლებად ან საერთოდ არ ესმით ხოლმე ესეც უდავო ჭეშმარიტებაა.

თუმცა, საიმისოდ, რომ ქალს რაღაც დოზით მაინც გაუგოს, ძლიერი სქესის წარმომადგენელს მელ გიბსონის პერსონაჟივით ფილმიდა “რა სურთ ქალებს” – ჩართული თმის საშრობით აბაზანაში ჩახტომა ნამდვილად არ ესაჭიროება.

ამისათვის მხოლოდ ის არის საჭირო, რომ ეს უკანასკნელი შესაბამის ზოდიაქოს ნიშანზე იყოს დაბადებული… არსებობენ მამაკაცური და ქალური ენერგეტიკის მატარებელი ზოდიაქოს ნიშნების. შესაბამისად, თუკი მამაკაცი სწორედ ქალური ენერგეტიკით მართვადი ნიშნით დაიბადა, მისთვის გაცილებით მარტივი იქნება გაიგოს ქალური ხუშტურები და ზოგადად, ქალის ფსიქოლოგია…
ასტროლოგები თვლიან. რომ ამ მხრივ, სამი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელია ყველაზე უფრო “დახელოვნებული” მკვლევარი ქალის სულის სიღრმეების…

კირჩხიბი –
კირჩხიბის ზოდიაქოს მმართველად მთვარე ითვლება. შესაბამისად, მამაკაცი კირჩხიბი, რაც არ უნდა მასკულანური გარეგნობა გააჩნდეს მას, სულის სიღრმეში ფემინურ ელემენტებს მალავს. იგი ემოციური, გულჩვილი და ფრთხილია. ძალიან ბუტიაა და ფაქტობრივად ისეთი რამეები სწყინს, რაზე გაბრაზებაც სხვა მამრს აზრადაც არ მოუვა. მისთვის ქალის ბუნების გაგება ძალზე მარტივი საქმეა. ჯერ ერთი რომ არაჩვეულებრივი ინტუიციის პატრონია;

გარდა ამისა, მთვარის გავლენით შესანიშნავად ესმის ქალური ხრიკების. სწორედ ამიტომ არიან მამაკაცი კირჩხიბები ძალზე ხშირად ქალების საზოგადოების სული და გული. მათ ყოველთვის უამრავი დაქალი და მესაიდუმლე ჰყავთ სუსტი სქესის წარმომადგენლებში. არიან არაჩვეულებრივი ქმრები, მეოჯახეები და მამები. თქვენ წარმოიდგინეთ და ამ ბოლო პუნქტში ისინი ქალებსაც კი არ უდებენ ტოლს.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე